ზოგჯერ მოტაცებს და ახლო კონტაქტების გამოცდილება წარმოგვიდგება ისეთი ინფორმაციის სახით, რომელიცმართალი გვეჩვენება. მარკ ჯეიმსმა, 33 წლის მხატვარმა, განიცადა ასეთი ახლო კონტაქტი, როცა იყო 18 წლის.
მარკი არის დაქორწინებული და ჰყავს ორი წლის ვაჟიშვილი. მას შვილს ალლენს შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს კონტაქტის გამოცდილება. მარკის ცოლი ჯანეტი არ ინტერესდება ამ დროს ამ ფენომენით.
მარკის პირველი რეგრესიული ჰიპნოზის სეანსი იყო ბუნებრივი და მოპოვებული იქნა ძირითადი ინფორმაცია. მან მიიღო გადაწყვეტილება გაეცოცხლებინა მეხსიერება ახლო კონტაქტის შესახებ, რომელიც მას ესიზმრებოდა. რეგრესიული ჰიპნოზი კი ახდენს დაკარგული მეხსიერების აღდგენას, რომელიც ზოგჯერ ტრავმატულად იკარგება.
მარკი დამიკავშირდა მე ერთი კვირის დაგვიანებით იმ ამბიდან, როცა მას დაესიზმრა უცხოპლანეტელი და რომელმაც მას უთხრა "ებოლა"-ს შესახებ. ეს იყო საინტერესო განცხადება, რადგან ეს მთლიანად ხდებოდა რამოდენიმე კვირით ადრე, სანამ გამოჩნდებოდა "ებოლა" ვირუსი.
მარკი და მე შევხვდით რეგრესიული ჰიპნოზის ჩასატარებლად, რომ გვეპოვა ამ სიზმრის მატერიალური დასაბუთება.
როგორც გაირკვა მარკმა გადაწყვიტა წასულიყო წვეულებაზე მის მეგობარ გოგოსთან, ლინდასთან ერთად. ისინი უნდა მისულიყვნენ კულ-დე-საკში მარტინის კროსინგის ადგილას, რომელიც იმყოფება ქვის მთების სიახლოვეს, შტატი ჯორჯია. ისინი იყვნენ აქ მხოლოდ მცირე დრო, როცა მარკმა დაინახა სინათლე ცაში, რომელიც მოდიოდა მათიმიმართულებით.
პირველი ჰიპნოზის სეანსი ასე წარიმართა.
ლეიგი (ჰიპნოზის ჩამტერებელი) - მაიკ, მე მინდა, რომ შენ დაიწყო სულ დასაწყისიდან. მე მინდა, რომ შენ მითხრა,თუ რას აკეთებდი იქამდე, სანამ შენ ეს ამბავი თავს გადაგხდებოდა..
მარკი - მე ვარ ლინდასთან ერთად.
ლ. - რა დროა?
მ. - რვის ნახევარი.
ლ. - რას აკეთებ?
მ. - აჰ . . . ვიმყოფები ჩევი ვეგას უკან.
ლ. - და რა ხინის წინ იყო ეს?
მ. - უჰ, მე 18 წლის ვიყავი . . . (გრძელი პაუზა) . . .
ლ. - კარგი, შემდეგ რა მოხდა.
მ. - მე მაღლა ავიხედე. აქ რაღაც არის! მე ვფიქრობ, რომ ვგრძნობ რაღაცას . . . (ძლიერი გულისცემა) . . . "გაიხედე უკან!" . . . (გრძელი პაუზა) . . . "აქ არის სინათლე! ის ზებუნებრივია . . . ხედავ შენ მას? ახლოს, ის მოდის ახლოს, ის იმყოფება ჩვენს მარჯვნივ. ნუ გეშინია ლინდა ეს მხოლოდ ვერტმფრენია." . . . (პაუზა) . . . "მოდიჩქარა წავიდეთ აქედან!" (შესუნთქვა) . . . (პაუზა) . . . "მე მანქანას ვერ ვქოქავ!" . . . (შეწუხებულია) . . . "მე მანქანას ვერ ვქოქავ!" . . . (გამომხატველი) . . . "ლინდა ხმა ჩაიწყმიდე!" . . . (ძალიან გრძელი პაუზა) . . .
ლ. - გთხოვ ყველაფერი აღწერო, რაც ხდება.
მ. - ნათელი სინათლე. ნათელი სინათლე! (ხმამაღლა) "ლინდა . . . ლინდა (აბობოქრებული) . . . ლინდა." ისმის ხაური, ისმის ხმაური, ისმის ხმაური! (გამომხატველი) მე ის ვიცანი. ეს არის მდორე ხმა. მე, მე ვხედავ ფიგურებს . . . მე ვხედავ ფიგურებს.
ლ. - რამდენ ფიგურას ხედავ?
