სურათი გადაღებულია ისრაელ პალესტინის ბოლოდროინდელი შეტაკების დროს .
მასზე სრულიად შემთხვევით ამო დაფიქსირდა.
სურათი გამოქვეყნებული იყო ლენტა.რუ-ზე, რათქმაუნდა ვერავინ ვერ შეამჩნია, რომ სურათზე ამო არის გამოსახული.
Thursday, November 29, 2012
Thursday, November 22, 2012
Sunday, November 18, 2012
ამო თბილისის თავზე
7 ნოემბერი 2012 წელი
გთავაზობთ თვითმხილველის პოსტს და მის მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას. ტექსტში შევიტანე მცირეობენი კორექტივები, რომ უფრო კარგი წასაკითხი ყოფილიყო. ვიდეო გადაღებულია გვიან ღამე რადგან ფორუმზე პოსტი გამოქვეყნებულია ღამის 4 საათსა და 59 წუთზე.
საკმაოდ დიდი "ბურთი" იყო ცაში გაჩერებული ერთ ადგილას. ხოდა გავედი ფოტოაპარატი ავიღე და სურათი გადავუღე. ზუმი არ მაქვს 50 მმ - იანი ობიექტივი მიყენია ამიტომ ხელოვნურად გავადიდე. ეს არ იყო ვარსკვლავი. თან მომწვანო მოწითალოდ ციმციმებდა.
თანამგზავრი გამორიცხულია იმიტომ, რომ ერთ ადგილას იყო გაჩერებული. ერთი 20 წუთის მერე გაქრა. ვიდეოც გადავიღე "60 კადრი წამში" რეჟიმში და გავადიდე პრემიერში. შემდეგ შევანელე. პიქსელები ჩანს მაგრამ ციმციმს შეამჩნევთ. ხო თუ არ გჯერათ გაატარეთ, პროსტა არანარი საბაბი ან მუღამი არ მაქვს მოტყუების, რაც ვნახე და გავაკეთე იმას ვწერ.
და კიდე მთელი ცა ღრუბლებით იყო დაფარული. ერთი ვარსკვალვი არ ჩანდა. ეს მანათობელი ბურთი აშკარად ღრუბლებს ქვევით ფარფატებდა.
დღეს უძილობა გარანტირებული მაქვს ...
Saturday, November 17, 2012
ამო პოპოკატეპეტლის ვულკანიდან
15 ნოემბერი 2012 წელი
მექსიკა, ვულკანი პოპოკატეპეტლი
ამო ამოფრინდა აქტიური ვულკანიდან და ეს სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა.
მექსიკა, ვულკანი პოპოკატეპეტლი
ამო ამოფრინდა აქტიური ვულკანიდან და ეს სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა.
Saturday, October 6, 2012
Friday, September 28, 2012
Saturday, September 15, 2012
27 მაისი 2012 წელი - ამო თბილისის თავზე (ვიდეო)
27 მაისი 2012 წელი.
ვიდეოს ხარისხი 720p.
როგორც შეგპირდით ვაქვეყნებ ვიდეოს. დიდი ხანია ეს ვიდეო იუთუბზე არის გამოქვეყნებული.
ვიდეოს დამუშავება ვერ შევძელი და ამის გამო ვაქვეყნებ ორიგინალს.
გადიდებულ სურათზე კარგად სჩანს, რომ ობიექტი პროპორციებით არც თვითმფრინავს გავს და არც ვერტმფრენს.
90 იანი წლები - გურამ გრძელიშვილის დაუჯერებელი ისტორია
ძალიან სანტერესო შემთხვევაა. რუსეთის ტელევიზიის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ. არ დაიზაროთ უყურეთ ბოლომდე. ვიდეოს ხანგძლივობა 15 წუთი.
ეს ძველი ვერსია რომლის მოპოვება ადრე შევძელი.
Wednesday, September 5, 2012
ამო-ს ნამდვილი ფოტოსურათების კრებული
ფოტოსურათების კრებულის ოთხივე ნაწილი ძალიან საინტერესო სანახავია.
მოცემულია ისტორიული ფოტო მასალა, რომელიც ნათლას ასახავს უცხოპლანეტელების რეალობას.
