Thursday, September 10, 2015

1994 წლის ივლისი - ქსოვრისი -"იგი პირდაპირ ჩვენსკენ მოფრინავდა!"


- "1994 წლის ივლისის თვეში ბებიასთან და პაპასთან მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში ვისვენებდი - მოგვითხრობს ქ. თბილისის 141-ე საშუალო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩოკოლაშვილი - ღამის 10 საათი იქნებოდა, მეზობლის ქალები ჩვენი სახლის წინ შეკრებილიყვნენ. მათ შორის დედაჩემი და დეიდაჩემიც იყვნენ. ბავშვები იქვე ვთამაშობდით. ამ დროს დავინიხეთ მამაჩემის მანქანა, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოვებით 200 მეტრში გაჩერდა. "გიორგი, გაიქეცი ნახე რატომ გააჩერა მამაშენმა მანქანა იქ" - მითხრა დედამ. მეც მაშინვე გავიქეცი, თან დეიდაჩემი მომყვა. როცა მამასთან მივედით, დავინახეთ, რომ მას მანქანა გაჰფუჭებოდა. "გიორგი, შეხედე მფრინავი თეფში!" - დაიყვირა ამ დროს დეიდაჩემმა. მე ცაში ავიხედე და დავინახე რაღაც საგანი, რომელიც ჩვენსკენ მოფრინავდა შემეშინდა. დეიდას ხელი მოვკიდე და ორივე სახლისკენ გავიქეცით. თან გავრბოდით და თან ცაში ვიყურებოდით. როგორც იყო სახლს მიუახლოვდით. მე დავინახე დედაჩემი, რომელიც კიოდა და ჩვენს შესახვედრად გამორბოდა. ამ დროს მფრინავი თეფში გაჩერდა, ზევით აიჭრა და ცაში გაუჩინარდა."

" - როდესაც გიორგი და ნონა ჩემი მეუღლის მანქანასთან მივიდნენ, ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი დავინახე - მოგვითხრობს გიორგის დედა, ქალბატონი ლალი - პირველად იგი თვითმფრინავი მეგონა, მაგრამ კარგად რომ დავუკვირდი მივხვდი, რომ მფრინავი თეფში იყო. ის მოფრინავდა დიდი სიჩქარით და პირდაპირ გაჩერებული მანქანისაკენ მოემართებოდა, როდესაც გიორგიმ და ნონამ ის შენიშნეს და სახლისკენ გამოიქცნენ, უცნაური ხომალდი მათ გამოედევნა. მე ვიკივლე და ჩემებისკენ გავიქეცი, თან გაოცებული მეზობლის ქალები მომყვნენ. თუმცა საშინლად აღელვებული ვიყავი, უცნაური ობიექტის დათვალიერება მაინც შევძელი. იგი ჰგავდა ერთმანეთზე დამხობილ ორ ღრმა თეფშს, რომელსაც გარეშემო მრგვალი "გამონაზარდები" ჰქონდა. ილუმინატორები არ შემინიშნავს, გამონაზარდებიდან კი დამაბრმავებელი ნათება გამოდიოდა. ხომალდი მთლიანად მოთეთრო - მოვერცხლისფრო იყო. როდესაც შეშინებულმა ბავშვმა ჩემთან მოირბინა, უცნაური ობიექტი ზუსტად ჩვენს ზემოთ, ჩვენგან დაახლოვებით 15-20 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ამ დროს ჩემმა დამაც მოირბინა, შეშინებული მეზობლებიც მოცვივდნენ. მფრინავი თეფში დაახლოვებით 1 წუთის განმავლობაში ეკიდა ცაზე, მერე კი მაღლა აიჭრა და უკვალოდ გაუჩინარდა. კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მათ ჩემი შვილის მოტაცება უნდოდათ."
 