მ. - ექვსი. ექვსი. ისინი ექვსნი არიან. მოდიან მანქანასთან. ოხ . . . მათ შეუძლიათ გააღონ კარები! ისინი აღებენ კარებს! მათ გააღეს კარები და ის იყურება! მათ შეუძლათ გააღონ კარები! (შესუნთქვა - გრძელი პაუზა).
ლ. - მარკ, აღწერე რა ხდება.
მ. - ისინი . . . ისინი ცდილობენ გადმომიყვანონ მანქანიდან. (პაუზა) მე მათ მივყავარ. მე მივყავართ (შესუნთქვა)."ლინდა . . . ლინდა!"
ლ. - შეგიძლია შენ ლინდას დანახვა?
მ. - კი. ის დგას მანქანის გარეთ. შესასვლელი არის ღია. ის ჰგავს დღის სინათლეს. მე შემიძლია დავინახო ყველაფერი. მე შემიძლია დავინახო ხეები, მე შემიძლია დავინახო, მე შემიძლია დავინახო ტბა. დავინახო ტბა.
ლ. - ის სად იმყოფება?
მ. - მარტინის კრისინგში.
ლ. - ზუსტად სად არის?
მ. - ქვების მთაში. მე შემიძლია დავინახო ყველაფერი. რა დაემართა ლიდიას? მის სახეზე სულელური გამომეტყველება არის. ის არის . . . რატომ (ამოსუნთქვა) . . . უჰ . . . ჩვენ მივდივართ. ის ჰგავს თხევად მდგომარეობას.
ლ. - შენ რას გულისხმობ?
მ. - ცურვას. ცურვას, მაგრამ ის ჰგავს, რომ შენ ხარ წყალში. ცურვა, მივდივართ, მივდივართ ამ ნათელ სინათლესთან. შევდივართ ამ ნათელ სინათლეში.
ლ. - აქვს ამ სინათლეს ფერი ან ტონი?
მ. - ნათელი სინათლე. მოყვითალო სინათლე. თითქმის, თითქმის პულსირებული. იშვიათად, იშვიათად ჩქარი. იშვიათადჩქარი (ჩურჩული). უმმ, მე ვარ შიგნით. მე მომყვება ექსკორტი.
ადგილი, სადაც მარკი შევიდა, იყო ცივი, ბურუსოვანი სინათლე და იბის სუნი. მან აღწერა "სახლის ქვეშ, რომ არის" ისეთი სუნი.
ლ. - რას ხედავ შიგნით? რას ჰგავს ის?
მ. - მეტალი. იატაკი რკინის არის. ის არის ცივი. ის არის ცივი აქ. ის არის . . . კედლები არის მუქი . . . რუხი. ცისფერი. ცისფერ-რუხი. მოცისფრო . . . ცისფერი, არა რუხი. არაფერი მხოლოდ კედლები. აქ ჩემს გვერდით არის მხოლოდ ორი უცხოპლანეტელი. მე მათ მივყავარ ქვემოთ. დიდი კედლები.
მარკმა აღწერა ორი უცხოპლანეტელი, რომლებიც მის გვერდებზე იდგნენ და ხელჩაკიდული მიჰყავდათ. როცა შეეკითხეს, იყო თუ არა ლიდია იქ, მან გაიხსენა, რომ მიდიოდა ლიდიას წინ და პირველმა ნახა ეს ახალი გარემოება. ის მიდიოდა გასასვლელში, რომელიც ლამაზად იხრებოდა. ამ დროს მან გაიგო ზუზუნის ხმა. მარკმა აღწერა ის, რაც გამოსცემდა ზუზუნის ხმას.
მ. - ეს არის გრძელი, მაიხლოებით 16 მეტრი. ის არის ვიწრო . . . ის გავს ტრანსფორმატორს იმიტომ, რომ ის ზუზუნებს. მას აქვს მეტალის ფირფიტები რომლებიც მის შიგნით არიან განლაგებული. მე მივდივარ და აქ არის მოსახვევი, მე ვხედავ. მე ვხედავ. აქ არის . . . აქ არის ოთახი! მხოლოდ ამის სხვა მხარეს. მე ვხედავ მას, აქ არის მაგიდები. მაგიდები და ხალხი მათზე.
ლ. - რამდენი მაგიდა შეგიძლია დაინახო?
მ. - უმმ, აქ არის . . . ძნელია სათქმელად. ძნელია სათქმელად იმიტომ, რომ ის . . . აქ ბურუსია. ეს მართლაც ბურუსია.
ლ. - ეს დიდი ოთახია?
მ. - კი. (პაუზა) ძალიან დიდი.
ლ. - გთხოვ აღწერო შიგთავსი.
მ. - ეს არის დიდი ოთახი. აქ არის მოძრავი სინათლე ის მიედინება. მე ვუხვევ კუთხესთან (ამოსუნთქვა). მე, მე მეუბნებიან, რომ დავჯდე. მე ვზივარ ტუმბოზე და მე შემიძლია დავინახო სხვა ხალხი.
ლ. - ისინი სხედან. (პაუზა) ისინი ზიან. ყველა ისე გამოიყურება როგორც ლინდა გამოიყურებოდა. ზოგი დაბმულია. არა ვარ დაბმული. "მე მინდა წავიდე აქედან. მე უნდა გარეთ გავიდე!"
ლ. - გთხოვ დაამთავრო იმის აღწერა, რასაც შენ ხედავ.
მ. - აქ არის ორი, აქ არის ორი . . . უცხოპლანეტელი, ისინი მოდიან და მიჰყავთ ეს ბიჭი. მათ ის მიჰყავთ. ისინი ათავსებენ მას მაგიდაზე. მე ვხედავ მაგიდას. ეს არის დიდი ოთახი. ბევრი მაგიდები. ბევრი უცხოპლანეტელები. აქ არის ხალხი მათზე . . . ისე შორს, როგორც მე შემიძლია დავინახო. აქ არის ხალხი ამ მაგიდებზე. (მძიმე სუნთქვა).
ლ. - შენ კიდევ ზიხარ ტუმბაზე?
მ. - კი. (გრძელი პაუზა).
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - მე ვხედავ მეტ უცხოპლანეტელს. ისინი მოდიან და მიჰყავთ ორსული ქალი. ის არის ორსული და მათ ის მიჰყავთ მაგიდასთან. (გრძელი პაუზა)
ლ. - შენ გესმის რაიმე ხმა ოთახში?
მ. - კვნესა. ბევრი კვნესა.
ლ. - არის ოთახში სუნი?
მ. - სუნი მოგვაგონებს ჭუჭყიანი ჩასაცმელების სუნს. (გრძელი პაუზა)
ლ. - კიდევ სხვას რას ხედავ?
მ. - (გრძელი პაუზა პასუხის გარეშე)
ლ. - რას ჰგავს ის ტუმბა, რაზედაც შენ ზიხარ?
მ. - ის არის საკმაოდ განიერი, რომ მე მასზე დავჯდე. ის ზემოდან მომრგვალებულია და საკმაოდ განიერი, რომ მასზე დაჯდე. ის არის საკმაოდ მძიმე, იმისთვის რომ შესძლო მისი გადაადგილება. (პაუზა) მეტალის. შეიძლება მეტალის არ იყოს, იმიტომ, რომ როდესაც მე დავჯექი, ის გადაადგილდა. (მძიმე სუნთქვა).
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - ისინი მოდიან, რომ წამიყვანონ მე! (პაუზა) აქ არის ხალხი ყველა მაგიდასთან. მე ვიხდი ტანსაცმელს. (გრძელი პაუზა მძიმე სუნთქვასთან ერთად).
ლ. - რა ხდება?
მ. - მე ვწევარ მაგიდაზე. მე ვწევარ მაგიდაზე და ისინი მიკაკუნებენ ტერფებზე.
ლ. - შენ ხედავ, რომ ისინი ამას აკეთებენ, თუ მხოლოდ გრძნობ ამას?
მ. - მე ვგრძნობ ამას. მე ვიყურები მათი თავების ზემოთ. ისინი, ისინი მიკაკუნებენ ფეხებზე. აქ ერთი-ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე-მეორე მხარეს. (პაუზა) ახლა ისინი ხრიან ჩემს ფეხს. ჩემი მუხლი ტკაცუნობს.
ლ. - ის შენ მუხლს ნორმალურ მდგომარეობაში ხრის, ან . . .
მ. - კი.
ლ. - შენი მუხლი ნორმალურად "ტკაცუნობს"?
მ. - ეჰ, ის ყოველთვის ტკაცუნობს. როგორც ჩანს, ისინი ამით აღრფთოვანებული არიან. (გრძელი პაუზა) ისინი ეხებიან ჩემს გენიტალიებს. ისინი მიკაკუნებენ. (მძიმე სუნთქვა) "მე მინდა, რომ მათ თავი დამანებონ (ჩურჩული)". (ძალიან გრძელი პაუზა).
ლ. - ახლა რა ხდება?
მ. - ისინი მიკაკუნებენ მუცელზე და ფილტვებზე. (დანებება)
უცხოპლანეტელებმა დაასრულეს მაიკის გამოკვლევა. მან შენიშნა სხვა უცხოპლანეტელი, რომელიც ოთახში შემოვიდა, ის იყო მდედრობითი სქესის. მან აღწერა ის ასე, "ერთი თავით მაღალი", ჰქონდა "დიდი" მსხლის ფორმის თავი და "ერთნაირი თვალები". მას პირის მაგივრად "ჭრილი" ჰქონდა და არასოდეს ტოვებდა მას ღიას. მას ყურები არ ჰქონდა. ჰქონდა ცხვირი. მისი კანის ფერი იყო ნათელი სერი, ვიდრე სხვების და უფრო "ნათელიც" იყო. მისი სხეული მოძრაობდა უფრო "გრაციოზულად" სხვა უცხოპლანეტელებთან შედარებით, რომელთა მოძრაობა მისი აღწერით უფრო "მოუხერხებელი" და "მიხრილ-მოხრილი" იყო. მას ჰქონდა გრძელი ხელები ოთხი გრძელი თითი თითო ხელზე. მან თქვა, რომ თითებს არ ჰქონდათ "ნაკეცები" და გამოიყურებოდნენ როგორც "ელასტიურები". მის მიერ ნანახი არცერთი უცხოპლანეტელი არ იყო ჩაცმული და არცერთს არ ჰქონდა გარეთა გენიტალიები.
მ. - ის მოდის ახლოს.
ლ. - რას გრძნობ შენ მის გვერდით?
მ. - ის არის მიმზიდველი. სიმპატიური. ის ცდილობს ჩემს დამშვიდებას.
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - ის არის პირდაპირ ჩემი სახის წინ. ის მეუბნება მე, რომ არ არის მიზეზი, რომ ვუფრთხოდე მათ. ისინი არ მომაყენებენ ტკივილს. მათ მხოლოდ მე ვუნდივარ.
ლ. - გითხრა მან რისთვის?
მ. - კი. მე ვუნდივარ . . . (გრძელი პაუზა) . . . გენეტიკისათვის და მომავლისათვის . . . მომავალი გართობისათვის.
ლ. - თქვა მან რა სახის მომავალი გართობისათვის?
მ. - კი.
ლ. - რა გითხრა მან შენ?
მ. - შენ უნდა გახსოვდეს. შენ უნდა გახსოვდეს ეს. ეს მნიშვნელოვანია . . . (გრძელი პაუზა) . . . "ებოლა" . . . "ებოლა" . . . "ებოლა" . . . "ებოლა" . . . "ებოლა" . . . "ებოლა". მას ჰქონდა რაღაცა ხელში. ის . . . ის არის ჯოხი და "აჰჰჰ" (ყვირილი). "მე ვარ გარეთ, მე ვარ გარეთ, მე ვარ გარეთ." (უბედური)
ამ მომენტში მარკი გამოვიდა რეგრესიული ჰიპნოზიდან. სეანსის დაწყებამდე მე მარკს მივეცი დარიგება, რომ როცა მას მოუნდება რეგრესიული ჰიპნოზიდან გამოსვლა მან უნდა გააღოს თვალები და თქვას "მე ვარ გარეთ" და ასე ის გამოვა ჰოპნოზური მდგომარეობიდან. ეს იძლევა ინდივიდუალური კონტროლის და ჰიპნოზიდან სწრაფი გამოსვლის საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ სურს განიცადოს ტრავმატიული მდგომარეობა. გახსენების დროს მარკმა თქვა, რომ ეს ჯოხი ჰგავდა ჯოხს კრისტალური სტრუქტურით ბოლოში და როცა უცხოპლანეტელი ამოძრავებდა ჯოხს მისი ბოლო სულ უფრო ნათლად და ნათლად ბრწყინავდა. როდესაც მან შეახო მარკს ჯოხი შუბლზე მან თქვა, "ის უბრალოდ აფეთქდა ნათელი სინათლით."
როდესაც შევეკითხე "ებოლას" შესახებ, მან თქვა როდესაც ეს გამეორდება უცხოპლანეტელი მისცემს მას ინფორმაციას, რომელიც მოარჩენს ავადმყოფობას. მისი შთაბეჭდილებით ეს ინფორმაცია უნდა იყოს რთული შემცველობის.
ცხრამეტი დღის შემდეგ მარკი და მე შევხვდით ერთმანეთს მეორე რეგრესიული ჰიპნოზის სეანსის ჩასატარებლად. ის თვლიდა, რომ ის იყო მზათ, რომ გაეხსენებინა წარსული. მას ძალიან უნდოდა გაერკვია ჰიპნოზის ბოლო სეანსი და მისი სწრაფი გამოსვლის მიზაზი.
როდესაც მარკი შევიდა ჰიპნოზში, ჩვენ დავიწყეთ რეგრესია იმ ადგილიდან, როცა მდედრობითი სქესის უცხოპლანეტელი შემოვიდა ოთახში. მარკი კი იწვა მაგიდაზე.
ლ. - მე მინდა, რომ შენი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც დედალი უცხოპლანეტელი შემოვიდა ოთახში და პირველად შეგეხო ჯოხის მაგვარი ინსტრუმენტით.
მ. - კარგი.
ლ. - რა მოხდა.
მ. - ის არის ჩემი სახის მარჯვნივ.
ლ. - რას გრძნობ შენ ამ დროს, რა არის შენი შეგრძნება?
მ. - მე მეშინია.
ლ. - შენ გაქვს რაიმე გრძნობითი ურთიერთობა მასთან?
მ. - ის მეუბნება მე, რაც მახსოვს. მე მახსოვს. ის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მახსოვს ებოლა. "ებოლა!" . . . "ებოლა!". . . "ებოლა!" . . . "ებოლა" (ჩურჩული). მას უჭირავს ხელში რაღაც.
