Thursday, September 10, 2015

1997 წლის 14 მარტი - ტრაგედია ქარელში

/მაია გიორგაძის შეტყობინების მიხედვით/

ეს ამბავი 1997 წლის 14 მარტს მოხდა.

დილის 6 საათი და 20 წუთი იყო. ჩემი მეუღლე სამსახურიდან დაბრუნდა და ყველა გაგვაღვიძა. - ჩქარა გარეთგამოდით ნახეთ რა დაფრინავსო. ჩვენ ყველანი (მე, ჩემი ქმარი, ბავშვები და სტუმარი) გარეთ გავცვივდით და დავინახეთ სამყურას ფორმის მოცისფრო-შროშნისფერი სინათლე, რომელიც ზემოთ ცაში დაფრინავდა. მისი ფერს გადმოცემა მიჭირს რადგან იგი ზებუნებრივი იყო. ობიექტი ნელა დაფრინავდა და თან მანევრირებდა. ამ დროს იგი ცისფერ სხივებს უშვებდა: იგი ჯერ ერთ მილის ფორმის სხივს გამოუშვებდა, შემდეგ მას უკან "შეიწოვდა". ამისშემდეგ ის მეორე სხივს გამოუშვებდა და ა. შ. მას სულ სამი სხივი ჰქონდა. როგორც ჩემმა ქმარმა თქვა ის შესაძლებელია ჩვენგან 25 კილომეტრით იყო დაშორებული. 15 წუთის მერე ის ცხინვალისაკენ გაფრინდა.



ამის შემდეგ უეცრად წივილ-კივილი ატყდა. მე მივხვდი, რომ რაღაც უბედურება მოხდა. ჩემი ქმარი მანქანით წავიდა, რომ გაეგო რა მოხდა. შემდგომში, როგორც გაირკვა 22 წლის ბიჭს (გოჩა სვანიძე) თავი მოუკლავს, ის მეხუთე სართულიდან გადმომხტარა. დედამისის მონათხრობით ის უეცრად საწოლიდან წამომხტარა და აივანზე გავარდნილა. დედამის რაღა ცუდი უგვძნია და უკან მიჰყოლია, როცა ის აივანზე გასულა მას უკვე ნაბიჯი გადადგმული ჰქონდა. ძნელია ამტკიცო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო და აი რატომ. 19 მარტს, გოჩას დაასფლავების დღეს 8 საათსა და 30 წუთზე ეს ობიექტი კვლავ გამოჩადა და იმ სახლის თავზე ტრიალებდა სადაც გოჩა ცხოვრობდა.

ყველაფერ ზემოთქმულს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავუმატო, რომ ჩემი აზრით და გოჩას ოჯახის წევრების მონათხრობით მის თვითმკვლელობას არავითარი წინაპირობა არ ჰქონია, ვითუმეტეს, რომ მას ოთხი თვის ორსული მეუღლე დასჩა.

No comments:

Post a Comment