ამ სტატიაში მინდა მოგითხოთ იმის შესახებ თუ რა ზეგავლენას ახდენს ამო ადამიანებზე, ხოველებზე, ტექნიკაზე და გარემოზე. როგროც სჩანს ეს ზეგავლენა ელეტრომაგნიტური ხასიათისაა, მაგრამ სულ სხვა დონის ენერგიემზე შეიძება იყოს საუბარი ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ასეთი შემთხვევა მოხდა 1985 წელს პეტროზავოდსკის გარეუბანში. მემანქანე სერგეი ორლოვს თავის თანაშემწესთან ერთად მიჰყავდა სატვირთო მატარებელი. უეცრად გვერდზე ტყის თავზე გამოჩდა მანათობელი ბურთი. რამოდენიმე ხანი ის მიფრინავდა თბომავლის გვერდზე, ხოლო როდესაც აღმართზე მატარებელმა სვლას შეუნელა,მოხდა რაღაც "არაბუნებრივი" - უკეთ, რომ ვთქვათ ფანტასტიური. ბურთი, რომელიც თავის გარშემო ავრცელებდა ნათელ სინათლეს, გამოფრინდა მატარებლისაკენ და აღმოჩდა მის წინ. დამაბრმავებელი სინათლის გამო მემანქანე და მისი თანაშემწე ხედავდნენ მათ წინ მდებარე გზის მცირე ნაწილს. შემდეგ კი შემადგენლობამ თვითნებურად დაიწყო სიჩქარის მომატება.
აღმართი შეიცვალა დაღმართით. ორლოვმა ჩართო სამუხრუჭო სისტემა, მაგრამ ამან არ უშველა. ამო 50 კმ/სთ სიჩქარით თავისუფლად მიათრევდა თითქმის კილომეტრის სიგრძის მატარებელს. მემანქანემ სადგურზე გადასცა შეტყობინება, რომ უცნობი ობიექტის ჩარევის გამო დამუხრუჭება არ შეუძლია. სადგურის მორიგე პანშუკოვამ შემადგენლობას მწვანე სინათლე მისცა, გარეთ გამოვიდა და დაინახა, რომ მატარებლის წინ მოფრინავდა ნათელი თეთრი ბურთი, რომლის შუაში მოძრაობის ღერძის ოდნავ მარჯვნივ იყო ცეცხლოვანი წითელი დისკო.
სადგურთან ამო-მ შეასრულა მანევრი - გაფრინდა გვერდზე და კიდეც თვალს მიეფარა რამოდენიმე წამით, ხოლოროდესაც მატარებელი გასცდა სადგურს, ის ისევ გამოჩდა და მოთავსდა მატარებლის წინ. ამას მოჰყვა (მემანქანის ჩაურევლად) მკვეთრი დამუხრუჭება, სიჩქარე დავარდა 50-დან 20 კმ/სთ-მდე. როგორც ჩანს ამო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. დაიწყო შემადგენლობის ორმაგი ძალით აჩქარება. მემანქანის მცდელობებმა, რომ დაემუხრუჭებინა არავითარი შედეგი არ გამოიღო. რამოდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე გრძელდებოდა ეს უცნაური თამაში. მთელი ამ დროის მანძილზე კაბინაში კონტროლერი ნოლზე იდგა ე.ი. თბომავალს საკუთარი წევა არ ჰქონდა და მას ამო მიათრევდა რაც შემდგომში მომხდარი ამბის გარჩევის დროს დადასტურდა: თავისი მანიპულაციებით"არაბუნებრივმა" ობიექტმა რკინიგზას დაუზოგა 300 ლიტრი საწვავი. ბოლოს კი სადღაც ორმოცდამეათე კილომეტრზე ამო უხმოდ გაფრინდა. ამ ფაქტის განხილვის დროს ჩნდება რამოდენიმე კითხვა. კერძოდ: ამო "ბრმად" რატომ ეთამაშებოდა მემანქანე ორლოვს და მის თანაშენწეს? რატომ არ შეატყობინა მათ თავისი სურვილი? როგორ მოახერხა პლაზმით გარშემორტყმულმა ობიექტმა, ადგილიდან განევითარებინა ზებგერითი სიჩქარე და არავითარი ხმაური არ გამოეწვია? ან და რა სახის და რა სიმძლავრის უნდა იყოს ამო-ს სხივური ენერგია, რომ დაჯდომის ადგილებში მცენარეების ფესვები დაწვას? რითი აიხსნება ამოს ფიზიკურ კვლებს შორის არც ისე იშვიათად მყოფი გამხმარიხეები?
