Friday, December 16, 2011

ამო–ს დაკვირვება (ინფორმაცია გადამოწმების სტანდიაშია)

14 დეკემბერი 2011. 22 საათი და 52 წუთი

ინფორმაცია დაიდო ქართულ ფორუმზე. ინფორმაცია გადამოწმების სტადიაშია. 

რამდენიმე წუთის წინ ცაზე გამოჩნდა უცნაური ნათება, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ადამიანის ხელით შექმნილი, ანუ ეს არ იყო არც ლაზერული შოუ და არც რამე მსგავსი. იყო დაახლოებით ისეთი ფორმის როგორიც სურათზეა, მოგრძო მწვანე ხაზი, მორკალული მწვანე ხაზი და ორი ეითელი და ყვითელი წერტილი, რომლებიც პერიოდულად ანათებდნენ და ქრებოდნენ... ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად ვნახე, ამას ჩემს გარდა მინიმუმ 5-6 ადამიანი ხედავდა... ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ როცა ცას ვაკვირდებოდით რაღაც სხეულები გადაადგილდებოდნენ ცაზე ძალიან სწრაფად. ჩვენი ვარაუდით ეს იყო მოწყვეტილი ვარსკვლავი თუმცა 10 წუთში ჩვენ 4 ასეთი ვარსკვლავი დავინახეთ. ჩვეულებრივი ვარსკვლავთან შედარებით იყო ძალიან მსხვილი და ყველა მთგანი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა... შოკში ვარ... იმედია გიჟად არ ჩამთვლით, სხვებმაც დაინახეს ეს. რა ახსნა სეიძლება მოვუზებნოთ ამ მოვლენას? მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში თუმცა ძაან დავინტერესდი

No comments:

Post a Comment