Wednesday, September 9, 2015

1953 წელი - მრგვალი წითელი ამო

1953 წელს ალპინიადას ვატარებდით. ჩვენ მყინვარის ძირში ტბებთან ვიმყოფებოდით. (ყაზბეგის რაიონი). ღამის 3 საათზე გამოაცხადეს “ადგომა”. უღრუბლო ცა იყო, ბნელოდა. ყველა ცას შესცქეროდა (ეს მთასვლელების ერთ-ერთი ჩვევაა). უეცრად ყუროს მთის უკანა მხრიდან ამოცურდა წითელი ბირთვი, ის ერთი წუთის განმავლობაში შეჩერდა, მერე კი უეცრად გაქრა. ბირთვი ფერით მუქი წითელი იყო.

სფეროსებრი მეხი და სხვა უცნაური ისტორიები


ყაზბეგიდან ამბავი ჩამოიტანეს, სოფელ ყანობის ერთ-ერთ მაცხოვრებელს სფეროსებრი მეხი ესტუმრა ოჯახშიო. საბედნიეროდ ყველაფერი კეთილად დამთავრდაო - გვიყვებოდა კახა გოდერძიშვილი. ამ საუბრის დროს მოვიდამთასვლელი, დამსახურებული მასწავლებელი და მწვრთნელი შალვა ავსაჯანიშვილი. აი რა მოვითხრო მან:

1977 წელს ვმსახურობდი ალპურ ბანაკ აილამაში. (ზემო სვანეთის რაიონი). ჩვენი ჯგუფი შევსებული იყო ლენინგრადელი სტუდენტებით. მივდიოდით მწვერვალ შხარაზე. უამინდობის გამო დავბანაკდით ერთ-ერთი გორაკის ქვეშ. თუ კი რაიმე ლითონის საგანი გვქონდა მოვათავსეთ კარვებიდან 30 მეტრის დაშორებით. ექსპედიციის მონაწილეები თამაშობდნენ კარტს. ამ დროს შევნიშნეთ ალისფერი ბურთი, რომელიც როგორც წყალზე ისე ტივტივებდა ჰაერში. ქარს იგი ჩვენსკენ მოჰქონდა. მე ყველა გავაფრთხილე, რომ ხმა არავის ამოეღო, ხოლო ალისფერი ბურთულა კი გვიახლოვდებოდა, ის ჯერ კარავს შეეხო, ერთი გვერდი ამოწვა, შემდეგ მეორეც და ასე გააგრძელა გზა. ამ დროს ბორთულას არაფერი არ მოუვიდა, მან არც ფერი შეიცვალა და არც ფორმა. ის მაღლა აფრინდა და შეეხო ჩვენს მიერ შენახულ ლითონის საგნებს. ბურთულა ისე გაქრა, რომ ხმაც არ გამოუცია. შემდეგ ჩვენ შემთხვევის ადგილი რომ ვნახეთ, კონსერვები სულ დახეთქილი იყო, ხოლო რკინის პალოები კი შედუღებული. ძალიან საკვირველია, რომ ასეთი ზემოქმედებისას არავითარი ხმაური არ ყოფილა.

1943 წლის დეკემბერი იყო - გვიყვება არჩილ ელოშვილი. გორისციხის მთის წვეროდან - “წვერ თიდან” იქ სადაც მამაწმინდის სალოცავია, წამოვიდა ცეცხლი. ის დაეცა სოფელ ფზელშეში მდებარე წვერთ ვაკის აღდგომის ეკლესიას. ცეცხლმა გაანათა იქაურობა და ხანძარი კი არ გამოიწვია.

1966 წელი იყო. ივლისის თვე იქნებოდა. დაბანაკებულნი ვიყავით ხდის ხეობაში (ყაზბეგის რაიონი). ღამის მეორე ნახევარში კარვიდან გარეთ გამოვედი. წვიმდა, ცას შევხედე, გამოდარების ნიშან წყალის არ იყო. დავწვდი არყის ჯოხს, რომელიც იქვე ეგდო, მან კი უეცრად ფოსფორის ფერი მიიღო.