ფოტოები გადაღებულია იმ პერიოდში როდესაც ავად სახსენებელი კომპიუტერული გრაფიკა არ არსებობდა.
მოცემულია ისტორიული ფოტო მასალა, რომელიც ნათლას ასახავს უცხოპლანეტელების რეალობას.
ფოტოები გადაღებულია იმ პერიოდში როდესაც ავად სახსენებელი კომპიუტერული გრაფიკა არ არსებობდა.
Friday, August 31, 2012
ამო ეკვადორში
19 აგვისტო 2012 წელი.
ეკვადორი.
ვიდეო მონტაჟის გარეშე არის და ძალიან საინტერესო კადრებს ასახავს. საინტერესოა თვითხილველების რეაქცია და კომენტარები. ეს არ არის არანაირი "კომპიუტერული გრაფიკა"! ისიამოვნეთ რეალური კადრებით.
ეკვადორი.
ვიდეო მონტაჟის გარეშე არის და ძალიან საინტერესო კადრებს ასახავს. საინტერესოა თვითხილველების რეაქცია და კომენტარები. ეს არ არის არანაირი "კომპიუტერული გრაფიკა"! ისიამოვნეთ რეალური კადრებით.
Thursday, August 16, 2012
მარს კურიოსიტის მიერ გადაღებული ამო-ები!
რობოტ "მარს კურიოსიტის" მიერ გადაღებულ ვიდეოებზე სჩანს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები.
ვიდეო HD- ხარისხისაა.
ვიდეო HD- ხარისხისაა.
Monday, July 23, 2012
Wednesday, July 18, 2012
Crop Circle -ების სეზონი გაიხნა
17 ივლისი 2012
ცხელ ცხელი "კროპ ცირკლი" ინგლისიდან.
დაიწყო "კროპ ცირკლების" სეზონი! ყველაზე საინტერესო და წინასწერმეტყველურ "წერეებს მინდვრებზე" აგვისტოს ბოლოსკენ ფერისცვალებას ან მარიამობას ველოდებით.
იქამდე კი ძალიან საიტერესო "კროპ ცირკლი", რომელიც გუშინ ინგლისის მიდვრებზე გაოისახა.

Saturday, July 7, 2012
1986 - 1996 წლები - ქართული ისტორიები
თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაკრები ფორუმ.გე-დან.
*************
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, 1986 წელი საგურამო
ამ ამბავს არ ვყვები ხოლმე ხშირად, არ მიყვარს ჩემი მდგომარეობის და ასაკის ადამიანმა ამ თემაზე, რომ საზოგადოებაში დღეს სერიზოულად დაწყოს საუბარი. მაგრამ რაც იყო მე მთელი სიცოცხლე ვერ დავივიწყებ.
არა მარტო მე არმედ მას უყურეს უამრავმა დამსვენებელმა. ღამის 10 საათი იყო დაახლოებით ზაფხული.
მთის თავზე მოულოდნელად გამოჩნდა უზარმაზარი მწვანე ფერის მფრინავი ობიექტი. მას არ ქონდა სწორი და გამოკვეთილი სილუეტი. ნახევარდისკოსებური ფორმის იყო და გარს აკრავდა ნისლისებური მწვანე ფერის ღრუბელი. ნათება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაანათა მის ქვემოთ მდებარე მთელი მთა.
დაახლოებით 15-20 წუთი ჩანდა. მახსოვს სამარისებური სიჩუმე, რომელიც დაკვირვების პირველი წუთებში გამეფდა. ხმა ძლივს ამოვიღე, სიტყვები ვერც ვთქვი უბრალოდ ვყვიროდი. მეზობლები გამოცვივდნენ ჩემს ყვირილზე. წარმოიდგინეთ ფერდობი, სახლებიდან გამოსული ხალხი და სიჩუმე. ყველა გაოგნებულები ვიდექით. ცოტახანში შევამჩნიე ოდნავი მოძრაობა და ობიექტი ელვისებურად გაქრა. ეს რა იყო არ ვიცი, მაგრამ რაც ვნახე ის დავწერე.
