Monday, December 26, 2011

14 დეკემბერი 2011 წელი - ამო ბათუმის თავზე

14 დეკემბერი 2011. 22 საათი და 52 წუთი


(თვითმხილველის მონათხრობი)





სამსახურში ვიჯექი, გარეთ რაღაცა ხმა მომესმა და გამოვიხედე, ჩვენი დაცვის ბიჭები იდგნენ და ცაში რაღაცას უყურებდნენ. მითხრეს – ახედე და დაინახავო. ავიხედე მაგრამ განათების ბოძი იდგა და განათებული ადგილიდან არაფერი ჩანდა. ჩამოვედი დაბლა და ისეთ ადგილას დავდექი სადაც სიბნელე იყო, აშკარად დავინახე რუსული გ-ს ფორმის მწვანე სინათლე, რომელიც სავარაუდოდ ოზონს გარეთ უნდა ყოფილიყო, აშკარად შორს ჩანდა ცაზე. ამ გ-ს ფორმის მწანესთან რაღაც ორი  წითელი და ყვითელი წერტილები ჩანდა, საერთო ჯამში სმაილს წააგავდა.

დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვუყურებდით ყველანი ამ მოვლენას, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს მსგავსი რაღაცის გაკეთება არ შეუძლია, ანუ ეს არ იყო რაგაც ლაზერული შოუ.

ამ ხუთწუთიან პერიოდში ორმა კომეტამ, ან მოწყვეტილმა ვარსკვლავმა, არ ვიცი რა დავარქვა, ჩამოიქროლა. თან ეს ვარსკვალავები სხვებთან შედარებით აშკარად უფრო მსხვილი იყო და სიკაშკაშეც მეტი ჰქონდა. შემდეგ შევბრუნდი სამსახურში და 5-7 წუთში ისევ გამოვედი, რომ შემეხედა. რაღადაგიმალო და შემეშინდა, რაღაც აშკარად ცუდი აურა მოდიოდა. კიდევ რამდენიმე წუთი ვაკვირდებოდი ცას და ამ დაკვირვების დროს კიდევ ორმა "ვარსკვლავმა" ჩამოიფრინა, თან მთავარი ისაა, რომ ოთხივე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა და თითქმის სინათლის სისწრაფით გადაკვეთეს ზეცა. რაც შეეხება ამ ფერად ლაქებს, პერიოდულად აინთებოდნენ და მკვეთრად ჩანდნენ, პერიოდულად ჩაქრებოდნენ. დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მერე გაქრა.  ბათუმის თავზე მოხდა და არ ვიცი სხვაგან თუ დააფიქსირეს მსგავსი რამ.

ორი რაღაც ვიცი დანამდვილებით, ჩემს გარდა მინიმუმ 6-7 კაცმა რო დაინახა და ის რომ მოწყვეტილი სხეულები ვარსკვლავები არ იყო.

მინახავს ბევრჯერ ვარსკვლავის მოცყვეტა მაგრამ ასეთი ზომის არცერთი არ ყოფილა. დაახლოებით ისე კაშკაშებდნენ როგორც ცისკრის ვარსკვლავი. თავს ვერ დავდებ უფო იყო თქო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეტი რაღაცა ხშირად არ ხდება.

Friday, December 23, 2011

ამო რუსეთის თაზე

23 დეკემბერი 2011 წელი

ეს ვიდეო გუშინ 1 დღის  წინ არის გადაღებული, ამო გარშემორტყმულია "ღრუბლით" მიფრინავს ქ. ტროხგორნის თავზე. ძალიან საინტერესო ვიდეოა.

Friday, December 16, 2011

ამო–ს დაკვირვება (ინფორმაცია გადამოწმების სტანდიაშია)

14 დეკემბერი 2011. 22 საათი და 52 წუთი

ინფორმაცია დაიდო ქართულ ფორუმზე. ინფორმაცია გადამოწმების სტადიაშია. 

რამდენიმე წუთის წინ ცაზე გამოჩნდა უცნაური ნათება, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ადამიანის ხელით შექმნილი, ანუ ეს არ იყო არც ლაზერული შოუ და არც რამე მსგავსი. იყო დაახლოებით ისეთი ფორმის როგორიც სურათზეა, მოგრძო მწვანე ხაზი, მორკალული მწვანე ხაზი და ორი ეითელი და ყვითელი წერტილი, რომლებიც პერიოდულად ანათებდნენ და ქრებოდნენ... ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად ვნახე, ამას ჩემს გარდა მინიმუმ 5-6 ადამიანი ხედავდა... ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ როცა ცას ვაკვირდებოდით რაღაც სხეულები გადაადგილდებოდნენ ცაზე ძალიან სწრაფად. ჩვენი ვარაუდით ეს იყო მოწყვეტილი ვარსკვლავი თუმცა 10 წუთში ჩვენ 4 ასეთი ვარსკვლავი დავინახეთ. ჩვეულებრივი ვარსკვლავთან შედარებით იყო ძალიან მსხვილი და ყველა მთგანი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა... შოკში ვარ... იმედია გიჟად არ ჩამთვლით, სხვებმაც დაინახეს ეს. რა ახსნა სეიძლება მოვუზებნოთ ამ მოვლენას? მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში თუმცა ძაან დავინტერესდი

Saturday, December 10, 2011

ურცის შემთხვევა

ერთ საათიანი სრულყოფილი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილია ურცის შემთხევა.

ეს შემთხვევა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი უფოლოგიური შემთხვევა.

Friday, December 9, 2011

ანტონიო ურცის გადაღებული ფოტოების ანალიზი

ფოტოები გადაღებულია 2011 წლის 19 სექტემბერს, მილანში, იტალია.

გთავაზობთ ჩვენი მექსიკელი კოლეგების მიერ ჩატარებული ანალიზის ვიდეო მიმოხილვას


ნაწილი მეორე:

Wednesday, December 7, 2011

2010 წლის ამო მიმოხილვა

2010 წლის განმავლობაში მომხდარი უფოლოგიური ამბების მიმოხილვა

Tuesday, December 6, 2011

ამო იერუსალიმის თავზე

2011 წლის 28 იანვარს ოთხმა სხვადასხვა კამერამ მათ შორის ერთმა უსაფრთოების კამერამ დააფიქსირა ამო, რომელიც დაეშვა იერუსალიში "ქვის გუმბათის" თავზე.

ცნობილი უფოლოგის ჰაიმი მაუსანის პრეზენტაცია:

Sunday, December 4, 2011

ამო კოსმოსში

ვიდეო გადაღებულია სპეის შატლიდან.

ამო-ს გამოჩენის მომენტში კამერა გასწორება, რათა უკეთ გადაიღოს ამო. როგორც კი ამო შეიცვლის მიმართულებას და აშკარა გახდება, რომ ეს ამო-ა და სხვა არაფერი საკმაოდ საეჭვოდ გადაცემა შეწყდება.

Friday, December 2, 2011

ამო-ს დევნა ოკლანდში

22 ნოემბერი 2011

ამო-ს დევნის ვიდეო ოკლანდში.

ძალიან საინტერესო ვიდეოა

ორიგინალი ვიდეო:


სტაბილიზებული ვარიანტი: