Friday, May 20, 2011

76-77 წლები - როგორ იწყება კონტაქტი

„ეს ის დრო იყო, როცა მფრინავ თეფშებზე ბევრი ხმები იყო გავრცელებული, ალბათ 1976-77 წლები იქნებოდა. უკვე ბნელოდა, მე თბილისში მანქანით ვბრუნდებოდი. თბილისის შემოგარენში ვიყავი, როცა დავინახე კონუსის მსგავსი მოსტაფილოსფერო სინათლე, რომელიც ერთ ადგილას ეკიდა ჰაერში. მე მანქანა გავაჩერე, გარეთ გადმოვედი დადავუწყე მას ყურება. ვუყურებდი და თან ვფიქრობდი: ყოჩაღ ჩვენს მეცნიერებს, რომ მათ ასეთი რამ შექმნეს და ამხელა ობიექტი, რომელიც ერთ ადგილას ჰკიდია, არავითარ ხმას არ გამოსცემს მეთქი. მე მას საკმაოდ დიდხანს ვუყურებდი და თან ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული. უეცრად ეს ობიექტი დაიხარა და თვალის დახამხამებაში ელვისებურად გაფრინდა. მაშინ კი მე მართლაც განვცვიფრდი, რომ ასეთი რამე შექმნილი ჰქონდათ ჩვენს მეცნიერებს, რადგან იმ დროს მე მფრინავი თეფშების არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა.

გადიოდა დრო და არაფერი ასეთი აღარ მომხდარა და აღარც მინახავს.

9 აპრილს მე მოვყევი იმ ცნობილ ამბებში და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფოში ყოფნისას დამეწყო ბიოდენების მომატება. მე ჩემი ხელებით შემეძლო სხვადასხა ავადმყოფების განკურნება, რაც ექიმებში დიდ გაკვირვებას იწვევდა. ამას გარდა მე ყველა ავადმყოფთან ვერ მივდიოდი, რადგანაც ვგრძნობდი, რომ ჩემთან რაღაც „გამჭვირვალე-უხილავი“არსება იყო. მე აშკარად ვგრძნობი მის არსებობას, ვიძაბებოდი და ვცდილობდი ხოლმე მის დანახვას. ამ დროს სისხლი ყელში მაწვებოდა ხოლმე და მახჩობდა.

ამის გარდა, მე მერაბ კოსტავას გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მქონდა ხილვა, რომელშიც მოსალოდნელიუბედურობა ვნახე. მინდოდა მასთან მისვლა და თქმა, მაგრამ მეშინოდა, რომ ან გიჟად ჩამთვლიდნენ, ანდა არასწორადგამიგებდნენ. ამიტომ თავი შევიკავე და ზუსტად მესამე დღეს ეს უბედურობაც მოხდა.

გადიოდა დრო და მე ამ არსებას, რომელიც ექსრტასენსობისაკენ მიბიძგებდა, ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ჩემში არ იყო ამისი სურვილი და არც მსურდა რომ ექსტრასენსი ვყოფილიყავი.

ამის შემდეგ ერთხელ კიდევ მქონა ხილვა, რომელშიც მე ტელეფონის ნომერი მანახეს. მე დავიბენი და არ ვიცოდი, თუ რა უნდა მეთქვა, იმ შემთხვევაში, როცა ამ ნომერზე დავრეკავდი. მაგრამ, მაინც გადავწყვიტე დარეკვა დაროგორც შემდგომში გაირკვა, მხოლოდ ერთხელ დარეკვა აღმოჩდა საკმარისი და ეს უცნაური ზემოქმედება ჩემგან წავიდა. მაგრამ მე სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არსებები ეხლაც ჩემთან არიან და არსად წასვლასაც არ აპირებენ. ამაზე მე კიდევ ერთი რამის დამატება შემიძლია, რომ მათი გაყრა მღვდელმაც სცადა ლოცვებით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.“

მე ეს მონათხრობი შეგნებულად შემოკლებით მოვიყვანე და გამოვტოვე საკმაოდ ბევრი დეტალები, რადგანაც მონათხრობის ავტორისაგან ნებართვის აღების გარეშე ამ დეტალებს გამოქვეყნების უფლება არ მქონდა.




No comments:

Post a Comment