 

1988 წელი - ამო სვანეთის თავზე


ჯარიდან 1988-ში დავბრუნდი სახლში დამხვდა ცუდი ამბავი: გარდაცვლილიკო ჩემი ბიძაშვილი. ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე (ჩემი დედ მამა მე რომ ჯარში წავედი მეორე თვეს აფრიკაში გაემგზავრნენ სამუშაოდ 4 წლიანი კონტრაქტით და შვებულებით იყვნენ ჩამოსულები და არც მათ იცოდნენ ეს ამბავი) მოკლედ მოხდა ისე რომ ბიძაჩემთან გვიან ღამე ვზივარ ეზოში პირდაპირ სვანეთის მთებისაკენ (ჩრდილოეთის მხარეს). გამოდის დედა ჩემი და მეუბნება შემოდიო, უცებ ამბობს ჯანო ნახე რანაირი მთვარეაო, მე ადრე შევამჩნიე აღმოსავლეთით ნამგალა მთვარე, და ახლა დედაჩემმა ჩრდილოეთით გამახედა. იქ იყო ასეთი რამ (ეს ვნახეთ მე, დედაჩემმა და ბიძაჩემმა):



    ჰაერში შორს ეკიდა მთვარის ბადროს ხელა ბირთვი, რომელიც ყვითელი იყო. უცებ მისგან მარჯვნივ და დაბლა რაღაც სასწაულად, მე არ ვიცი ამ მოვლენას რა ქვია, ალბათ "გაჩდა" წითელი ხასხასა პატარა სფერო, რომელსაც (მეორე უცნაური მოვლენა) თითქოს ქოლგა გახსნესო და შიგნიდან უყურებო, ისე გაჩნდა სალათისფერი იგივე ზომის როგორც პირველი ბირთვი რომელმაც ფერი იცვალა სწრაფად სალათისფერიდან ყვითლამდე. ამ დროს პირველი უძრავად ეკიდა. მერე გაჩდა მესამე, გამეორდა ზუსტად იგივე რაც მირველად და ასე დაეკიდა 5 ბირთვი, მერე ყველაფერი ერთად გაქრა...

    დედაჩემს ეს ამბავი მალე დაავიწყდა, ბიძაჩემისათვის სულერთი იყო და არის. მე კი დღემდე გადარეული ვფიქრობ რა იყო ეს????

ჯანო ჟვანია

1995 წელი - ამო სვანეთის თავზე

1995 წელის მე 17 წლის ვიყავი (მე ზუგდიდელი ვარ), თუ გახსოვს შენ მაშინ იყო ვიდეო ბუმი, ღამეებს ვათენებდით, კასეტებს ვშოულობდით და ა.შ. და ერთხელ დავრჩით ასე ღამის 3 საათამდე. ეს ჩვენი "ვიდეოიანი" მეგობარი ცხოვრობდა აფხაზეთისაკენ მიმავალ გზაზე და თუ იცი იქ დიდი ხიდია, რომლის მარჯვენა მხარე თუ სოხუმიდან მოდიხარ გაჰყურებს სვანეთის მთებს ჩრდილოეთისკენ. ხოდა მოვდიოდით ღამე სახლში და ამ ხიდზე რომ ავედით (მანქანით ვიყავით) ვნახეთ რომ ერთი გრუზავიკი გაჩერებულია შუა ხიდზე და მძღოლი ცას უყურებს. გავჩერდით ჩვენც და რომ ავიხედეთ ცაში დავინახე დიდი, უშველებელი კონცენტრური წრეწირები, რომლებიც არ ვიცი ბრუნავდნენ თუ ბრწყინავდნენ(?) ეს ჩემი ნათესავი რომელიც მანქანას მართავდა ისეთი ტიპია დაიკიდა ეს ყველაფერი, ტარიელკააო კი ჩაილაპარაკა და ჩაჯდა მანქანაში, მე პირგაღებული ვუყურებდი ამ მოვლენას, ცოტა ხნის შემდეგ სადღაც ცენტრიდან მარჯვნივ ქვევით დისკო გაჩდა, ღია სალათისფერი და მერე ყველაფერი გაქრა. რამოდენიმე დღეში მე პირველად წავიკითხე გაზეთ "ტრუდში" სტატია რომელშიც აღწერილი იყო ამო.

ჯანო ჟვანია

1996 წლის 26 იანვარი - ამო დელისის თავზე

1996 წლის 26 იანვარი 0 საათი და 14 წუთი. ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე საბურთალოს თავზე 300-400 მეტრის სიმაღლეზე გაუნძრევლად დაკიდებული ამო. იგი ისე ახლოს იყო, რომ შეუიარაღებელი თველითაც კარგად გაირჩეოდა ოთხი დიდი ვერტიკალურად ქვემოთ მიმართული მოყვითალო სინათლე აქედან განივად განლადებული ორი "პროჟექტორის" შიგნით ციმციმებდნენ მკვეთრი თეთრი სინათლეები. ხოლო შუაში იყო წითელი ციმციმა სინათლე.

