Tuesday, October 15, 2013

დავით დევდარიანის შემთხვევა - გაგრძელება

რუსთავი 2-ზე გადაცემა "პროფილში" გავიდა დევდარიანეის ინტერვიუ და ასევე GDS-ის გადაცემა "ლეგენდის" პირველი ეპიზოდი მიეძღვნა ამ ფაქტს.

გადაცემებიდან ამოვკრიფე რამოდენიმე დეტალი, რომელიც აქამდე უცნობი იყო და მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

რამოდენიმე დეტალი ერთმანეთს არ ემთხვევა თუმცა 24 წელია გასული იმ შემთხვევიდან და ამ ხნის განმავლობაში ადამიანს დეტალები ზუსტად, რომ ახსოვდეს ძნელი წარმოსადგენია.

1. უცხოპლანეტელები სოპრტულ შავ კომბინიზონებში ჩაცმულები იყვნენ  და მომწვანო კიდურები ქონდათ.

2. ასე უთხრეს, რომ ბავშვობიდან აკვირდებიან და როცა დადგა შეხვედრის მომენტი მაშინ შეხვდნენ.

2. ქართული ბგერები აღიქვა, თუმცა პირველ წერილში წერს, რომ გაუმართავი რუსულით დაელაპარაკნენ.

4. ინტერვიუში იძახის, რომ ჯერ უცხოპლანეტელები შევდნენ და მერე შეამჩნია ხომალდი, ხოლო წერილში უწერია, რომ ხომალდი დაინახა და მისგან 15-20 მეტრში ოთხი ფიგურა იდგა.

ეს პროფილიდან ვიდეო ნაწყვეტი:





ეს კი გადაცემა "ლეგენდა"-ს პირველი ეპიზოდი: