Tuesday, May 31, 2011

უცხოპლანეტელების ნამდივილი ფოტოსურათები

უცხოპლანეტელების ნამდივილი ფოტოსურათები

საინტერესო ვიდეო

საინტერესო ვიდეო ბოლო დროს უცხოპლანეტელთა აქტიურობის შესახებ

Friday, May 20, 2011

88-89 წლები - ამო თბილისის თავზე - ვიდეო

1988-89 წლების შემოდგომა



ამ ფილმში ასახულია ამო თბილისის თავზე, რომელიც არც ისე იშვიათად ჩდებოდა ხოლმე თბილისი თავზე იმ ხანებში. ამ ფაქტის მომსწრე იყო ათასობით ადამიანი მთელს თბილისში და ეს კადრები სრულიათ შემთხვევით გადაიღო საქართველოს ტელევიზიამ, რომელიც ამ დროს ვიდეო კლიპის გადაღებას აწარმოებდა.


ამ სურათზე გამოსახულია კამერის მიერ მაქსიმალურად გადიდებული ამო.

ამ სურათზე აღებულია ფილმის 69, 212 და 227 კადრები და მათი ურთიერთშეთავსებით მიღებულია ობიექტის ტრაექტორია. ეს მანძილი მან 10 წამში დაფარა.

 ამ სურათზე კი თქვენ ხედავთ მოწმეები მცირე ნაწილს, რომლებიც ამ ობიექტის მოძრაობას აკვირდებოდნენ.

76-77 წლები - როგორ იწყება კონტაქტი

„ეს ის დრო იყო, როცა მფრინავ თეფშებზე ბევრი ხმები იყო გავრცელებული, ალბათ 1976-77 წლები იქნებოდა. უკვე ბნელოდა, მე თბილისში მანქანით ვბრუნდებოდი. თბილისის შემოგარენში ვიყავი, როცა დავინახე კონუსის მსგავსი მოსტაფილოსფერო სინათლე, რომელიც ერთ ადგილას ეკიდა ჰაერში. მე მანქანა გავაჩერე, გარეთ გადმოვედი დადავუწყე მას ყურება. ვუყურებდი და თან ვფიქრობდი: ყოჩაღ ჩვენს მეცნიერებს, რომ მათ ასეთი რამ შექმნეს და ამხელა ობიექტი, რომელიც ერთ ადგილას ჰკიდია, არავითარ ხმას არ გამოსცემს მეთქი. მე მას საკმაოდ დიდხანს ვუყურებდი და თან ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული. უეცრად ეს ობიექტი დაიხარა და თვალის დახამხამებაში ელვისებურად გაფრინდა. მაშინ კი მე მართლაც განვცვიფრდი, რომ ასეთი რამე შექმნილი ჰქონდათ ჩვენს მეცნიერებს, რადგან იმ დროს მე მფრინავი თეფშების არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა.

გადიოდა დრო და არაფერი ასეთი აღარ მომხდარა და აღარც მინახავს.

9 აპრილს მე მოვყევი იმ ცნობილ ამბებში და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფოში ყოფნისას დამეწყო ბიოდენების მომატება. მე ჩემი ხელებით შემეძლო სხვადასხა ავადმყოფების განკურნება, რაც ექიმებში დიდ გაკვირვებას იწვევდა. ამას გარდა მე ყველა ავადმყოფთან ვერ მივდიოდი, რადგანაც ვგრძნობდი, რომ ჩემთან რაღაც „გამჭვირვალე-უხილავი“არსება იყო. მე აშკარად ვგრძნობი მის არსებობას, ვიძაბებოდი და ვცდილობდი ხოლმე მის დანახვას. ამ დროს სისხლი ყელში მაწვებოდა ხოლმე და მახჩობდა.

ამის გარდა, მე მერაბ კოსტავას გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მქონდა ხილვა, რომელშიც მოსალოდნელიუბედურობა ვნახე. მინდოდა მასთან მისვლა და თქმა, მაგრამ მეშინოდა, რომ ან გიჟად ჩამთვლიდნენ, ანდა არასწორადგამიგებდნენ. ამიტომ თავი შევიკავე და ზუსტად მესამე დღეს ეს უბედურობაც მოხდა.

გადიოდა დრო და მე ამ არსებას, რომელიც ექსრტასენსობისაკენ მიბიძგებდა, ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ჩემში არ იყო ამისი სურვილი და არც მსურდა რომ ექსტრასენსი ვყოფილიყავი.

ამის შემდეგ ერთხელ კიდევ მქონა ხილვა, რომელშიც მე ტელეფონის ნომერი მანახეს. მე დავიბენი და არ ვიცოდი, თუ რა უნდა მეთქვა, იმ შემთხვევაში, როცა ამ ნომერზე დავრეკავდი. მაგრამ, მაინც გადავწყვიტე დარეკვა დაროგორც შემდგომში გაირკვა, მხოლოდ ერთხელ დარეკვა აღმოჩდა საკმარისი და ეს უცნაური ზემოქმედება ჩემგან წავიდა. მაგრამ მე სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არსებები ეხლაც ჩემთან არიან და არსად წასვლასაც არ აპირებენ. ამაზე მე კიდევ ერთი რამის დამატება შემიძლია, რომ მათი გაყრა მღვდელმაც სცადა ლოცვებით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.“

მე ეს მონათხრობი შეგნებულად შემოკლებით მოვიყვანე და გამოვტოვე საკმაოდ ბევრი დეტალები, რადგანაც მონათხრობის ავტორისაგან ნებართვის აღების გარეშე ამ დეტალებს გამოქვეყნების უფლება არ მქონდა.




Tuesday, May 17, 2011

უცხოპლანეტელის ფოტო

ეს ფოტო შექმნილია "უცხოპლანეტელის ვიდეოს" საფუძველზე, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ დაიდო ინტერნეტში (2011 წლის მაისი). ვიდეოს სიჩქარე შეცვლილია 150% ით ორიგინალიდან. ეს ცვლილება დაფუძნებულია პროექტორის ხმის ჩანაწერის ანალიზზე. ამ ანალიზით დადგინდა, რომ ორიგინალი ვიდეოს სიჩქარე შენელებული იყო და შესაბამისად მოხდა მისი კორექცია.

ფოტოშოპის გამოყენებით მოვახერხე სურათის კომპილაცია და მისი შემდგომი დამუშავება, რომ დეტალები უფრო გამოჩენილიყო.

ამო კიკეთის თავზე

1987 და 1990 წლებს შორის, ივლისი ან აგვისტო. 22:00 - 24:00

    ამ ამბავის თარიღო, რომელსაც ეხლა მოგიყვებით, ზუსტად არ მახსოვს რადგან მომხდარიდან სადღაც 10 წელი იქნება გასული.
    კიკეთში ვიყავით დასასვენებლად მე, დედაჩემი და ჩემი ძმა და კიდევ ერთი ოჯახი. ამ ამბავის მომსწრე კიდე სხვა ხალხიც იყო.
    ჩვენ იქ დიდი აივანი გვქონდა და იქ ვიყავით როცა რაღაცა ძალიან დიდმა გაიფრინა. დიამეტრში ერთი 30 მეტრი იქნებოდა. ის მიფრინავდა სადღაც 4 სართულის სიმაღლეზე (ანუ 12 მეტრი) დაახლოებით 10-20 კმ/სთ სიჩქარით. მას რაღაც ოვალური ფორმა ქონდა და სხვადასვხა ფერის სინათლეები ქონდა გარშემო. ისე რომ სხვადასხვა ფერის სინათლეების გარდა მეტი ვერაფერი დავინახეთ.
    ჩვენ მას ქვევიდან და ცოტა გვერდიდანაც ვუყურებდით მაგრამ ფერადი სინათლეების მეტი არაფერი ჩანდა. მას რაღაც ხმა ქონდა თოთქოს ძრავის, უფრო გაგუდული და ის გუგუნს ან ზუზუნს უფრო წააგავდა.



    რომ გადაიფრინა ღამე იყო და ყველაფერი განათდა სხვადასხვა ფერის შუქით. მაგარი ლამაზი იყო. ჩვენ კი ისე გაგვიკვირდა რომ შეშინებაც ვერ მოვასწარით. მერე ცოტახანში როცა უკვე გადაიფრინა შიშისაგან კინაღამ გავგიჟდით. ჯერ გვეგონა თვითმფრინავი ან ვერთმფრენი მაგრამ 10-20 კმ/სთ სიჩქარე ექნებოდა და ხმა თითქმის არ ქონდა. და თან სულ სხვადასხვა ფერის ნათურები ქონდა გარშემო. ნეტა რა უნდა ყოფილიყო?
    ხალხი საერთოდ გადაირია, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა მეორე დილას.
    მერე კიდე 2-3 დღის მერე ცაში მაღლა კიდე ორი თეთრი ობიექტი გამოჩდა. სადღაც 22:00 -დან 24:00-მდე იქნებოდა. ცოტა მოღრუბლულიც იყო და მთვარეც ანათებდა. ცაზე არიყო ბევრი ღრუბლები და მთვარეც პატარაზე მოჩანდა. ეს ობიექტები პირდაპირ ზენიტში იყვნენ და ისე შორს იყვნენ რომ მათი ზომის განსაღვრა შეუძლებალი იყო, მაგრამ მათი ცოტა ოვალური ფორმა კარგად ჩანდა.
    ისინი პირველად დედაჩემმა დაინახა და მეც დამიძახა. მე არ მჟერა მაგეების მაგრამ მაინც უცნაურად თითქოს წრეებზე დაფრინავდნენ.
    დედაჩემი კი გარეთ იჯდა და თავის დაქალს ელაპარაკებოდა და თან ცაში იყურებოდნენ და მაგ ობიექტებს უყურებდნენ. როცა კი ობიექტებმა გაქრობა დაიწყეს ისინი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ნელნელა ქრებოდნენ.
    მათი ტრაექტორია წრეს არ წარმოადგენდა ის რაღაც უცნაური, გაუგებარი იყო. მაგრამ ერთი იკა რომ ეს ორი ობიექტი მთელი იმ ორი საათის განმავლობაში, როცა ისინი ცაში ჩანდა ერთმანეთს არ დაშორებია.
    მიშა ა.
 
 

ამო ბაზალეთის ტბის თავზე

1983 წლის ივლისი

    ”მე კიდევ მქონდა შესაძლებლობა მენახა ეს უცნაურობა მეორედ. ეს მოხდა 1983 წლის ივლისში. იმ დღეს ჩვენ მთელი ოჯახით ვიყავით ბაზალეთზე. ბინდდებოდა, უცბად ძლიერმა შუქმა ცაზე ამახედა. დავინახე რაღაც სასწაული ფორმის ღრუბელი, რომელიც რამდენიმე ფერისაგან შედგებოდა. ღრუბელი ჯერ პატარა იყო და ერთ ადგილას იდგა. შემდეგ მან იწყო ზრდა და ბრუნვა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი გაიშალა და გახდა ცისარტყელა, თან რამდენიმე ფერის. შემდეგ ღრუბელი თანდათან გაქრა და მის ადგილზე დარჩა ლურჯი ფერი. იქ მყოფმა ხალხმა ყვირილი დაიწყო "მფრინავი თეფშიო"."