რაც შეეხება ამო-ს "თამაშს" მემანქანეებთან, ეს ადვილად ახსნება თვით უცხოპლანეტელების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომ ისინი იკვლევენ ადამიანის ქცევას და აზროვნების ცვლილებას ასეთ არაბუნებრივ სიტუაციებში, ხოლო რაც შეეხება უხმო ფრენას -აქამდე ჩვენი მეცნიერება ჯერ შორს არის. რაც შეეხება ამო-ს მიერ გამოსხივებული ენერგის სახეობას - ამის შესახებ მე მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს:
უფოლოგიურ ლიტერატურაში არც ისე იშვიათად გვხვდება ავტომობილების ძრავების გაჩერების შემთხვევები. ერთერთ ასეთ შემთვევა თავს გადახდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატს ლ. ი. კუპრიანოვიჩს. 1969 წლის 31 ივლის მოსკოვის რაიონის სარკინიგზო გადასასვლელ კუნცევსკოსთან რამოდენიმე მანქანა იდგა და ელოდებოდა, თუ როდის გაივლიდა მატარებელი. ამ დროს მათ ზემოთ გაიფრინა ორმა დისკის მაგვარმა "აპარატმა". როცა გააღეს შლაგბაუმი, არცერთი მანქანის ძრავი არ იქოქებოდა. მძღოლებმა მანქანების დაქოქვა მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ შესძლეს.
მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ერთხელ (აშშ) ამო-მ გაიფრინა ისეთი ადგილის თავზე სადაც მიდიოდნენ ავტომობილები, ხოლო გვერდზე მინდორში ტრაქტორი მუშაობდა. ავტომობილების ძრავები ჩაქრა, ხოლო ტრაქტორი მუშაობას განაგრძობდა. ამოტომ გაჩნდა აზრი, რომ დაზიანება ხდება ანთების სისტემის ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც დიზელზე მომუშავე ტრაქტორში არ არის. სინამდვილაში, ანთების სისტემის ელექტრონულ ჯაჭვში ძაბვა შეიძლება დაეცეს, თუ წინაღობა კონტაქტებში გაიზრდება. საერთოდ კი, სიმარტივისთვის ჯობია პრობლემაში გავერკვეთ არა ძრავის არამედ უბრალო ელექტრო ფარის მაგალითზე.
შემთხვევები, როცა ამო-ს გაფრნის დროს ფარების სინათლე სუსტდება, აგრეთვე ცნობილია უფოლოგებისათვის. აქ ცუდი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ვოლფრამის ელექრტოწინაღობა, რისგანაც გაკეთებულია ნათურის ძაფები,შეიძლება გაიზარდოს საკმაოდ ძლიერი მიკროტალღური გამოსხივებით. უნდა ითქვას, რომ ელექტრომაგნიტურ რხევებს ინტერვალიდან, რომელიც იმყოფება მოკლეტალღოვან რადიოდიაპაზონსა და სინათლეს შორის, აქვს ძალიან ბევრი არაუბრალო თვისებები. ძნელად დნობად ნითონებზე ასეთი ზემოქმედება ერთერთი მათგანია. სხვების დემონსტაციისათვის კი მოვიყვან კიდევ რამოდენიმე მაგალითს.
1963 წლის ოქტომბრის საღამოს არგენტინულ ქალაქ ტრანსკასში სამი ძალიან ბრაზიანი ძაღლი და მიახლოებით 24 შინაური ფრინველი ეზოში 40 წუთის განმავლობაში იყვნენ სრულიად პარალიზებული ნათელი სხივით, რომელიც მათ სიახლოვეს დაშვებული ამო-დან გამოვიდა. სინათლის ფერი იცვლებოდა წითლიდან შინდისფრამდე. სხვა შემთხვევაში კი ძაღლებს ძალიან ეშინოდათ. ერთერთი მათგანი კი ისე იყო შეშინებული, რომ ცდილობდა მჩხვლეტავ მავთულიან ღობეში გაძრომას, ხოლო სხვები მწაზე ეყარნენ და საშინლად ყმუოდნენ. ერთხელ კი ადამიანი და მისი ძაღლი მცირე დროით იქნენ პარალიზებული, როდესაც მათზე ამო-მ პიკირება მოახდინა. დანიელი, რომელიც აღმოჩნდა 50 მეტრში ამო-ს უეცარი დაშვების ადგილიდან, იქნა პარალიზებული, მაგრამ ცხადად აღიქვამდა ყველაფეს და შეამჩნია, რომ ახლოს მყოფი ძროხებიც ვერ ინძრეოდნენ.
უცხოურ უფოლოგიურ ლიტერატურაში მოყვანილია რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სახის ფიზიოლოგიური ზემოქმედებებს თან სდევდა ზუზუნის მაგვარი ხმა. ერთხელ, როდესაც ცოლქმარი ზუზუნის მაგვარმა ხმამ გააღვიძა, მათ აღმოაჩინეს, რომ ამო მათი სახლიდან 60 მეტრში იმყოფებოდა, კაცს არ შეეძლო არც ხელის და არც ფეხის განძრევა, ხოლო ქალი ადგა სინათლე აანთო და ხელების იმ ნაწილზე, რომელიც ადიელის ზემოთ იყო, აღმოაჩინა წითელი ლაქები.
ამ აღწერებში არის რამოდენინე ნიშანი, რომელიც შეიძლება მოკლეტალღოვან გამოსხივებას მივაწეროთ. ეს არის ხმის ხასიათი, კანზე ზემოქმედება და კუნთების გაშეშება. ადამიანის ორგანიზმის ყველა რეაქცია მოკლეტალღოვანგამოსხივებაზე დიდიხანია ცნობილია. მაგალითად: ორ ადამიანს ქალსა და კაცზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები შემდეგი იყო. 3000 მეგაჰერც სიხშირეზე ქალს, რომელსაც როგორც წესი, კანქვეშა ცხიმის ფენა უფრო სქელი აქვს, ვიდრე კაცს, ელექტომაგნიტური ენერგიის შთანთქმა უნდა მომხდარიყო კანში (ეს მონაცენები ექსპერიმენტალურადაა მიღებული). აქედან წითელი ლაქები, რომლებიც არ გაჩდნენ ინ ადგილებში, რომელიც საბნითიყო დაფარული. კაცს კი, თუ მითუმეტეს თხელი კანი აქვს, 95% -მდე ენერგიას კუნთები შთანთქავენ. ამ შენთხვევაშიკი სრულიად შესაძლებელია გაშეშების მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ ანძრევს ვერც ხელს და ვერც ფეხს.
სანტიმეტრულ ტალღებს შეუძლიათ იმოქმედონ ტვინის ენდოკრინულ პროცესებზე და ბიოპოტენციალებზე, აქედან კი წარმოიქმნება შიშის გრძნობა. სხვათაშორის ბოლო წლის პერიოდში რუსეთის ტელევიზიაზე გავიდა გადაცემა, სადაც ლაპარაკი იყო სპეცსამსახურების მიერ შექმნილ ხელსაწყოზე, რომლის ზომა სიგარეტის კოლოფისას არ აღემატებადა თუ მას შევიტანთ ხალხით სავსე დარბაზში, ისინი ისტერიული შიშის გრძნობით გაიქცევიან. ამ ხელსაწყოს მოქმედებაც მოკლეტალღურ გამოსხივებაზეა დამყარებული.
აგერთვე აიხსნება ზუზუნის მაგვარი ხმა. ცნობილია, რომ სამტიმეტრული დიაპაზონის რადიოგადამცემიდან 300 მეტრის მოშორებით ადამიანებს ესმით ზუზუნი, შიშინი და ტკაცუნი, რომელიც დამოკიდებულია მოდულაციაზე. სიცხადისთვის დავამატებ, რომ მფრინავი ფუტკრის ფრთები ირხევა 270 ჰერცი სიხშირით. ზუსტად ასე მაღალისიხშირის გამოსხივების დროსაც: ყურს ის ესმის იმ შემთხვევაში, როდესაც ის მოდის დაბალი სიხშირის იმპულსებით- 200-600 ჰერცი.
ამ ყველაფერს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს შემდეგი შემთხვევა. 1957 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისსამხედრო საჰაერო ძალების თვითმფირნავს, რომელიც პირამდე გატენილი იყო ელექტრო წინააღმდეგიბის აპარატურით, ერთი საათის განმავლობაში მისდევდა ამო. ობიექტის ყოფნა დაფიქსირებული იყო ხუთი არხით: მას ხედავდნენ კაბინიდან, ხედავდნენ ორ რადარზე - ბორტულზე და დედამიწისაზე, ხოლო მისი სიგნალები დაფიქსირებული იყო ორ ერთმანეთთან არა დაკავშირებული მიმღებებით. ეს უკანასკნელები იძლეოდნენ საშუალებას ზუსტად მიგვეღო ამო-ს გამოსხივების თვისებები: სიხშირე 2995-3000 მეგა ჰერცი, მოდულაცია (გამეორების სიხშირე) - 600 ჰერცი, იმპულსის სიგანე 2 მკწმ.
როგორც ჩანს, მოკლეტალღური გამოსხივება ამო-ს ერთერთი დამახასიათებელი ნიშანია და მის მიერ დატოვებული კვალიც ამ ტიპის ზემოქმედებას განეკუთნება. ზუსტად მას შეუძლია დაწვას მცენარეების ფესვები და გაახმოს ხეები. პირველი ეფექტი ცნობილია მოკლეტალღიანი ღუმელების მფლობელებისათვის, ხოლო მეორეს დაკვირვება შეიძლება ოსტანკინოს ტელეანძის სიახლოვეს, სადაც ხეები არამარტო გახმა, არამედ გაშავდა კიდეც.
მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა არის საერთო ამო-ს ისეთ სუსტ ზემოქმედებასა, როგორიც არის ლაქები კანზე, ისეთ მძლავრთან, როგორიც არის მატარებლის აჩქარება და დამუხრუჭება? პასუხი ამ კითხვაზეც არსებობს. ერთხელ ორმა მეთვალყურემ დაინახეს 200 მეტრში დაკიდებული სამი მეტრის დიამეტრის ამო და გაიგეს ზუზუნის ხმა. ახლა დავთვალოთ. მისი აღქმის ზვარი არის 0.33 მვტ/სმ2. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამო ენერგიას ყველა მხარეს ასხივებს და ის მანძილის შესაბამისად მცირდება მაშინ ასეთი გადამცემის სიმძლავრე 1.6 მგვტ უნდა იყოს,ხოლო თბომავლის სიმძლავრე 2000 ცხენის ძალას ანუ 1.5 მგვტ-ს შეადგენს. ასე, რომ ამო-მ მშვენივრად იცოდა თავისი შესაძლებლობები, როცა მატარებელს "ეთამაშებოდა".
ამო-ს გამოჩენის მთელი სერია იყო დაფიქსირებული 1989 წელს ვოლოგოდის მხარეში. აქ ტყეში აღმოაჩინეს სოკოს მაგვარი გიგანტური კონსტრუქცია. მისგან 100 მეტრში დამკვირვებელს თვითნებურად მანქანის ძრავი ჩაუქრა და მერე ისევ დაექოქა. აგრეთვე იყო შემთხვევა, როცა მდელოზე ერთიმეორეს მიყოლებით რამოდენიმე თვალის მომჭრელად მნათობელი ამო დაჯდა და იქიდან "მგზავრები" გადმოვიდნენ.
ზუსტად ადამიანზე მაღალი არსებების გამოჩენამ მიიპყრო ყველას ყურადღება. რეზულტატში კი ჩრდილში დარჩა ისეთი დეტალები, როგორიცაა დაჯდომის სიახლოვეს განლაგებული მაღალი ძაბვის ხაზები და მდინარეები. სინამდვილეში კი მფრინავი თეფშები ზუსტად ასეთ ადგილებს ეტანებიან და საკმაოდ ხშირად უცხოპლანეტელებს წყალი სჭირდებათ. შესაძლებელია, ამ მოთხოვნილებას აქვს ტექნოლოგიური ხასიათი, რადგან არის შემთხვევები როცა უცხოპლანეტელები შლანგების საშუალებით ასობით ლიტრ წყალს აქაჩავებდნენ თავიანთ კოსმოსურ ხომალდებში.
ზაზა ედილაშვილი
No comments:
Post a Comment