 
ამო ცოტახანი იდგა ერთ ადგილას და მერე ნელა ამოძრავდა ქალაქის ცენტრის მიმართულებით. როცა იგი ანძას მიუახლოვდა, მოხვევა დაიწყო (შემობრუნების ადგილი დაშტრიხულია.) და ამ შემთხვევაში ის ისე ჩანდა, როგორც მეორე გადიდებულ სურათზე არის გამოსახული (ორი დახრილად განლაგებული მოყვითალო დიდი სინათლე და ერთი შუაში განლაგებული წითელი ციმციმა სინათლე). მან ანძის თავზე გაიფრინა და ასე ნელნელა მშორდებოდა და შესაბამისად  პატარავდებოდა. 10X50 ჭოგრიტში ის 0 საათსა და 20 წუთამდე ჩანდა, შემდეგ თვალს მიეფარა. (გაფრინდა დასავლეთის მიმართულებით).

1997 წელი აპრილი - კომეტის მაგვარი ამო


კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა 1997 წელს მოხდა და ეს ჰეილა-ბოპის კომეტის გამოჩენამდე 2-3 დღის წინ მოხდა - ჩრდილო-აღმოსავლეთით დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს შევნიშნეთ "დაკიდებული" ბირთვი. (ამ მოვლენა ორი ადამიანი სხვადასხვა ადგილიდან აკვირდებოდა - კობა ავსაჯანიშვილი და ანზორ ლაბაძე) დილის 4-5 საათი იქნებოდა. ამ ობიექტს, რომელიც ბირთვისაგან და კუდისაგან შედგებოდა, გავარვარებული ლითონის ფერი ჰქონდა. კუდი და ბირთვი ერთმანეთისაგან შავი და თეთრი ზოლით იყო გამოყოფილი. კუდს კი ძალიან დიდი სივრცე ეჭირა.



ეს მონაცემები მოგვაწოდა კობა ავსაჯანიშვილმა, რომელსაც
თანამშრომლობისათვის და თანადგომისათვის ვუხდით მადლობას.

1992-93 წელი 28 აგვისტო - ამო ბორჯომის გზაზე

მარიამობის დღე იყო. მთელი ჩვენი ოჯახი მანქანით ბორჯომში მივდიოდით. დღის 3 საათი იქნებოდა, როდესაც ბორჯომის გზის თავზე, პირდაპირ ჩვენს წინ, დიდი პრიალა ალუმინის ფერი ბურთი გაჩდა. ის ჩვენ 1 საათის განმავლობაში წინ მიგვიძღოდა. ობიექტი ხან ქრებოდა, ხან ჩდებოდა და ბიძგის მაგვარი მოძრაობებით გადაადგილდებოდა. ამ დროს ის სანთელს რომ ჩააქრობ, ისეთ კვალს ტოვებდა. შემდეგ კი ის უეცრდ გაქრა.

1997 წლის 13 სექტემბერი - ამო გლდანის თავზე



"1997 წლის 13 სექტემბერს დილას ძლიერმა ნათებამ გამაღვიძა. მე გლდანის I მიკრო რაიონში ვცხოვრობ. ჩემს ფანჯრიდან პირდაპირ სამი თექვსმეტ სართულიანი შენობა მოჩანს და ეს ობიექტი, რომელიც სამი ან ოთხი ძლიერი სინათლის წყაროსაგან შესდგებოდა, ნელნელა ჩაეშვა ამ კორპუსის უკან. მე ვერ ვიტყვი, თუ ის რა მანძილით იყო დაშორებული და ვერც იმას ვიტყვი დაჯდა, თუ არა ის სადმე. მე კიდევ ერთი რამის აღნიშვნა შემიძლია, რომ მე რაღაც უცნაურმა გრძნობამ გამომაღვიძა და ამ დროს არავითარი შიშის გრძნობა არ მქონდა.