ნანა ჟვანია

ამო დუშეთის თავზე

1981 წლის სექტემბერ-ოქტომბერი

    მე მაშინ ვიყავი მე-7 კლასში. ეს იყო 1981 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (რიცხვი არ მახსოვს ზუსტად). მოვდიოდი სკოლიდან, შუადღე იყო, ჩემი სახლის მახლობლად შევნიშნე ორი მოხუცი, რომლებიც ცას უყურებდნენ გაკვირვებულნი. მათ მაც გამახედეს ცისკენ - "უყურე, შვილო, რამხელა რაღაცააო", მე დავინახე ბურთის ფორმის ერთ ადგილზე მბრუნავი სხეული, რომელიც დაახლოებით "კვასის" ცისტერნის ხელა იქნებოდა. ჩემი იქ ყოფნისას მან დაბლა-დაბლა დაიწყო დაშვება და ისევ ბრუნავდა. შემდეგ ეს სხეული დაახლოებით ელექტროდენის ბოძის სიმაღლეზე ჩამოვიდა და გაჩერდა.
    მე გარკვევით დავინახე, რომ იგი იყო თეთრი ფერის, შავი ფიგურებით მოხატული. მე ფიგურები კარგად გავარჩიე. ეს იგურები იყო: შავი ფერის რომბი, ჯუჯა ველური ადამიანი და შავი ცხენი, რომელიც გეგონებოდათ გარბისო, სხეული დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, მაგრამ ბრუნავდა, მერე მისგან მოშორებით გამოჩდა ნახევარმთვარის მაგვარი რამ. მისი გამოჩენისას სხეულმა ნელ-ნელა მაღლა ასვლა იწყო და რამოდენიმე წუთის შემდეგ ცაზე შავი წერტილიღა ჩანდა. სახლს, რომ მივუახლოვდი, დავუწყე დედას ძახილი და როცა გამოიხედა, მე აჩქარებით მოვუყევი, რაც ვნახე. დედამ კარგად მომისმინა და მითხრა, რომ შენს მოსვლამდე რამდენჯერმე ძლიერმა სინათლემ გარეთ გამომახედაო.

ნანა ჟვანია

Monday, May 16, 2011

ამო საბურთალოს თავზე

2000 წლის 1 სექტემბერი დილის 6 საათი

საქართველოს ტელეივიზიის პირველი არხის ანონსების თანამშრომლები მანქანით მოდიოდნენ ტელევიზიიდან. პეკინის ქუჩაზე სასტუმრო “აჭარასთან” მათ შენიშნეს ვარსკვლავის მსგავსი ობიექტი როლემიც მოძრაოდა. როდესაც ისინი მაღაზია “ორბიტას” მიუახლოვდნენ ობიექტი ისე მოახლოებული იყო, რომ ნათლად ჩანდა მისი ფორმა. იგი წარმოადგენდა ელიფსს და მის ზედაპირზე არათანაბრად იყვნენ განლაგებილი თეთრი ნათურები. მოძრაობის დროს ობიექტი გზის მარცხენა მხარეს სახლებს ეფარებოდა და როდესაც იგი ძაან მოუახლოვდა მათ მაშინ მათ მანქანა გააჩერეს და ისე აკვირდებოდნენ მის მოძრაობას. ცოტა ხანში ის კორპუსს მოეფარა და მეტი აღარ გამოჩენილა.

ამო საბურთალოს თავზე.

2000 წლის 7 აგვისტო 21 საათი და 20 წუთი

ეს ინფორმაცია გავიდა საქართველოს ტელევიზიის ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერში”. აქ ნაჩვენებ იქნა ვიდეო კადრები რომელიც მოწმემ ვიდეო კამერით გადაიღო თავისი სახლიდან (კოსტავას ქუჩა). ობიექტი ჩანდა ლისიტბის მიდამოებში. სამწუხაროდ მოწმემ არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და არ მოგვაცოდა მასალა შემდეგი დაწვრილებითი კვლევისათვის.

ეს მასალა ეთერში გავიდა 28 აგვისტოს. გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში ხალხი რეკავდა და ერთერთმა აღნიშნა რომ ასეთივე ობიექტი მისმა მოეგობარმა ნახა 24 აგვისტოს.

სამცუხაროდ ჯერჯერობით ამ ჩანაწერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია რომ ჩაგვეტარებინა კომპიუტერული ანალიზი. ერთი კი უნდა აღვნიშნოთ რომ ეს შესაძლებელია, რომ პლანეტა ვენერა ყოფილიყო.

მფრინავი თეფში კახეთში

დედოფლის წყარო.