ლ. - კარგი, სანამ შენ წინ წახვალ, წადი შენს გახსენებებში?
მ. - რა არის ეს, რა არის ეს? ებოლა, რა არის ებოლა?
ლ. - აგიხსნა მან რა არის ეს?
მ. - არა. (გრძელი პაუზა).
ლ. - კარგი, რა ხდება ახლა?
მ. - ის მიყვება მე მომავალს. მომავალს (პაუზა). ის მიყვება როცა მე ვარ მოხუცი.
ლ. - რა გითხარა მან?
მ. - მოხუცი! მე ვარ მოხუცი. მოხუცი . . . მე არ მესმის (გაუგებრობა) რატომ მე მიყვება ამას. რატომ მე მიყვება ამას? (გრძელი პაუზა)
ლ. - კარგი, აღწერე რა ხდება.
მ. - ის ახლოსაა ჩემს სახესთან. ის ეხება მისი სახით ჩემს სახეს. მაკვირდება მე!
ლ. - შენ რას გრძნობ?
მ. - მეშინია!
ლ. - რას გრძნობ, როცა შენ ეხები მას?
მ. - სიფრთხილის გრძნობა, კიდევ სიყვარული. მაგრამ . . . (პაუზა) . . . მას ხელში რაღაც უჭირავს. ის მადებს მასშუბლზე . . . "აჰჰჰ!" . . . ნათელი სინათლე . . . ნათელი სინათლე (ჩურჩული).
ლ. - აღწერე შენ რას განიცდი.
მ. - ოჰ, სითბო. სითბო, ჩემი სხეული მთლიანად, (ამოსუნთქვა) გახურებულია.
ლ. - შეგიძლია შენ რაიმე დაინახო?
მ. - კი, მე ვხედავ ქალაქს. მე ვხედავ ქალაქს. მე ვხედავ მანქანებს. მე ვხედავ ხალხს. მე ვარ ხიდზე. ის ასე შთამბეჭდავია. მანქანები დადიან ორივე მხარეს. მე ვგულისხმობ, ისინი, ეს არასწორეა, ეს არ არის სწორე! მანქანები!
ლ. - რა არ არის სწორე მანქანებთან დაკავშირებით?
მ. - მანქანები, ყველანი მიდიან ერთი მიმართულებით.
ლ. - შენ რას გულისხმობ?
მ. - ისინი ყველა მიდიან ერთი მიმართულებით! ისინი გადიან ქალაქიდან. აქ აგრეთვე ფეხით მოსიარულეებიც არიან, ისინი ტოვებენ ქალაქს. აქ ხალხი ტირის.
ლ. - როდესაც შენ უყურებ მანქანებს, ისინი გეცნობიან შენ?
მ. - ზოგიერთი კი. "რატომ? რატომ მანახებენ ისინი ყველაფერს ამას მე? სად მიდიან ყველანი ისინი?" გზატკეცილის ორივე მხარეს . . . მანქანები მოდიან ერთი მიმართულებით. ქალაქი, ქალაქი . . . ეს არის ატლანტა!
ლ. - თუ ეს არის ატლანტა, მაშინ ხიდი სად იმყოფება?
მ. - I-20. ის ჰგავს I-20-ს. მე არავარ დარწმუნებული, რომ ეს I-20-ია.
ლ. - კიდევ რას ხედავ?
მ. - ხალხი ეზიდება ნივთებს. ისინი ყველანი, ისინი ყველანი, ეს გავს, რომ ისინი ყველანი გაურბიან რაღაცას. (გრძელი პაუზა)
ლ. - შენ რას ხედავ?
მ. - (ახლა ტირის)
მე გავაფრთხილე მარკი მორიდებოდა ემოციურობას. შემდეგ კი მე მას შევეკითვხე, რომ მას აღწერა რას ხედავს ის.
მ. - (ტირილი) ისინი აფეთქებენ მას!!! (გამომხატველი - გრძელი პაუზა)
ლ. - შენ რას გულისხმობ?
მ. - ისინი აფეთქებენ მას!
ლ. - რატომ თქვი ისინი აფეთქებენ მას!
მ. - (ამოსუნთქვა) მე არ ვიცი (ხმა ეცვლება)
ლ. - მითხარი, შენ რას ხედავ.
მ. - დიდი სოკოს ფორმის ღრუბელი ატლანტის თავზე (ქვითინი)
ლ. - კარგი, ეს არის შთაბეჭდილება შენს გახსენებაში, მაგრამ ის როგორ აფეთქდა, ან რა მოხდა?
მ. - ის ჩამოვარდა ციდან.
ლ. - კარგი; კარგი რატომ თქვი შენ "ისინი" აკეთებენ ამას? რატომ შეგექმნა შენ ეს შთაბეჭდილება.
მ. - იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ მე ვიცოდე.
ლ. - საიდან აიღე შენ ეს, "მათ უნდათ რომ შენ იცოდე?"
