Saturday, July 7, 2012

1986 - 1996 წლები - ქართული ისტორიები

თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაკრები ფორუმ.გე-დან. 


*************
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, 1986 წელი საგურამო

ამ ამბავს არ ვყვები ხოლმე ხშირად, არ მიყვარს ჩემი მდგომარეობის და ასაკის ადამიანმა ამ თემაზე, რომ საზოგადოებაში დღეს სერიზოულად დაწყოს საუბარი. მაგრამ რაც იყო მე მთელი სიცოცხლე ვერ დავივიწყებ.

არა მარტო მე არმედ მას უყურეს უამრავმა დამსვენებელმა. ღამის 10 საათი იყო დაახლოებით ზაფხული.
მთის თავზე მოულოდნელად გამოჩნდა უზარმაზარი მწვანე ფერის მფრინავი ობიექტი. მას არ ქონდა სწორი და გამოკვეთილი სილუეტი. ნახევარდისკოსებური ფორმის იყო და გარს აკრავდა ნისლისებური მწვანე ფერის ღრუბელი. ნათება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაანათა მის ქვემოთ მდებარე მთელი მთა.

დაახლოებით 15-20 წუთი ჩანდა. მახსოვს სამარისებური სიჩუმე, რომელიც დაკვირვების პირველი წუთებში გამეფდა. ხმა ძლივს ამოვიღე, სიტყვები ვერც ვთქვი უბრალოდ ვყვიროდი. მეზობლები გამოცვივდნენ ჩემს ყვირილზე. წარმოიდგინეთ ფერდობი, სახლებიდან გამოსული ხალხი და სიჩუმე. ყველა გაოგნებულები ვიდექით. ცოტახანში შევამჩნიე ოდნავი მოძრაობა და ობიექტი ელვისებურად გაქრა. ეს რა იყო არ ვიცი, მაგრამ რაც ვნახე ის დავწერე.


***************

1986 წელი. 28 აგვისტო. ჭიათურის მაღალმთიანი სოფელი. საღამო ჟამს მასპინძლის მეზობლის ბავშვმა დაიძახა ჭიშკართან, მთვარე გამწვანდაო. სასაცილოდ გვეჩვენა. ერთმა მეგობარმა, რომელიც მხატვარი იყო, დაიჟინა, მწვანე მთვარე უნდა ვნახოო და წავყევით ბავშვს. სეირზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ცაზე ლურჯ-მწვანე მანათობელ სფეროს შეჰყურებდა. თითქოს ცა მოწმენდილი იყო, მაგრამ არც ვარსკვლავები ჩანდა და არც მთვარე. ლურჯ-მწვანე სფერო მთვარეზე ბევრად დაბლა იყო. უამრავი ხალხი იყო ამ ამბის მოწმე, ადგილობრივიც და ბევრი სტუმარიც. ერთად ვნახეთ, როგორ გამოჩნდა დამატებით კიდევ ოთხი ასეთივე სფერო, რომლებიც თანაბარი მანძილით იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებული და ერთნაირი იყვნენ, როგორც ფერით და ნათებით, ასევე ზომით. ეს გაგრძელდა სულ მცირე 30 წუთი. 

არასოდეს დამავიწყდებავრაც ვნახე. ძალიან ლამაზი სანახავი იყო. 


*************

მეც მაქვს ნანახი, დაახლოებით 1996 წელს. გორის რაიონის ერთ სოფელში. ობიექტი ან ძალიან ახლოს მდებარეობა, ან წარმოუდგენელი სიდიდის იყო რადგან ის ცის 2/3-ს ფარავდა. ობიექტი თეთრ კაშკაშა ნათებას ასხივებდა. მერე "სპიშკასავით" წამიერად აენთო და გაქრა .


***********

მე მყავს დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაახლოებით 1997-1998 წელი იქნებოდა
ჰაერში იყო გაჩერებული რამდენიმე წუთი. მრგვალი იყო და გარშემო ნათება ქონდა.


***********
მე ორჯერ მაქვს ჩემი თვალით ნანახი. ადრე ძალიან პატარა ვიყავი, ასე 7-8 წლის ასაკში.

დილა იყო, შვიდი საათი.  ზამთრის პერიოდი იყო და მაშინ ჯერ კიდევ ბნელოდა. ფანჯრიდან გავიხედე, აშკარად მეღვიძა და დავინახე მფრინავი თეფში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოვალური რაღაც, რომელსაც ჰქონდა 2 ყვითელი წერტილი. 
თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, მთვარე მეგონა. მთვარის ფორმას გავდა. ზუსტად სადღაც 30-40 წამი იყო ერთი და იგივე ადგილას და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა. ოღონდ სად და როგორ წავიდა ეგ ვერ დავინახე.


***********

დედაჩემსაც აქვს დანახული. რაღაც კონცერიდან გამოვდიოდითო, ღამე იყო და უცბად ცა განათდა წითლადო. რო ავიხედეთ ოვალური წრე დავინახეთ წითლად ასხივებდა და მთელი ხალხი უყურებდაო.


No comments:

Post a Comment