***************
1986 წელი. 28 აგვისტო. ჭიათურის მაღალმთიანი სოფელი. საღამო ჟამს მასპინძლის მეზობლის ბავშვმა დაიძახა ჭიშკართან, მთვარე გამწვანდაო. სასაცილოდ გვეჩვენა. ერთმა მეგობარმა, რომელიც მხატვარი იყო, დაიჟინა, მწვანე მთვარე უნდა ვნახოო და წავყევით ბავშვს. სეირზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ცაზე ლურჯ-მწვანე მანათობელ სფეროს შეჰყურებდა. თითქოს ცა მოწმენდილი იყო, მაგრამ არც ვარსკვლავები ჩანდა და არც მთვარე. ლურჯ-მწვანე სფერო მთვარეზე ბევრად დაბლა იყო. უამრავი ხალხი იყო ამ ამბის მოწმე, ადგილობრივიც და ბევრი სტუმარიც. ერთად ვნახეთ, როგორ გამოჩნდა დამატებით კიდევ ოთხი ასეთივე სფერო, რომლებიც თანაბარი მანძილით იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებული და ერთნაირი იყვნენ, როგორც ფერით და ნათებით, ასევე ზომით. ეს გაგრძელდა სულ მცირე 30 წუთი.
არასოდეს დამავიწყდებავრაც ვნახე. ძალიან ლამაზი სანახავი იყო.
*************
მეც მაქვს ნანახი, დაახლოებით 1996 წელს. გორის რაიონის ერთ სოფელში. ობიექტი ან ძალიან ახლოს მდებარეობა, ან წარმოუდგენელი სიდიდის იყო რადგან ის ცის 2/3-ს ფარავდა. ობიექტი თეთრ კაშკაშა ნათებას ასხივებდა. მერე "სპიშკასავით" წამიერად აენთო და გაქრა .
***********
მე მყავს დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაახლოებით 1997-1998 წელი იქნებოდა
ჰაერში იყო გაჩერებული რამდენიმე წუთი. მრგვალი იყო და გარშემო ნათება ქონდა.
***********
მე ორჯერ მაქვს ჩემი თვალით ნანახი. ადრე ძალიან პატარა ვიყავი, ასე 7-8 წლის ასაკში.
დილა იყო, შვიდი საათი. ზამთრის პერიოდი იყო და მაშინ ჯერ კიდევ ბნელოდა. ფანჯრიდან გავიხედე, აშკარად მეღვიძა და დავინახე მფრინავი თეფში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოვალური რაღაც, რომელსაც ჰქონდა 2 ყვითელი წერტილი. თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, მთვარე მეგონა. მთვარის ფორმას გავდა. ზუსტად სადღაც 30-40 წამი იყო ერთი და იგივე ადგილას და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა. ოღონდ სად და როგორ წავიდა ეგ ვერ დავინახე.
***********
დედაჩემსაც აქვს დანახული. რაღაც კონცერიდან გამოვდიოდითო, ღამე იყო და უცბად ცა განათდა წითლადო. რო ავიხედეთ ოვალური წრე დავინახეთ წითლად ასხივებდა და მთელი ხალხი უყურებდაო.
Saturday, June 30, 2012
უცხოპლნეტელები ნასას არქივებში
ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენებია ნასას სხვადასხვა მისიების დროს გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიეტები და ასევე ასტრონავტების საუბრების აუდიო ჩანაწერები.
Wednesday, May 30, 2012
27 მაისი 2012 წელი - ამო თბილისის თავზე
27 მაისი 2012 წელი.
სიონის ეზოში ვიღებდი სამრეკლოს - ვიდეოს შემდგომი დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ სრულიად შემთხვევით გადამიღია ამო. სამწუხაროდ გადაღების დროს ვერ შევნიშნე ობიექტი რადგან ის საკმაოდ შორს იყო და ყურადღება გადატანილი მქონდა მობილურის ეკრანზე რის საშუალებითაც ვახდენდი ამ ვიდეოს გადაღებას.
ვიდეოს ხარისხი 720p.
გადიდებულ სურათზე კარგად სჩანს, რომ ობიექტი პროპორციებით არც თვითმფრინავს გავს და არც ვერტმფრენს.