მ. - ის ჩემს აზრებშია, ისინი მანახებენ ამას ჩემს აზრებში (ტირილი)
ლ. - კარგი, შემდეგ რა მოხდა?
მ. - ყველანი დაიღუპნენ! (ტირილი) ყველაფერი დაიღუპა! (ქვითინი - ძალიან გრძელი პაუზა)
მე მაშინ შევეკითხე ამ გამოცდილების შესახებ. მაშინ მან აღწერა ახალი სცენა რომელიც ხდებოდა მინდორზე ჩატაჰუჩის მდინარის სიახლოვეს. ის იყო ძალიან ბედნიერი. მისი ცოლი ჯანეტი და შვილი ალლენი იქ იყვნენ. მათ ჰქონდათ პიკნიკი და ადგილიც იყო ძალიან შთამბეჭდავი. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ უცხოპლანეტელები სწავლობდნენ მარკის ემოციურ რეაქციებს ამ სცენაზე. პირველად მარკმა განიცადა ტოტალური ნგრევის და განადგურების, ხოლო შემდეგ ღარიბი იდილიური სიხარულის და ბედნიერების სცენა.
ლ. - კარგი, აღწერე შენ რას ხედავ.
მ. - მე ვარ მინდორზე.
ლ. - მინდორზე?
მ. - მე ვხედავ ჩემს ცოლს, (გაურკვევლობა) ჩემს შვილს. ჩვენ გვაქვს პიკნიკი. ალლენი, ალლენი აგროვებს ყვავილებს.
ლ. - რამდენი წლისაა ალლენი?
მ. - შვიდის. ის დიდი ბიჭია.
ლ. - შენ რას ხედავ?
მ. - ხეებს. ჩვენ ვართ ჩატაჰუჩისთან (მდინარე ჯორჯიაში). ეს არის ჩატაჰუჩი.
მა შევეკითხე მარკს აღეწერა რა მომენტში ხიდის სცენა შეიცვალა მინდორის სცენით. მან თქვა "პირდაპირ იმის შემდეგ, როცა ყველაფერი აფეთქდა". ნგრევის სცენა მხოლოდ "გადაირთო მინდორისაზე".
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - ჯანეტი მაწვდის მე სენდვიჩს. ეს არის ჩემი საყვარელი, ტუნა თევზის. ალენი, მე ვფიქრობ, რომ მასაც იმიტომ უყვარს ეს, რომ მე მას ვჭამ.
ლ. - ასე, რომ ალლენი არის ექვსი წლის?
მ. - კი.
ლ. - კარგი, ახლა მე მინდა, რომ შენ წახვიდე წინ პატარა ნაბიჯებით და მითხრა შემდეგ რა მოხდა.
მ. - ის (მდედრობითი სქესის უცხოპლანეტელი) ჩემს სახესთანაა! (უბედური)
ლ. - ახლა აღწერე რა, მოხდა ამის წინ.
მ. - სურათები, ისინი ახლა გაქრნენ.
ლ. - კარგი
მ. - ის ჩემს სახესთანაა. ის ამბობს, რომ მათ გააკეთეს ის, რაც მათ უნდოდათ.
ლ. - შენ იცი რას გულისხმობდა ის?
მ. - არა (გრძელი პაუზა)
ლ. - როგორია შენი შთაბეჭდილება ამ მდგომარეობაში?
მ. - მათ მოაქვთ რაღაცა ჩემთან?
ლ. - შენ იცი ეს რა არის?
მ. - მე არ ვიცი. (დამშვიდებული)
ლ. - შენ გერძნობ რაიმე ფიზიკურ შეგრძნებას ახლა?
მ. - ისინი აკეთებენ რაღაცას, (გჰრძელი პაუზა) მე არ შემიძლია ვთქვა თუ ისინი რას აკეთებენ.
ლ. - შენ რას ფიქრობ, ისინი რას აკეთებენ?
მ. - ისინი . . . ის ჰგავს . . . უხ . . . მე არ ვიცი. ის მიდის უკან. აქ არის უფრო პატარა კიდევ ერთი უცხოპლანეტელი ჩემს მარცხნივ და მას უჭირავს რაღაც ხელში.
ლ. - აღწერე, ის რას ჰგავს.
მ. - ის გრძელი და წვრილია.
ლ. - ის ჰგავს იმ მოწყობილობას, რაც "ქალს" ხელში ეჭირა?
მ. - არა. ეს სხვანაირია. ეს არის, მას აქვს პატარა ბურთის მაგვარი რამ ბოლოში. ოჰჰ . . . (ტკივილი) . . . ისინიდებენ მას ჩემს ყურში!
ლ. - რომელ ყურში?
მ. - ჩემს მარცხენა ყურში. (პაუზა) ეს მტკივნეულია (ჩურჩული). (ამოსუნთქვა - ძალიან გრძელი პაუზა) ისინი მას უკან იღებენ (გრძელი პაუზა) პატარა ბურთი გაქრა.
