Wednesday, September 9, 2015

2012 წლის აგვისტო - სამკუთხა ამო თბილისის თავზე (ფოტო)

გთავაზობთ 2 ფოტოსურათს, რომლებიც 2012 წლის აგვისტოშია გადაღებული. ერთი გადაღებულია ქართველის მიერ და მისი განცხადებით ის ეკლესიას უღებდა და არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია. მეორე სურათი კი გადაღებულია რუსი ტურისტის მიერ. მისი განცხადებით ასევე მას არაფერი არ შეუმჩნავია და სურათები რომ ნახა მერე დაინახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მას ამ ობიექტის 4 სურათი აქვს გადაღებული, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს ხელში მარტო ერთი სურათი მოხვდა.

მაშ ასე, პირველი სურათი გადაღებული ქართველი მოწმის მიერ. მთვარის მდებარეობით გამოვთვალე, რომ სურათი გადაღებულია 6 აგვისტოს 23 საათზა და 50 წუთზე. სურათზე ორი ამოა. ერთი სამკუთხხა და ერთი კიდე მანათობელი წერტილის სახით. გადავამოწმე მასეთი ნათებით სხვა ციური სხეული მაგ ადგილას ვერ გამოჩდებოდა.


მეორე სურათი გადაღებული რუსი ტურისტის მიერ. მთვარის მდებარეობით გამოვთვალე, რომ სურათი გადაღებულია 26 აგვისტოს 23 საათზე. ანუ გამოდის რომ 20 დღის მერე ამო ისევ ეწვია თბილისის ცენტრს.


ასევე მინდა შემოგთავაზოთ ამოების და კამერების ხედვის არეების სქემატური ნახაზი.


No comments:

Post a Comment