ვიდეო.

Thursday, May 24, 2012
2012 წლის აპრილის ამო-ს დაკვირვებების კრებული
მთელი დედამიწის მაშტაბით აპრილის თვეში ამოს გამოჩენების საინტერესო კრებული.
ზოგ კადრში შესაძლოა მეტეორი იყოს გადაღებული, ზოგში კი ე.წ. ჩინური ფანრები.
საერთო ჯამში ძაან საინტერესო ვიდეოა
ზოგ კადრში შესაძლოა მეტეორი იყოს გადაღებული, ზოგში კი ე.წ. ჩინური ფანრები.
საერთო ჯამში ძაან საინტერესო ვიდეოა
Saturday, April 28, 2012
Thursday, April 26, 2012
გიგანტური ამოს გამოჩენა პეტერბურგის თავზე
2012 წლის 9, 10, 11 აპრილი
ეს მოვლენა დააფიქსირა უარმავმა ადამიანმა. ის ასევე გაშუქებულ იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
გიგანტური ამო სამი ღამის განმავლობაში ჩდებოდა პეტერბურგის თავზე.
რუსი სამხედროების განმარტებით ეს შუშხუნები იყო, რომლებიც სწავლებების დროს მიგ–ებმა გადმოყარეს ქალაქის თავზე. სინამდვილეში ეს მიგები არავის არ უნახია.

Tuesday, April 24, 2012
გიგანტური ამო-ს გამოჩენები
რამოდენიმე ვიდეოს შედარება სადაც დაფიქსირებულია გიგანტური ზომის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები.
Monday, April 9, 2012
ამო შვედეთში
2012 წლის თებერვალი
ძალიან საინტერესო კადრები. ექსპერტის დასკვნით კადრები ნამდვილია.
ორიგინალი ვიდეო:
ვიდეოს ანალიზი:
ძალიან საინტერესო კადრები. ექსპერტის დასკვნით კადრები ნამდვილია.
ორიგინალი ვიდეო:
ვიდეოს ანალიზი:
ამო–ს დევნა
1 აპრილი 2012 წ.
პიკ დე ბუგარაჩი, საფრანგეთი.
ვიდეო გადაიღეს გერმანელმა ტურისტებმა, რომლებიც პიქ დე ბუგარაჩზე ადიოდნენ (მთა საფრანგეთში). ვიდეო გადაღებულია დღისით და ძალიან საინტერესო სანახავია.
ძაან კარგად გაირჩევა ამო–ს ფორმა.

Saturday, March 10, 2012
მეოთხე სახის კონტაქტები და რეგრესიული ჰიპნოზი
ვიდეოზე აღბეჭდილი რეგრესიული ჰიპნოსის მეშვეობით "დაკარგული დროს" აღდგენის პროცესი.
ახალგაზდა მამაკაცი ყვება თუ როგორ წაიყვანეს ის უცხოპლანეტელებმა და რა გადახდა მას.
ვიდეო ესპანურ ენაზეა, მაგრამ საბედნიეროდ სუბტიტრები ინგლისურად აქვს.
ახალგაზდა მამაკაცი ყვება თუ როგორ წაიყვანეს ის უცხოპლანეტელებმა და რა გადახდა მას.
ვიდეო ესპანურ ენაზეა, მაგრამ საბედნიეროდ სუბტიტრები ინგლისურად აქვს.
Saturday, March 3, 2012
კადრშია უცხოპლანეტელები
ვიდეო მასალების ნაკრები.
კადრშია უცხოპლანეტელები. ძალიან საინტერესო მასალებია.
კადრშია უცხოპლანეტელები. ძალიან საინტერესო მასალებია.
Friday, March 2, 2012
ძალიან მაგარი კადრები ინგლისიდან
2012 წლის თებერვალი.
ვიდეო გადაღებულია ინგლისში. ერთიერთი საუკეთესო კადრები რაც მინახავს. ძალიან საიტერესო სანახავია. ნახევრად მატერიალიზებული ამო სჩანს კადრზე. ეს მაშინ ხდება როდესაც ხომალდი ნაწილობრივ არის გადმოსული მეოთხე განზომილებიდან მესამე განზომილებაში.