    ეს ამბავი მოხდა 1940-იან წლებში. იმის მერე დიდი დროა გასული და დეტალები უცნობია. ამ ფაკტიდან ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამო მიფრინავდა დღისით. ის მოჩანდა როგორც პრიალა ვერცხლისფერი ობიექტი და ძაან მაღლა მიფრონავდა. ამიტომ მისი ფორმა ზუსტად არ ჩანდა. ამ დაკვირვებაში ყველაზე საინტერესო ისაა რომ ობიექტი "ნახტომებით" გადაადგილდებოდა. თითქოს ქვა მიხტოდა წყალზე. და კიდე ერთი საინტერესო დეტალი ის არის რომ ობიეტი წყვეტილად წკრიალის ხმას გამოსცემდა. ეს ომის პერიოდი იყო და უამრავი მოწმემ დასკვნა გამოიტანა რომ ეს ამერიკის საიდუმლო იარაღი უნდა ყოფილიყო.

ამო საბურთალოს თავზე 1999 წლის 7 ოქტომბერი

ამო საბურთალოს თავზე
1999 წლის 7 ოქტომბერი 19:00-20:00 (თბილისი, დასავლეთი მიმართულება დიდუბის გზატკეცილიდან)



    ამონაწერი გაზეთ "ალიადან" 1999 წ. 9-10 ოქტომბერი. ნომერი 159.
    "გუშინწინ საღამოს "ალია პარტრულს" დიდუბის რაიონიდან საგზაო პოლიციელები დაუკავსირდნენ: ცაში რაღაცეები დაფრინავენ და გადაიღეთო. რაღა თქმა უნდა, "გაიშნიკებს" ფრინველები და თვითმფრინავები არ უგულისხმიათ. დასახელებულ ადგილზე მისვლისას, ბუნებრივია, არაფერი ჩანდა. პოლიციელებმა კი "ალიას" ქალაქის გასასვლელისაკენ მიუთითეს: სანამ თქვენ მოხვედით, საბურთალოსაკენ გადაფრინდნენო. ნაჩვენები მიმართულების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოეთის მხარეს, მოულოდნელად ცა მღვრიე ცეცხლისფერ-ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა, მიწას შეუერთდა და იქაურობა ბინდით მოიცვა. სწორედ ამ დროს დასავლეთის მიმერთულებით მუქ ლურჯ ღრუბლებში საკმაოდ სიმეტრიულად გამოისახა კაშკაშა ცეცხლისფრად შეფერილი ორი თვალი და ცხვირი.
    "ალია" ამ მოვლენას ვიდეოკამერით აფიქსირებდა. მოულოდნელად გამოსახული სახის ზემოთ ღრუბლების კიდეზე ნათელი წარტილი გამოჩდა. ვიდეოკამერა იმწამსვე გაითიშა. "ალიამ" გადაღება ფოტოაპარატით გააგრძელა. გადაღებული ორი კადრის შემდეგ მანათობელი, ოდნავ შუაში გაღუნული დისკო ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩდა. კაშკაშა მოწითალო-ცეცხლისფერი თვალები და ცხვირი დისკოს გაქრობისას უკვე წაშლილი იყო... რამოდენიმე წუთში დასავლეთიდან ორი სამგზავრო თვითმფრინავი გამოჩდა. "ალიამ", ყოველი შემთხვევისათვის, ისინიც დააფიქსირა ფოტოაპარატით და უკვე ამუშავებული ვიდეოკამერით. დაახლოებით ერთ საათში კი მართლაც უნიკალური კადრები დაიბეჭდა...
    მოლაპლაპე დისკო ღრუბლებიდან გამოცურდა. ფოტოგამოსახულების კომპიუტერული გადიდების შემდეგ მის "კუდთან" რამდენიმე მოდული დაფიქსირდა. 5-6 წამის შემდეგ გადაღებულ კადრზე "კუდი" უფრო დავიწროვდა, მოდულები კი იქვე სივრცეში გაიფანტა. ამ მომენტისათვის დისკოს ფერი ისევ კრიალა ყვითელი იყო, მოდულები კი ღია ცისფრად ანათებდა."
    ირაკლისთან ჩემი პირადი გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ სამან ის ადგილზე მივიდოდა ავტოინსპექტორები და მოქალაქეები აკვირდებოდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. რომლებიც სამნი იქვნენ და ცაში დაფრინავდნენ. მოწმეების თქმით ისინი მრგვალები იყვნენ. ირაკლის თქმით ხალხი აღელვებული იყო და მათგან რაიმეს კონკრეტულად გარკვევა შეუძლებელი იყო.

გომბორის ინციდენტი

ვაგრძელებ "ისტორიული" სტატიების გამოქვეყნებას. ასეთმა სტატიებმა 90-იან წლებში საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ სტატიაში მოყვანილი ბევრი "ფაქტი" სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქედზე არის ავტომობილის გზაც და მეცხვარეების ფერმებიც. ასე რომ ადამიანური ფაქტორი არ გამოირიცხება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში უცხოპლანეტელების აქტიურობას ქონდა ადგილი საგარეჯოს რაიონში.