ლ. - გაქვს რაიმე შეგრძნებითი ურთუერთობა იმასთან, ვინც ამ პროცედურას ატარებს?
მ. - ამით მათ შეუძლიათ მე მიპოვონ.
ლ. - გითხრეს შენ მათ ეს?
მ. - კი
ლ. - მათ კიდევ გითხრეს რამე?
მ. - არა (ძალიან გრძელი პაუზა)
ლ. - რა ხდება?
მარკმა აღწერა, რომ ნახა ბავშვი, რომელიც მოთავსებული იყო შუშის კონტეინერში, რომელშიც ქარვისფერი სითხე ესხა. კონტეინერს ჰქონდა სამი "ხელის მოსაკიდი", რომელიც ერთდებოდნენ სხვა ჭურჭელთან, რომელიც მან ვერ დაინახა. მან თქვა, რომ ბავშვი არ გამოიყურებოდა "ნორმალურად". მან თქვა, რომ ბავშვს ჰქონდა "ძალიან დიდი თავი" და "ძალიან პატარა სხეული". ბავშვი იყო მოთავსებული კედლის იმ მხარეს, საიდანაც ზუზუნის მაგვარი ხმა ისმოდა და ის იმყოფებოდა "კედელში ჩაყენებულ ყუთში".
მაგიდაზე დაწოლილმა და ჯერ კიდევ პარალიზირებულმა, სცადა გაეხედა ოთახში. მას კიდევ ესმოდა კვნესა და კიდევ გრძნობდა ჭუჭყანი ტანსაცმლის სუნს. როცა მან აიხედა ზემოთ მან აღნიშნა, რომ მას შეეძლო ვარსკვლავების დანახვა და რაც მას ეჩვენებოდა "ცის სინათლედ". მან თქვა, რომ ვარსკვლავები იყვნენ "მშვენიერი".
ჯერ ის მარტო იყო, ხოლო მცირე დროის შემდეგ ორი უცხოპლანეტელი მოვიდა. მან თქვა, რომ ისინი "აკეთებდნენ რაღაცას მის სასქესო ორგანოზე". ეს პროცედურა არ იყო უკანასკნელზე ხანგრძლივი. ის დაიწყო, როცა მან იგრძნო, რომ მათ შეყვეს ჯოხის მაგვარი რამ მის შიგნით. ამის მერე მას უთხრეს, რომ ამდგარიყო. დამჯდარს შეეძლო დაენახა ოთახი უკეთესად. მან თქვა, რომ ოთახის სიგანე 20-25 მეტრი იყო. ჭერი იყო 4-4.5 მეტრის სიმაღლისა და უმაღლესი წერტილი ოთახის შუაში იყო. მან თქვა, რომ ჭერი იყო "დადაბლებული ბოლოებში". მან თქვა, ოთახი ბურუსოვნად იყო განათებული. ოთახის დათვალიერების დროს, მან შენიშნა ბევრი ხალხი.
ლ. - როცა შენ გაიხედე ოთახში, რა იყო შენს გარშემო?
მ. - ხალხი!
ლ. - როცა შენ თქვი ხალხი, შენ გულისხმობდი ადამიანებს?
მ. - კი
ლ. - რა იწვევდა განგაშის შეგრძნებას შენში?
მ. - ოჰ, ღმერთო! მათი სახეები ცარიელი იყო. ზოგიერთი გამოიყურებოდა როგორც შეშინებული. ყველანი გაშიშვლებულები იყვნენ.
მან დაინახა ორსული ქალი ორი მაგიდის მოშორებით. მასთან იყო სამი უცხოპლანეტელი. მან თქვა, რომ "ყველაზე დიდი იყო მის სახის მარჯვნივ" როცა სხვა ორი რაღაცას აკეთებდნენ მის გენიტალიებთან და მას არ შეეძლო ამის გარჩევა. მან აღნიშნა, რომ მაგიდებზე, რომლებზედაც ხალხი არ იწვა, იყო მოთავსებული სხვადასხვა ინსტრუმენტები.
უცხოპლანეტელებმა უთხრეს მარკს, რომ ჩაეცვა მისი ტანსაცმელი უკან. მარკმა თქვა, რომ ისინი მას აჩქარებდნენ "ჩქარა, ჩქარა". ისინი იყვნენ მის გარშემო და აცმევდნენ.
მარკი გააცილეს უკან იგივე დერეფნით, რომლითაც თავიდან შემოიყვანეს. მე შევეკითხე, პრაქტიკულად რამ მიიზიდა მისი ყურადღება. მან თქვა "არა, არა აუცილებლად. აქ იყო რაღაც სიმბოლოს მაგვარი რამ." მან აღწერა სიმბოლო, რომელიც შედგებოდა ოთხი წერტილისაგან. სამი წერტილი ქმნიდა სამკუთხედს, ხოლო ერთი ცენტრში იყო მოთავსებული. მე შევეკითხე სხვა სიმბოლოების შესახებაც.