1976 წლის აგვისტოში ჩემ ჯგუფთან ერთად მივდიოდი მწვერვალ ოქროს ჩარდახზე (სვანეთის რაიონი). მე ჯგუფს წინ მივუძღოდი, მწვერვალი თოვლიანი იყო. უეცრად მოიღრუბლა, ყველამ მუხლებში სისუსტე ვიგრძენით, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდით მწვერვალისაკენ. ამ დროს თმა ყალყზე დამიდგა ისე, რომ მან ქუდი ასწია. თმის ძირები ამტკივდა. მოვიხადე ქუდი და თმაზე ხელი გადავისვი. ის კი როგორც ფიჩხი ისეთი გამხდარიყო. ამის მერე წერაყინი ავწიე თავს მაღლა და ამ დროს წერაყინის წვერმა, როგორც ელექტრო შედუღებამ ისე დაიწყო წრიპინი. იძულებული გავხდი ჯგუფი უკან დამეხია. ღრუბელი როცა გადავიდა მუხლებში სისუსტე მოგეხსნა და გზა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ.

      მოწმე შალვა ავსაჯანიშვილი.
 
 

გზის მფარველი ანგელოზები

ერთი უცნაური შემთხვევა ახალგაზრდობაში შემემთხვა. მაშინ მე ფიზკულტურულ ინსიტუტში ვსწავლობდი და იქიდან ოზაანში ყურძნის საკრეფად წაგვიყვანეს.

მე და ჩემი მეგობარი გოგო უკან მეგობრის მანქანით ვბრუნდებოდით. ოზაანის გამოსასვლელთან გზა ტყეში გადის. როცა მანქანა იქ გადიოდა, უეცრად მტვერი ერთ ადგილას დატრიალდა და იგი კაცად გადაიქცა. მტვრისგან შექმნილი კაცი რომელიც თითქოს ზეწარში იყო გახვეული, ჩვენს წინ იდგა. ჩვენ მანქანა გავაჩერეთ, სამივენი გარეთ გადმოვედით, მუხლებზე დავდექით და პირჯვრისწერა დავიწყეთ. ამ დროს არანაირი შიშის გრძნობა არ გვიგვრძვნია. ამ მომენტში ჩვენ მანქანამ ჩაგვიქროლა. ვერ გეტყვით მათ შეამჩნიეს თუ არა "მტვრის კაცი", მაგრამ დავინახე, რომ ისინი ჩვენ მოგვჩერებოდნენ. 30 წამში მტვერი ისევ დატრიალდა და "მტვრის კაცი" ისევ უკან "მიწაში ჩავიდა". ჩვენ მანქანაში ჩავჯექით. მეგობარ ბიჭს განცდებისაგან ხელები უკანკალებდა. გზა გავაგრძელეთ და დავინახეთ, რომ მანქანა, რომელმაც ჩვენ ჩაგვიქროლა, სხვა მანქანას დასჯახებოდა. ჩვენ ისეთი ემოციებში ვიყავით, რომ ვერც კი მოვიფიქრეთ, რომ მანქანა გაგვეჩერებინადა დაზარალებულებისათვის დახმარება აღმოგვეჩინა. შემდეგ კი ვნანობდით და ვფიქრობდით კიდევაც უკან დაბრუნებას, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მათ უკვე სხვა ვინმე დაეხმარებოდა და უკან აღარ დავბრუნდით.

შემდგომში მე როგორც გავიგე ასეთ "არსებებს" მძღოლები საკმაოდ ხშირად ხვდებიან ხოლმე და მათ "გზის მფარველ ანგელოზებს" ეძახიან.
 

1993 წელი - უცხოპლანეტელები ჯამბულში

უცხოპლანეტელები ჯამბულში

ეს მოხდა 1993 წელს - მე ვსწავლობდი ქ. ჯამბულის ინსტიტუტში.

მე სახლში ვიმყოფებოდი და როცა ფანჯარაში გავიხედე იქ დავინახე ორი არსება, რომლებიც თხელები იყნენ და მათ გაწელილი თავები ქონდათ. აქედან ერთი ფიგურის მიხედვით ქალი უნდა ყოფილიყო. ისინი ჰაერში ეკიდნენ და ნახევრად გამჭვირვალეები იყვნენ როგორც მინა. მათ ხელებზე სამ სამი თითი ქონდათ, თვალები კი ცეცხოვნად ანათებდნენ და ისინი უზარმაზარები იყვნენ. მე ძლიერ შემეშინდა და გავიქეცი მეზობელ ოთახში. როცა უკან გამოვედი ისინი აღარ იყვნენ.


