ერთი უცნაური შემთხვევა ახალგაზრდობაში შემემთხვა. მაშინ მე ფიზკულტურულ ინსიტუტში ვსწავლობდი და იქიდან ოზაანში ყურძნის საკრეფად წაგვიყვანეს.
მე და ჩემი მეგობარი გოგო უკან მეგობრის მანქანით ვბრუნდებოდით. ოზაანის გამოსასვლელთან გზა ტყეში გადის. როცა მანქანა იქ გადიოდა, უეცრად მტვერი ერთ ადგილას დატრიალდა და იგი კაცად გადაიქცა. მტვრისგან შექმნილი კაცი რომელიც თითქოს ზეწარში იყო გახვეული, ჩვენს წინ იდგა. ჩვენ მანქანა გავაჩერეთ, სამივენი გარეთ გადმოვედით, მუხლებზე დავდექით და პირჯვრისწერა დავიწყეთ. ამ დროს არანაირი შიშის გრძნობა არ გვიგვრძვნია. ამ მომენტში ჩვენ მანქანამ ჩაგვიქროლა. ვერ გეტყვით მათ შეამჩნიეს თუ არა "მტვრის კაცი", მაგრამ დავინახე, რომ ისინი ჩვენ მოგვჩერებოდნენ. 30 წამში მტვერი ისევ დატრიალდა და "მტვრის კაცი" ისევ უკან "მიწაში ჩავიდა". ჩვენ მანქანაში ჩავჯექით. მეგობარ ბიჭს განცდებისაგან ხელები უკანკალებდა. გზა გავაგრძელეთ და დავინახეთ, რომ მანქანა, რომელმაც ჩვენ ჩაგვიქროლა, სხვა მანქანას დასჯახებოდა. ჩვენ ისეთი ემოციებში ვიყავით, რომ ვერც კი მოვიფიქრეთ, რომ მანქანა გაგვეჩერებინადა დაზარალებულებისათვის დახმარება აღმოგვეჩინა. შემდეგ კი ვნანობდით და ვფიქრობდით კიდევაც უკან დაბრუნებას, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მათ უკვე სხვა ვინმე დაეხმარებოდა და უკან აღარ დავბრუნდით.
შემდგომში მე როგორც გავიგე ასეთ "არსებებს" მძღოლები საკმაოდ ხშირად ხვდებიან ხოლმე და მათ "გზის მფარველ ანგელოზებს" ეძახიან.
No comments:
Post a Comment