ლ. - შენ გარშემო, რომ იყურებოდი თუ შენიშნე რაიმე სიმბოლო?
მ. - (გრძელი პაუზა) აქ არის რაღაც უცნაური.
ლ. - რაღაც უცნაური?
მ. - ეს არის წრე და სამი გარეთ გამოშვერილი ნაწილი და ის ჰგავს სამკუთხედს რაღაც . . . მე არ შემიძლია ის ძალიან კარგად დავინახო.
მარკმა გაიარა დერეფანი და უცხოპლანეტელებმა შეწვიტეს მისი დაჩქარება. ის გავიდა გვერდზე გასასვლელში და აღმოჩდა იმ ოთახში, სადაც პირველად შემოვიდა აპარატში. მე შევეკითხე მარკს, რომ ოთახი აღეწერა თავიდან.
ლ. - შენ რას ხედავ?
მ. - ბნელა, ეს არის სითხე.
ლ. - სითხე, შენ რას გულისხმობ?
მ. - აქ არის სითხე, ეს არის სითხე, შენ შეგიძლია ჩაყო ხელი მასში.
ლ. - ზუსტად თქვი რას გულისხმობ?
მ. - შენ ხდები ამ ოთახის ნაწილი.
ლ. - ასე, რომ შენ რას ხედავ როცა მიდიხარ ამ ოთახში, შენ სითხეს გრძნობ.
მ. - კი.
ლ. - არის რაიმე წინააღმდეგობა როცა ამ სითხეში ხარ?
მ. - არა. შენ ხდები სითხე. შენ ხარ სითხე. ისინიც ჩემთან ერთად არიან.
ლ. - რა ხდება?
მ. - ჩვენ გავდივართ ხომალდიდან. მე ვხედავ მანქანას, ჩვენ ვართ მოშორებით. მანქანა პატარაზე ჩანს.
ლ. - რას გრძნობ შენ?
მ. - სითხეს, მე ვგრძნობ მხოლო მთლიანად სითხეს. არაფერს მაგარს.
ლ. - შენ ხედავ ლინდას?
მ. - არა . . . ეხ, ის არის მანქანაში. ჩვენ მიწაზე ვართ . . . ვჯდებით უკან მანქანაში.
უცხოპლანეტელები მაშინვე წავიდნენ როცა მარკი და ლინდა დააბრუნეს მანქანაში. მარკმა თქვა, რომ ის და ლინდა იჯდნენ მანქანაში რამოდენიმე წუთი. მარკი იჯდა მძღოლის ადგილას, ხოლო ლინდა უკანა სკამზე. ბნელოდა.
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - მე გამოვფხიზლდი. "ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან". მანქანა დაიქოქა. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ უნდა მოვშირებოდით ამ ვერტმფერნს. შეიძლებოდა, რომ თუ წავიდოდით ის არ გამოგვყვებოდა.
ლ. - შემდეგ რა მოხდა?
მ. - ლინდას აგვიანდება.
ლ. - რა დრო არის?
მ. - 10 საათია. "დოყლაპია"
ლ. - რას ნიშნავს ეს?
მ. - მე დროზე უნდა დამებრუნებინა ლინდა სახლში. მისი მამა ძალიან ბრაზიანი იყო.
ახლო კონტაქტის შემდეგ, მარკსა და ლინდას არაფერი ახსოვდათ. მათ უნდოდათ, რომ მხოლოდ რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ ეს ადგილი და სასწრაფოდ დაბრუნდნენ სახლში. მარკმა ლინდა სახლში გვიან მიიყვანა და ამის გამო კონფლიკტი მოუვიდა მის მამასთან. როს გამოც მას არ შეეძლო ლინდას კიდევ შეხვედროდა.
მარკი გვიან წავიდა სახლში და დაიძინა. დილას, რომ გაიღვიძა ძალიან შიოდა და წინა დღის არაფერი ახსოვდა. ამის შემდეგ მარკს ჰქონდა ქრონიკული პრობლემები მარცხენა ყურთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მარკმა გაიცნო ჯანეტი და ისინი ერთი წლის მერე დაქორწილდნენ.
მარკის შვილი ალენი ახლა ორი წლის არის და რაღაცეებს ხედავს მის ოთახში. ის ამბობს, რომ დამალული ხალხი მოდიან მასთან ღამღამობით. ერთხელ დილით კი ალენი იპოვეს სისხლით დასველებულ საწოლში, როგორც სჩანს სისხლის მას ცხვირიდან წამოუვიდა. ყველაფერი ამაზე დაყრდნობით მარკი თვლის რომ მის შვილს შეიძლება ჰქონოდა ახლო კონტაქტი.
საბოლოოდ კი მე მინდა აღვნიშნო, რომ რეგრესიული ჰიპნოზის დროს ტყუილი გამორიცხულია. დანარჩენი კითქვენთითონ განსაჯეთ.
ზაზა ედილაშვილი
No comments:
Post a Comment