    1988 წლის 24 მაისს გვიან ღამით საგარეჯოს რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5-6 კილომეტრის მანძილზე, ცივ გომბორის მთაზე, კისისხევისა და თოხლიაურის ხევის მიდამოებში დაახლოებით 2 კილომეტრ სიგრძეზე და 100-150 მეტრ სიგანეზე სწორხაზოვნად(!), მთლიანად განადგურდა შერეული ტყის მასივი!..
    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბადოების გეოლოგიისა და ძიების კათედრის გამგის, პროფესორ შოთა ჯავახიშვილის რამოდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებულ მოსაზრება:
    "პირველი - ცივის მთის წყალგამყოფის უბანზე, რომელიც მოიცავს თოხლიაურის ხევის და კისისხევის სათავეების ზოლს, სადაც დაახლოებით 2 კილომეტრ სიგრძეზე და 100-150 მეტრ სიგანეზე განადგურებულია ტყის მასივი, არ შეიმჩნევა რაიმე გეოლოგიური მოვლენა, რომელსაც შეიძლება მიეწეროს ტყის განადგურება.
    მიწის ზედაპირი არსად აშლილი არაა, ამ უბანზე მეწყერები არ შეიმჩნევა, სრულად გამორიცხულია ზვავები და ღვარცოფები.
    მეორე - როგორც სხვა სპეციალისტები გამოთქვამენ მოსაზრებას, ეს უნდა იყოს გამოწვეული ქარის მოქმედებით, რაც, როგორც ჩანს, სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ აქვე უნდა  შევნიშნოთ, რომ ეს ქარი, ცოტა უცნაურად იქცევა - ვიწრო ზოლი დიდ სიგრძეზე, ამ ზოლის მარცხნივ და მარჯვნივ ტყე ხელუხლებელია.
    ასეთი რამ შეიძლება ქარბობალას გამოეწვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქარბობრბალა მთიან, უსწორმასწორო რელიეფში არ ჩდება და მოგლეჯილი ხეებიც არსებით ერთ მიმართულებით არიან გადაწოლილი, ქარის ბრუნვითი მოძრაობა საეჭვო ხდება.
    ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ხე გადაადგილებული თავისი მოგლეჯის ადგილიდან, მოტეხილი ტოტებიც კი ადგილზეა დაცვივნული და არა გადატანილი.
    მესამე - თუმცა ორიოდ შემთხვევაში ვნახეთ ხეების შემობრუნება, მაგრამ ეს გამონაკლისები ცალმხრივი ქარის მოქმედებითაც აიხსნება - თუ ქარს ხის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვაგვარად გაუწევს წინააღმდეგობას. მაგალითად, თუ ხეს ერთ მხარეს მეტი ტოტები და ფოთლები აქვს, ის იქ განიცდის მეტ დაწოლას. რამაც მოგლეჯისას ის უნდა შემოაბრუნოს.
    ყოველივე ზემოთ თქმულის გამო მიმაჩნია, რომ ეს მოვლენა დეტალური შესწავლის ობიექტი უნდა გახდეს. კვლევა უნდა მოეწყოს დაუყონებლივ, რადგან სატყეო მეურნეობა ამ ხეების გამოტანას აპირებს, რაც არასასურველად იმოქმედებს ფაქტიური მასალის შეგროვებაზე".

მოწმეების მონათხრობები:

ნოდარ ქურდიანი - ფიზიკოსი

    "იმ დილით, დაახლოებით 9 საათზე ჩვენი სააგარაკო სახლიდან - საგარეჯოს რაიონის სოფელი მარიამჯვარი - ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე მთაზე შევამჩნიე, ალბათ, მეტალური კონსტრქციის მქონე დანადგერი. ეს მთა ალპურ ზონას სწვდება და თავდება სწორი პლატოთი, რომელზეც რამოდენიმე ხე იზრდება. ჩემს მიერ ნანახი დანადგერი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხეების სიმაღლეს და სიგანითაც დააახლოებით ისეთივე ზომის იყო. ხსენებული მთა ჩვენი სახლიდან პირდაპირი მიმართულებით დაახლოებით 5-6 კილომეტრითაა დაცილებული. დანადგერის ირგვლივ ან პლატოს იმ ნაწილზე, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, ამ დანადგერის დამზერის დროის განმავლობაში ადამიანები არ შეიმიმჩნევია. დანადგარის არსებობამ დამაინტერესა, რადგან ადრე, 1969 წლიდან, როცა ჩვენ მარიამჯვარში აგარაკი შევიძინეთ, ხსენებული მთის სისტემაზე ადამიანის ან მისი ნამუშაკარის შედეგი არ შეგვინიშნავს. დანადგარის უკან პერიოდულად 2-3 წუთის ინტერვალით შეიმჩნეოდა გარკვეული ნათება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დანადგერის უკან განლაგებული იყო მბრუნავი სარკე, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად ვუმზერდი დანდაგარს და არაფერი ცვლილება უკვე აღწერილთან შედარებით, მე არ შემიმჩნევია. შემდეგ საშინაო საქმეების გამო, მხოლოდ ეპიზოდურად ვუყურებდი მთას და ვხედავდი დანადგარს, მაგრამ 13 საათზე იგი იქ უკვე აღარ იდგა, ესე იგი, უშუალო მომენტი დანდაგარის დადგმისა და გაქრობისა, მე ვერ დავაფიქსირე. წინა დღეს კი ის ნამდვილად არ იდგა იმ მთაზე, აღნიშნულს ყურადღება კიდევ იმიტომაც მივაქციე, რომ დანადგარი დიდად მომეჩვენა, მთაზე არსებულ ხეებთან შედარებით და მისი დამონტაჟება ან დაშლა შედარებით დიდ დროს წაიღებდა. ჩემთვის გაუგებარი იყო მისი ასე უეცარი გაქრობა. აღნიშნული ფაქტების მერე დილამდე ამ მთაზე არაფერი შემიმჩნევია.
    ჩემს გარდა ეს დანადგარი ნახეს ჩემმა მეუღლემ ნ. ქურდიანმა და მისმა დამ ე. შავდიამ. სოფელ მარიამჯვარის მაცხოვრებლებთან ან დამსვენებლებთან ამ თემაზე არ მილაპარაკია.
    და კიდევ, ჩემი ვარაუდით მთის მეორე მხარე უნდა უყურებდეს თელავის მახლობლად გომბორის გზაზე განლაგებულ სოფელ თეთრ წყლებს. რამდენადაც მე მახსოვს, იმ მხრიდან არ არის შესაბამისი გზა ერთ მთლიანობაში ასეთი დანადგარის ასატანად. ნაწილებად ატანა ალბათ, გამორიცხულია, რადგან დანადგარის მონტაჟი არ გამომეპარებოდა"...

ქარუმა ჯავახიშვილი - სოფელ ზემო ყანდაურას მცხოვრები

    "ტელევიზორით საგარეჯოს დამტვრეული ტყის ჩვენებამდე ორი-სამი დღის წინათ, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე სოფლის ჩრდილოეთით, ცივ-გომბორის მხარეს ცაზე დავინახე ბურთის მაგვარი განათებული სხეული, რომელიც მზეს ჰგავდა, და რომელიც ძალიან ლაპლაპებდა. სხეულს იქამდე ვუყურე სანამ მთებში არ ჩაეშვა და გაქრა. მე მაშინ არავისთვის არაფერი მითქვია, ტელევიზორში გადაიცა და რაიონშიც დაიწყეს ლაპარაკი უჩვეულო ამბავზე. მის შემდეგ მე ყველაფერი ეს მეუღლეს ვუთხარი. ვფიქრობდი, ამხელა ხეების წაქცევა იმის ბრალი ხომ არ არის, მე რომ ცაში რაღაც სხეული შევნიშნე-მეთქი. ეს სხეული მე ჩემი თვალებით ვნახე და სამი ოთხი წუთიც ვუყურებდი. მე ვარ 53 წლის და ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მინახია. იმ საღამოს მშვიდი და წყნარი ამინდი იდგა, ცა მოწმენდილი იყო"...


ნოდარ დემეტრაშვილი - თბილჰიდროპროექტის გეოლოგიური სექტორის უფროსი:

    "1988 წლის 24 მაისს სიღნაღის რაიონიდან ვბრუნდებოდი თბილისში. მოწმენდილი ცა და თბილი ამინდი იყო. სოფელ ბადიაურს რომ გამოვცდი, (დაახლოებით 20 საათი), ცივ-გომბოტის წედზე, სოფელ მარიამჯვარის გასწვრივ შევნიშნე წაგრძელებული ფორმის რუხი ფერის ღრუბელი 300-500 მეტრის სიმაღლეზე, ზემოთ დაახლოებით 200X100X50 მ. დავაკვირდი მოძრაობის მიმართულებასა და შევნიშნე, რომ იგი არ მოძრაობდა, თანდათანობით გაილია და გაქრა. სოფელ მანავთან მიახლოებისას, იგივე ადგილზე იმავე განზომილების  ღრუბელი, ფორმის შეუცვლელად აიწია მიწის ზედაპირიდან ნელი მოძრაობით. გაჩერდა იგივე სიმაღლეზე, რაც პირველ შემთხვევაში და კვლავ დაიწყო გაქრობა. მოვლენის განმეორებამ დამაინტერესა... მანავს რომ გავცილდი, ეს ღრუბელიც უკვე გამქრალი იყო და სოფელ თუხლიაურთან მიახლოებისას, იმავე ადგილიდან, იგივე განზომილების მესალე ღრუბელი ამოდიოდა. მგზავრობისას ხსენებული ადგილი მკვეთრად რჩებოდა მარჯვნივ და ჩემი მხედველობის არედან გამოდიოდა."

დავით დ.-ს შემთხვევა. "შეხვედრა უცხოპლანეტელებთან"

დავით დ-ს შემთხვევა
(მესამე სახის კონტაქტები საქართველოში)

რედაქტორისგან: ეს მასალა გამოქვეყდა გაზეთ "ახალგაზდა კომუნისტში" 1989 წელს. სტატიის ავტორი გიგლა გობეჩია გალხდათ. მასალა სენსაციური იყო რადგან მსგავსი რამ პირველად ქვეყდებოდა სსრკ-ს პრესაში. მასალას უცვლელად გთავაზობთ. 

    შესავლის მაგიერ:
    1989 წლის 12 ივლისს ღამის პირველის 1-2 წუთზე ოქროყანაში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ინჟინერმა თამარ მენაკსოპულომ თავის ქალიშვილთან რუსუდან ნუცუბიძესთან ერთად ნახა უცნაური მოვლენა: თბილისის თავზე დაახლოებით ტელეანძის სიმაღლეზე დაეკიდა თეფშისმაგვარი რაღაც მანათობელი საგანი ერთი-ორი წუთის შემდეგ ამ მანათობელ ობიექტს გამოეყო და დაბლა დაეშვა წვრილი სხივი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ტელეანძაზე შუქი ჩაქრა...

