Wednesday, December 10, 2014

იაპონური ლეგენდა უცხოპლანეტელების შესახებ.

იაპონური ლეგენდის მიხედვით დედამიწას უხცოპლანეტელები მეცხრამეტე საუკუნეში ესტუმრნენ. 

ეს მოხდა 1800 იანი წლების დასაწყისში. ეს ისტორია დაწერილია 1825 წელს და მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იაპონელმა მეთევზებმა ზღვაში აღმოაჩინეს ძალიან უცნაური "ნავი". მათი აღწერით ის მრგვალი ფორმის იყო და დამცავი თავსახური ქონდა, რომელიშიც შუშფი ფანჯრები იყო.


როდესაც მათ ეს "ნავი" ნაპირზე გამოათრიეს იქიდან გამოვიდა ლამაზი წითელთმიანი ქალი, რომელსაც ხელში უცნობი ყუთი ეჭირა.

ქალმა არავის არ მისცა მასთან შეხების უფლება. უფრო მეტი ვერაფერის მოთხობა მეთევზეებმა ვერ შეძლეს, რადგან ქალი მათთვის ცნობილ არცერთ ენაზე არ ლაპარაკობდა. ასევე მათ ვერ გააარკვიეს თუ რისგან იყო გაკეთებული "ნავი", ქალის ტანსაცმელი და ყუთი, რომელიც ქალს ეჭირა. 

მეთევზეებს შეეშინდათ და " ნავი" ისევ ზღვაში შეათრიეს. 



No comments:

Post a Comment