"ეს ამბავი ალბათ ერთი სამი წლის წინ მოხდა. ზაფხული იყო 3 ივნისი იქნებოდა. ოჯახში 6 სულს გვეძინა. მიჭირს თქმა, რაც მე ვნახე სიზმარი იყო, თუ არა. მაგრამ, როგორც მე ვფიქრობ და როგორც შემდგომ მომხდარი ფაქტები ადასტურებენ, ეს სიზმარი არ იყო. აი რა მოხდა: ღამე ორი უცხოპლანეტელი გამომეცხადა. ისინი შავ სკაფანდრებში იყვნენ ჩაცმულები. სკაფანდრის შუშა ისეთი პრიალა იყო, რომ მე მათ სახეს ვერ ვხედავდი. საუბარი ტელეპატიურად მიმდინარეობდა. მათ მანახეს მართკუთხედის ფორმის ნახატი, რომელზედაც სპირალი იყო გამოსახული. ამის შემდეგ მითხრეს, რომ ამ მოწყობილობას მე ისინი ჩემი სხეულის მარჯვენა მხარეს ჩამიდგავენ და ამის მეშვეობით მე შევძლებ მათთან კონტაქტის დამყარებას. მათ კიდევ ერთი რამ ამიხსნეს, რომ ეს მოწყობილობა ისეთი პატარაა, რომ მას ვერცერთი ჩვენებური მეცნიერული ხელსაწყო ვერ აღმოაჩენს.
შეიძლება ეს ამბავი მე სიზმრად ჩამეთვალა, მაგრამ მეორე დღეს კუჭის არეში კანის ქავილი მქონდა. სხეულზე რომ დავიხედე საოცრად განვცვიფრდი, იქ პატარა ციფრებით ამოფხაჭნული იყო რიცხვი 2725 და ეს ისე ლამაზად და ოსტატურად იყო შესრულებული, რომ მას ადამიანი ვერ გააკეთებდა. ეს ციფრები მე ყველა ჩემს ახლობლებს ვანახე და ყველა განცვიფრებული დარჩა.
გავიდა დრო და მე გავიგე, რომ ერთი ქართველი ექსტრასენსი (ჩვენ შეგნებულად მის გვარს არ ვასახელებთ) მასობრივ სეანსებს ატარებდა. წავედი და სეანსის დაწყებამდე მას ჩემი ერთი პირადი პრობლემის შესახებ მოვუყევი. ჩემი თხოვნის მიუხედავად მან ჩემი პრობლემის შესახებ საქვეყნოდ განაცხადა. ამის გამო მე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ თავი შევიკავე და არ ვუპასუხე. ამ დროს მოხდა რაღაც სასწაული:
მე წინა დღეს ვიყიდე ორი ჩინური თეთრი მაისური და მათგან ერთ_ერთი ამ სეანსის დროს მეცვა.
ამ მაისურზე ჩემს სხეულზე გამოსახული ციფრების ადგილას ოთხი განაჭერი გაჩნდა. იგი ძალიან უცნაურად, წმინდად იყო გაჭრილი, ისეთნაირად, რომ მას დედამიწაზე ასე ვერაფერი ვერ გაჭრიდა (იგი თითქოს ლაზერით იყო გაჭრილი).
სეანსის დამთავრების მერე მე მასთან მივედი და გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მისი საქციელის მიმართ. მან მომიბოდიშა. ამის მერე მე მას ჩემი მაისური ვანახე, მისი რეაქცია კი ძალიან უცნაური იყო: მან განაცხადა, რომ ახალი ხომ არ გიყიდოო?
მთავარი ფაქტია, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ბევრმა მოწმემ ნახა. ასეთ ცუდ დამოკიდებულებას ექსტრასენსისაგან მე მართლაც არ ველოდი და რა თქმა უნდა, არც უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი ხალხი ცოტათი მაინც უნდა იყვნენ ჩახედული იმ ამბებში, რაც ჩვენს გარშემო ხდება."
No comments:
Post a Comment