სამსახურიდან სახლში გვიან დავბრუნდი. საღამოს 20 საათი და 40 წუთი იყო. კიბეებზე რომ ამოვდიოდი შევნიშნე ძლიერი ყვითელი სინათლე, რომელიც აეროპორტის მიმართულებით ჰაერში ერთ ადგილას ეკიდა. მისი სიმაღლე დედამიწიდან 100-150 მეტრი იქნებოდა. კიბეებზე ნელა ამოვდიოდი და მას ვაკვირდებოდი. იგი ნათელი იყო ყველა ვარსკვლავზე და ყველა ნათურაზე. ეჭვი არ იყო, რომ ეს ამო იყო.

ნაძვებთან შედარებით მას რომ დავაკვირდი იგი ნელა მოძრაობდა სამხრეთის მიმართულებით. მე ცოტახნით გვერდზე გავიხედე და რომ მოვიხედე ის უკვე გამქრალიყო. ამ დროს ცაზე ორი თვითმფრინავი მიფრინავდა: ერთი ამოს მიმართულებით მეორე კი სატელევიზიო ანძის მიმართულებით.
No comments:
Post a Comment