"1991 წელი იქნებოდა. მე ვიმყოფებოდი სოფელ ორბეთში. მე ღამე მეზობელ ბავშვთან ერთად გარეთ გამო-ვედი. მან გვერდზე გამახედა და მითხრა, ნახე რამხელა რაღაცა ანათებსო. მე ვუთხარი, რომ ეგ ალბათ ვიღაცას დიდი ნათურა ექნება ანთებული მეთქი. მაგრამ ბავშმა მითხრა, რომ იქ არავინ ცხოვრობსო და როგორც მე შემდგომში გავაანალიზე იქ არავითარი დასახლება კი არა, გზაც კი არ გადის. მერე მე ის მთვარედ მივიჩნიე, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ის მთვარე არ იყო, რადგანაც მთვარე სულ სხვა მხარეს იმყოფებოდა. იგი კვერცხის გულის ფრად ანათებდა. მე როგორც კი გავიფიქრე, რომ ახლოს მივალ მის სანახავად მეთქი, მაგრამ იმავ წამს ძლიერი შიში დამეუფლა. ამ დროს ბავშვმა მითხრა, რომ მეშინიაო. იქამდე კი ჩვენ არავითარ შიშს არ ვგრძნობდით. შემდეგ ამო-ს გვერდებში შუქი დააკლდა და შუაში მუქი ზოლი გაუჩნდა. მისმა სინათლემ ნელ_ნელა ქრობა დაიწყო და სულ მალე გაქრა.
ამის გარდა კიდევ საკმაოდ საინტერესო ფაქტები თბილისის თავზეც ხდება ხოლმე. მე აეროპორტისკენ ვცხოვრობ და ძალიან კარგად შემიძლია გავარჩიო ყველა თვითმფრინავი, როგორც დღისით - ისე ღამით, მათ შორის სამხედროებისაც.
მეორე წელს ზაფხულის განმავლობაში ძალიან ხშირად საინტერესო შემთხვევებს ვაკვირდები. ცაში დაფრინავენ უცნაური სინათლეები, რომლებიც არავითარ ხმას არ გამოსცემენ და ძალიან უცნაური ტრაექტორიებს შემოწერენ ხოლმე. მე სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასე არც ერთ თვითმფრინავს არ შეუძლია ფრენა. ეს ობიექტები ძირითადად რუსთავის მიმართულებით მიფრინავენ, ანდა პირიქით მოფრინავენ ხოლმე."
No comments:
Post a Comment