    დავით დ_ს წერილი:
    "მინდა გაცნობოთ ისეთი ფაქტი, რომელიც დღითიდღე მეორდება და რომელიც გვამცნობს, რომ ამ სამყაროში შეიძლება არსებობდეს სხვა ცივილიზებული პლანეტაც. ეს მოხდა 1989 წლის 4 ივლისს საღამოს 21 საათსა და 30 წუთზე. ორთაჭალაში ნაცნობი გოგონა ჩავისვი მანქანაში და სახლში წავიყვანე. დავითაშვილის ქუჩაზე, რესტორან სამადლოსთან შევნიშნე, რომ ძრავში წყალი გაცხელდა. იძულებული ვიყავი მანქანა გამეჩერებინა და წყალი დამემატებინა. ჩემი ნაცნობი გოგონა მანქანაში დავტოვე. ავიღე რეზინის ვედრო და წყლის მისატანად წავედი. უკან მიბრუნებულს გოგონა მანქანაში არ დამიხვდა. მე ისიც აღარ მახსოვს, მანქანაში წყალი ჩავასხი თუ არა. მანქანა დავქოქე და ზემოთ მთაწმინდის პარკისაკენ წავედი. თუმცა წესით სხვა მიმართულებით, სახლში უნდა წავსულიყავი, მთაწმინდის გზაზე ერთ-ერთ ადგილას დავინახე, რომ გზის პირას იდგა ქალი, რომელიც მანქანას მაჩერებინებდა. მე მანქანა აღარ გამიჩერებია, უფრო სწორად, ვერც მივასწარი იმის მოფიქრება, გამეჩერებინა თუ არა, დაახლოებით 15 მეტრი მქონდა გავლილი, რომ სარკეში გავიხედე და გარკვევით ვნახე - ქალი იქ აღარ იდგა...



ამო-ს დაჯდომის ადგილი მთაწმინდის პლატოზე სადაც მესამე სახის კონტაქტი ქონდა დავით დ-ს უცხოპლანეტელებთან.

    მე გზა გავაგრძელე. მთაწმინდის პარკთან მანქანა გავაჩერე და რესტორანში შევედი ნაცნობის სანახავად, მაგრამ იგი იქ არ დამიხვდა. მისი ნახვა იმ დღეს გეგმაში სულაც არ მქონდა. იქიდან გამობრუნებულს დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ მანქანის ძრავა უცებ გამომერთო. მე ასეთი შემთხვევა, რაც მანქანა მყავს, საერთოდ არ მახსოვს. გადმოვედი, მანქანას ხელი რომ არ შეეშალა სხვებისთვის, უკან მივაგორე, ხელის მუხრუჭი დავაყენე და გადმოვედი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემზე რაღაც უხილავი ველი მოქმედებს, რომელმაც ჩემთვის უცნობი მიმართულებით წამიყვანა. გზა ჩაბნელებული იყო. დაახლოებით 200 მეტრი მექნებოდა გავლილი, რომ ჩემგან მარცხნივ, შემაღლებულზე დავინახე ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფში, რომელიც სამფეხა საყრდენზე იდგა. გარშემო ფერადი ნათურები ენთო, ქვემოთ ტრაპის მაგვარი რამოდენიმე ფანჯარაც ჩანდა. თეფშიდან 15-20 მეტრზე იდგა ოთხი ფიგურა. მათი სიმაღლე 2.5-3 მეტრამდე იქნებოდა. არ შემშინებია, ალბათ, იმიტომ რომ იმ ჰიპნოზის მაგვარმა ძალამ, რამაც მე იქ მიმიყვანა, მომიხსნა შიშის გრძნობაც. ჩემს გამოჩენამდე ისინი არც შეშფოთებულან. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და შეეცადა ჩემთან კონტაქტის დამყარებას. როგორც მე შევატყე, ჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა, რომლის ბგერების წყობაც და კილოც ჩემთვის უცნობი იყო, შემდეგ გაუმართავი რუსულით დამიწყო ლაპარაკი. მან მკითხა - თუ რამდენი წლისა ვიყავი, მე ვუპასუხე. შემდეგ თქვა, რომ ისინი პირველად არ არიან ჩვენთან, რომ კიდევ მოვლენ. მითხრა - ისეთ დროს გამოვჩდებით, როცა საჭირო იქნებაო. მითხრა ისიც, რომ ჩვენ ძალიან განუვითარებლები ვართ, რომ ძალიან დაბალი, პრიმიტიული ტექნიკა გვაქვს.


ასე გამოსახა დავით დ-მ მფრინავი თეფში, ის აპარატი საიდანაც მან სახლში დარეკა და უცხოპლანეტელი რომელთანაც მას ქონდა კონტაქტი.