Thursday, March 1, 2012
ამო პერთის თავზე
26 თებერვალი 2012 წელი
ქ. პერთი, ავსტრალია
ძალიან საინტერესო კადრებია. სჩანს პლაზმით გარშემორტყმული ამო.
კამერა სტაბილიზებულია და ძალიან ლამაზი კადრები გამოვიდა.
ქ. პერთი, ავსტრალია
ძალიან საინტერესო კადრებია. სჩანს პლაზმით გარშემორტყმული ამო.
კამერა სტაბილიზებულია და ძალიან ლამაზი კადრები გამოვიდა.
საოცარი ვიდეოკადრები ჰოლანდიიდან
23 ოქტომბერი 2011 წელი
კამერა დამაგრაბულია ვერტმფრენზე. HD ხარისხით ნახეთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
კამერა დამაგრაბულია ვერტმფრენზე. HD ხარისხით ნახეთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
Saturday, February 11, 2012
ძალიან საინტრერესო შემთხვევა – რეალური კადრები!!!
2007 წელი.
აკოსტა, კოსტა რიკო.
ჩემი მოსაზრებით ერთერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა. რეალური ვიდეო კადრები და რეალური მოწმეები. რეალური კადრები!!!!
აკოსტა, კოსტა რიკო.
ჩემი მოსაზრებით ერთერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა. რეალური ვიდეო კადრები და რეალური მოწმეები. რეალური კადრები!!!!
ამო ლიმას თავზე
22 იანვარი 2012.
ლიმა, პერუ.
ვიდეოზე ჩანს კლასიკური კონფიგურაცია. სამკუთხა "დედა ხომალდი" და მზვერავი დრონი, რომელიც ხომალდს წინ მიუძღვება.
ლიმა, პერუ.
ვიდეოზე ჩანს კლასიკური კონფიგურაცია. სამკუთხა "დედა ხომალდი" და მზვერავი დრონი, რომელიც ხომალდს წინ მიუძღვება.
Wednesday, January 18, 2012
Thursday, January 12, 2012
ვიდეო - უცხოლპანეტელები
ჩემი მოსაზრებით ეს ვიდეო ფალსიფიკაციაა, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო საყურებელია.
ფალსიფიკაციაზე მიუთითებს ის, რომ ოპერატორი კი არ ცდილობს გადაიღოს კარგი კადრი არამედ კამერა უაზროდ დაქრის და აქეთ იქით ქანაობს. (ასე მხოლოდ მოყვარულები იღებენ.)
შესაძლებელია არაპროფესიონალს გადაეღო, მაგრამ ჩამოვადნის ადგილი სპეციალურად ჩაბნელებულია, რომ არაფერი არ გამოჩდეს. ასევე ერთ ადგილას ამო უცნაურად "დახტის" თითქოსდა ხელოვნურად იყოს ეს ყველაფერი შექმნილი. კომენტარებში მიტითებულია რომ ფილმი ვითომდა 3 საათიანია მაგრამ სულ რამოდენიმე კადრია ჩვენს მოსატყუებლად გამოქვეყნებული.
მეორე ვიდეოზე ე.წ. ამო-ში პრიალა ზედაპირზე გარემო არ ირეკლება.
ამო ისრაელის თავზე
6 იანვარი 2012
გიგანტური ამო ბავშვებმა მიმავალი ავტომობილიდან აიფონით გადაიღეს.
ვიდეო განსაკითრებით საინტერესოა 4 წუთსა და 30 წამის შემდეგ.
გიგანტური ამო ბავშვებმა მიმავალი ავტომობილიდან აიფონით გადაიღეს.
ვიდეო განსაკითრებით საინტერესოა 4 წუთსა და 30 წამის შემდეგ.
Tuesday, January 10, 2012
საახალწლო ამო
1 იანვარი 2012
კუნძული მადეირა, ესპანეთი
პირამიდის ფორმის ამო. ძალიან საინტერესო ვიდეოა
კუნძული მადეირა, ესპანეთი
პირამიდის ფორმის ამო. ძალიან საინტერესო ვიდეოა
Subscribe to:
Posts (Atom)