Thursday, March 14, 2013

Project Orion

14 მარტი 2013 წელი თბილისი, საქართველო.

საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია ტრანსფორმირდა ახალ პროექტში.

დღეს დაისტარტა ახალი პროეტი – "პროექტი ორიონი".

ბოლო ორი თვე მიმდინარეობდა მომზადება და დღეიდან ყველა სახის ანომალური მოვლენების კველვა ახალ საფეხურზე გადადის.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულია ახალი ინსტრუქციები და ახალი მიდგომები.

კვლევებში გამოყენებულ იქნება სრულიად ახალი ტიპის კვლევითი აპარატურა.

ნაწილი უკვე შექმნილია და ნაწილი კი შექმნის პროცესშია.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, წინასწარ განსაზღვრულ საკვანძო წერტილებში სპეციალური დაკვირვებითი ავტომატური სისტემების განთავსებას.

უახლოეს ხანებში დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება.

იგეგმება ახალი საინფორმაციო ვებ გვერდის შექმნა.

No comments:

Post a Comment