14 დეკემბერი 2011. 22 საათი და 52 წუთი
(თვითმხილველის მონათხრობი)
სამსახურში ვიჯექი, გარეთ რაღაცა ხმა მომესმა და გამოვიხედე, ჩვენი დაცვის ბიჭები იდგნენ და ცაში რაღაცას უყურებდნენ. მითხრეს – ახედე და დაინახავო. ავიხედე მაგრამ განათების ბოძი იდგა და განათებული ადგილიდან არაფერი ჩანდა. ჩამოვედი დაბლა და ისეთ ადგილას დავდექი სადაც სიბნელე იყო, აშკარად დავინახე რუსული გ-ს ფორმის მწვანე სინათლე, რომელიც სავარაუდოდ ოზონს გარეთ უნდა ყოფილიყო, აშკარად შორს ჩანდა ცაზე. ამ გ-ს ფორმის მწანესთან რაღაც ორი წითელი და ყვითელი წერტილები ჩანდა, საერთო ჯამში სმაილს წააგავდა.
დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვუყურებდით ყველანი ამ მოვლენას, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს მსგავსი რაღაცის გაკეთება არ შეუძლია, ანუ ეს არ იყო რაგაც ლაზერული შოუ.
ამ ხუთწუთიან პერიოდში ორმა კომეტამ, ან მოწყვეტილმა ვარსკვლავმა, არ ვიცი რა დავარქვა, ჩამოიქროლა. თან ეს ვარსკვალავები სხვებთან შედარებით აშკარად უფრო მსხვილი იყო და სიკაშკაშეც მეტი ჰქონდა. შემდეგ შევბრუნდი სამსახურში და 5-7 წუთში ისევ გამოვედი, რომ შემეხედა. რაღადაგიმალო და შემეშინდა, რაღაც აშკარად ცუდი აურა მოდიოდა. კიდევ რამდენიმე წუთი ვაკვირდებოდი ცას და ამ დაკვირვების დროს კიდევ ორმა "ვარსკვლავმა" ჩამოიფრინა, თან მთავარი ისაა, რომ ოთხივე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა და თითქმის სინათლის სისწრაფით გადაკვეთეს ზეცა. რაც შეეხება ამ ფერად ლაქებს, პერიოდულად აინთებოდნენ და მკვეთრად ჩანდნენ, პერიოდულად ჩაქრებოდნენ. დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მერე გაქრა. ბათუმის თავზე მოხდა და არ ვიცი სხვაგან თუ დააფიქსირეს მსგავსი რამ.
ორი რაღაც ვიცი დანამდვილებით, ჩემს გარდა მინიმუმ 6-7 კაცმა რო დაინახა და ის რომ მოწყვეტილი სხეულები ვარსკვლავები არ იყო.
მინახავს ბევრჯერ ვარსკვლავის მოცყვეტა მაგრამ ასეთი ზომის არცერთი არ ყოფილა. დაახლოებით ისე კაშკაშებდნენ როგორც ცისკრის ვარსკვლავი. თავს ვერ დავდებ უფო იყო თქო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეტი რაღაცა ხშირად არ ხდება.
No comments:
Post a Comment