1996 წლის დეკემბერი - ღამის სტუმარი


"ეს ამბავი 1996 წლის დეკემბერში მოხდა. მე ავადმყოფობის გამო საწოლს ვარ მიჯაჭვული და ფანჯარასთან ახლოს ვწევარ. ფანჯარა ღია მქონდა და ღამს 4 საათზე იგი დავკეტე.

ღამე სიცივემ გამაღვიძა ფანჯარა ღია იყო. საათი 4 საათსა და 45-50 წუთს აჩვენებდა. ჩემს გვერძე 1 მეტრის მოშორებით ინვალიდების ეტლი იდგა და მასზე დაყდნობილი სკაფანდრში ჩაცმული ფიგურა მე მიყურებდა. სახე სიბნელის გამო ვერ გავარჩიე, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მისი ტანსაცმლის ფერი მოშავო-მონაცრისფრო იყო. მე წამოვიწიე, რომ კარგად დამეთვალიერებინა იგი მაგრამ ის უეცრად გაქრა. ამ მომენტში მე დავინახე მესამე და მეოთხე სართულებს შორის დაკიდებული მთვარის მსგავსი ალისფერი გორგალი. მე ერთი დაძახება"უცხოპლანეტელებო მოდით მომარჩინეთო" ძლივის მოვასწარი. ის აფრინდა და ელვისებურად ჰორიზონტს მიეფარა.

მეორე დილას 11 საათზე ჩემი ექიმი მოვიდა. მე მას და ჩემი ოჯახის წევრებს ყველაფერი მოუყევი. რათქმაუნდა მათ არ დამიჯერეს. მაგრამ საღამოს 19 საათზე "ნოვოსტმა" გადმოსცა, რომ იგივე საათზე როცა მე ამო ვნახე დედამიწის სხვადასხვა ქვეყნებში შემჩნეულ იქნა ამო. რამოდენიმე დღის მერე კი საქართველოს ტელევიზიამაც გამოაცხადა, რომ საქართველოს მფრინავმა თეფშმა გადაუფრინაო.

ამ ამბაბს კიდევ ერთი საინტერესო, ფაქტი უძღოდა წინ: ამ შემთხვევამდე ღამღამობით სამზარეულოში და ტელევიზორის სიახლოვეს ხმაური ისმოდა."
 
 

2002 წლის მარტი - ამო მოლებკის თავზე

რუსეთი, სოფელი მოლებკა

2002 წლის მარტი




1998 წლის 19 ივლისი - ამო-ს დაჯდომის ადგილი მთაწმინდაზე

1998 წლის 19 ივლისი, თბილისი, მთაწმინდის პლატო

მთაწმინდის პლატოზე კვლევა ძიების შედეგად ამო-ს დაჯდომის ადგილი აღმოვაჩინეთ. ამ ადგილას ამო მიახლოებით 4-5 წლის წინ იჯდა და დატოვა მახასიათებელი კვალი. როგორც წესი მთელი მთაწმინდის პლატო დადებით ბიოველს მატარებელია, ხოლო ამო-ს დაჯდომის ადგილი კი მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ბიოველის გამომასხივებელ წყაროს წარმოადგენს.

ამო-ს დაჯდომის ადგილას არის უარყოფითი ბიოველის 4.5 მეტრის დიამეტრის წრე. ხოლო  მის შიგნით არის "აქტიური წერტილი" (40 სმ დიამეტრით) სადაც მცენარეულობა თითქმის არ იზრდება.

აპარატურის უქონლობის გამო რადიაციული ფონი და მაგნიტური ველის დაძაბულობა არ გაგვისინჯია. 


ამო-ს დაჯდომის ადგილი. 


 
 ამო-ს დაჯდომის ადგილი. 


ამო-ს დაჯდომის ადგილი.  ხედი გზიდან.   




"აქტიური წერტილი".

პირველი კვალის გარდა ჩვენ ვიპოვეთ მეორე კვალი რომელიც ასევე ამო-ს მიერ არის დატოვებული და იგი პირველიდან 10 მეტრის დაშორებით იმყოფება.