Wednesday, December 10, 2014

იაპონური ლეგენდა უცხოპლანეტელების შესახებ.

იაპონური ლეგენდის მიხედვით დედამიწას უხცოპლანეტელები მეცხრამეტე საუკუნეში ესტუმრნენ. 

ეს მოხდა 1800 იანი წლების დასაწყისში. ეს ისტორია დაწერილია 1825 წელს და მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იაპონელმა მეთევზებმა ზღვაში აღმოაჩინეს ძალიან უცნაური "ნავი". მათი აღწერით ის მრგვალი ფორმის იყო და დამცავი თავსახური ქონდა, რომელიშიც შუშფი ფანჯრები იყო.


როდესაც მათ ეს "ნავი" ნაპირზე გამოათრიეს იქიდან გამოვიდა ლამაზი წითელთმიანი ქალი, რომელსაც ხელში უცნობი ყუთი ეჭირა.

ქალმა არავის არ მისცა მასთან შეხების უფლება. უფრო მეტი ვერაფერის მოთხობა მეთევზეებმა ვერ შეძლეს, რადგან ქალი მათთვის ცნობილ არცერთ ენაზე არ ლაპარაკობდა. ასევე მათ ვერ გააარკვიეს თუ რისგან იყო გაკეთებული "ნავი", ქალის ტანსაცმელი და ყუთი, რომელიც ქალს ეჭირა. 

მეთევზეებს შეეშინდათ და " ნავი" ისევ ზღვაში შეათრიეს. 



ამო - მეოტეორი ინგლისის თავზე

ეს სურათები გადაღებულია სარა-ჯეინ სთენლის მიერ, სამხრეთ დასავლეთ ინგლისში, როდესაც ის სეირნობდა თავის შვილთან ერთად. მზის ჩავსლის გადაღების დროს მათ შე
ნიშნეს ობიექტი, რომელიც ციდან ვარდებოდა. სარამ 15 ფოტოსურათის გადაღება მოახერხა. 

მან თქვა, რომ ნათლად დაინახა ობიექტი, რომელიც ციდან ვარდებოდა. კამერით გადიდების შემდეგ შეამჩნია, რომ ობიექტი ტრიალებდა და ანათებდა. 

ალბათ ამო-სთან არანაირი კავშირი არ აქვს და უბრალოდ მეტეორი იყო, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო სურათებია. 



Tuesday, December 9, 2014

Monday, December 8, 2014

გურამ გრძელიშვილის ისტორია (ორიგინალი ვიდეო)

ამჯერად გთავაზობთ გურამ გრძელიშვილის დაუჯერებელ ინტერვიუს. როგორც იქნა ვიშოვე ორიგინალი ვერსია, რომელიც ბევრად უკეთესია იმაზე რაც აქამდე მქონდა. 



Friday, July 4, 2014

დღეს თბილისი თავზე სწაფად მოძრავი ამო დაფიქსირდა

დღეს 2014 წლის 4 ივლისს 22 საათსა და 09 წუთზე ჩრდილოეთის მიმართულები დაფიქსირდა სწრაფად მოძრავი ამო.

ობიექტი ძალიან დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ვიზუალურად ვარსვლავს გავდა.

შევამოწმე თანამგზავრების მოძრაობის გრაფიკები და ამ მომენტში ამ ადგილას არცერთი თანამგზავრი არ მოძრაობდა. ვითუმეტეს, რომ ამ ობიექტის გადაადგილების სიჩქარე თანამგზავრისას რამოდენიმეჯერ აღემატებოდა.

მოჩვენება რუსთაველის თეატრში (ობობა ძაფზე)

მოჩვენების რა გითხრათ მაგრამ არსება აშკარად ამ სამყაროდან არაა. თუ დააკვირდებით ეს უბრალოდ ობობაა რომელიც კამერასთან ძალიან ახლოს ეშვება. კამერას აქვს ინფრა წითელი ნათურები და ამ გამოსხივებას ირეკლავს ობობა. შონიას კომენტარი იყო ძაან მაგარი - ისე ჯერ ვიდეო რომ ენახა და მერე გაეკეთებინა კომენტარი ცუდი არ იქნებოდა. თორე ცოტა უხერხული მომენტი გამოვიდა. 


ესეც მეორე ვიდეო სხვა წყაროდან, სრული ვიდეო 3 წუთია და ჯერჯერობით ვერ ვიშოვე


ესეც რობერტ სტურუას კომენტარი: გუშინწინ, დაახლოებით 03.00. საათზე, პატარა გადახურულ თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა...ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს.