1953 წელს ალპინიადას ვატარებდით. ჩვენ მყინვარის ძირში ტბებთან
ვიმყოფებოდით. (ყაზბეგის რაიონი). ღამის 3 საათზე გამოაცხადეს “ადგომა”.
უღრუბლო ცა იყო, ბნელოდა. ყველა ცას შესცქეროდა (ეს მთასვლელების ერთ-ერთი
ჩვევაა). უეცრად ყუროს მთის უკანა მხრიდან ამოცურდა წითელი ბირთვი, ის ერთი
წუთის განმავლობაში შეჩერდა, მერე კი უეცრად გაქრა. ბირთვი ფერით მუქი
წითელი იყო.
No comments:
Post a Comment