    შემდეგ ჩემს უკან ვიგრძენი სითბო მთელს ორგანიზმში, მოვიხედე და დავინახე, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემს სიმაღლეს ზომავდა. მე მხოლოდ ერთი მესაუბრებოდა. შემდეგ მე საათზე ხელი დავიდე და ვანიშნე, რომ უკვე გვიან არის და მეჩქარება მეთქი. მან მკითხა, ტელეფონი თუ გაქვსო სახლში. ვუპასუხე, რომ მაქვს, მაგრამ აქედან როგორ დავრეკო-მეთქი... იგი თეფშისკენ გაემართა, ავიდა ტრაპზე, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. უკან მობრუნებულს ხელში აპარატი ეჭირა. მასზე სხვადასხვა ფერის ნათურები ენთო და ჩემთვის უცნობი წარწერები, რომლებიც უფრო იეროგლიფებს წააგავდა. მე მივხვდი, რომ ეს ტელეფონია და კლავიშებზე თითის დაჭერით ჩემი ნომერი ავკრიფე. ხმამ, რომელიც აპარატიდან გამოდიოდა და ნათურამ, რომელიც ხმაზე ინთებოდა, მიმახვედრა, რომ ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო (როგორც შემდეგ გავიგე, დედა არ ყოფილა სახლში). მე ვუთხარი, რომ არავინ მპასუხობს-მეთქი, მაშინ მან აპარატი უსიტყვოდ უკან წაიღო. მერე მობრუნდა და მითხრა, რომ მათ უნდათ ჩვენი წაყვანა (მე ვერ გავიგე, ჩვენში ვის გულისხმობენ), უნდათ დახმარება, რომ ჩვენთან ცუდი მიზნით არ მოდიან. მე შევეკითხე, თან რომ გამოგყვეთ, უკან თუ მომიყვანთ-მეთქი. მაგრამ შეკითხვაზე არ მიპასუხა, ვინაიდან პატარა გადამცემზე (ჩემი აზრით, ეს გადამცემი უნდა ყოფილიყო, იგი ოთხივეს გულჯიბის ადგილას ეკეთა), აინთო წითელი ფერის ნათურა და გაისმა დაბალი ხმის სირენის მსგავსი რამ. ამ სიგანლზე ჩემმა მოსაუბრემ მიმატოვა და თეფშისაკენ გაემართა. ამ დროს მე დავინახე ტელევიზორის მსგავსი ეკრანის მქონე აპარატი, რომელზეც მთელი ჩემი სხეული იყო გაშუქებული, უფრო სუფთად ჩანდა, ვინემ ჩვენთან რენდგენის აპარატზე ჩანს ხოლმე. ვხედავდი, როგორ მუშაობდა ჩემი გული და კუჭი, სხვა ორგანოებიც. ამასობაში ჩემი მოსაუბრეც დაბრუნდა. მან მითხრა, რომ თავისუფალი ვიყავი და შემეძლო წასვლაც. მე ვუთხარი, რომ მანქანა არ მუშაობს-მეთქი. მან დამამშვიდა - ნუ გეშინია, მანქანა ამუშავდებაო. მე წამოვედი, სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, დავინახე, როგორ აიკეცა საფეხურები თეფშმა და ჰაერში აიწია. დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლეზე სიჩქარე შეანელა და სწრაფად გვერდითი მობრუნებით დახრილად გაკვეთა ჰაერი. გავიგინე ოდნავ ზუზუნის მსგავსი ხმა...
    მე სახლში წავედი - მანქანა თავისუფლად დაიქოქა. მერე 11 ივლისს იმავე ადგილას ვნახე შავი ფერის დაქცეული სითხე, რომელსაც ნავთის სუნი ჰქონდა. სითხე უკვე ჩამშრალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ლაქა მესამე დღეს არ ყოფილა. გამოდის, რომ ისინი ჩვენი შეხვედრის შემდეგ კიდევ მოვიდნენ და ეს ლაქაც დატოვეს..."

უცხოპლანეტელი მეტეხის გვირაბში

თამაზ ბესტავაშვილი

მომარაგების ეკონომისტი, თბილისი

    "1989 წლის 12 ივლისს, დაახლოებით დილის 8 საათსა და 30-40 წუთზე მანქანით მივდიოდი სამსახურში საბჭოს ქუჩით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მწვანე შუქნიშანზე გავლისას ჩემს წინ მგდომი მანქანა შეფერხდა. მე მას გვერდი ავუარე და "სტოპ" ხაზი გადავკვეთე იმ მომენტში, როცა ყვითელი ჩაქრა და წითელი შუქფარი აინთო. სანაპიროზე რომ გავედი, შევნიშნე ავტოინსპექტორი და მიძრაობა შევანელე. როცა გავცდი მას, კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ არ გამაჩერებდა. და სალონის უკან სამზერ სარკეში ჩავიხედე. დავინახე, რომ შუქნიშანზე ჩემს გამოსვლამდე სანაპიროს მხარეს მდგარი ორი ტრაილერი იყო გახიდული. წარმოიშვა ე.წ. საცობი. გვირაბში მარტო შევედი. ცოტა მანძილი გავიარე თუ არა, გვირაბის გზის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 20 მეტრში დავინახე თეთრებში ჩაცმული ადამიანი. პირველი გრძნობა, რომელიც გამიჩდა იყო ის რომ შეიძლება ყოფილიყო მთვრალი ან ბოროტმოქმედი. პირველ შემთხვევაში შემეშინდა იმიტომ, რომ არ წაქცეულიყო და მანქანის ქვეშ არ ჩამვარდნოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქვა ან რკინა არ ესროლა მანქანისათვის. იმ ხნის განმავლობაში, რაც მე ამ გვირაბში გამივლია, სულიერის ჭაჭანება არასდეს მინახავს და ჩემს შიშს ესეც აძლიერებდა. ამიტომ მოძრაობა შევანელე, გადავრთე მეორე სიჩქარეში და მოვემზადე, რომ თუ რამეს დააპირებდა, სასწრაფოდ მოვშორებულიყავი იმ ადგილას. გადავედი გზის უკიდურეს მერჯვენა მხარეს, თან თეთრ სამოსიანს თვალს არ ვაშორებდი. როდესაც მივუახლოვდი 8-10 მეტრით, მან შემობრუნება დაიწყო.
    მე დაბეჯითებით არ შემიძლია ვთქვა, რა სიჩქარით მივდიოდი, ან მანქანა გავაჩერე თუ არა, მაგრამ ყველა მისი მოძრაობა გვირაბის კედლის ჭრილში, უფრო სწორად, მოპირდაპირე გვირაბის გასასვლელში შესვლის ჩათვლით, კარგად მახსოვს.
    თეთრსამოსიანი წარმოადგემნდა ჩვეულებრივი სიმაღლის - დაახლოებით 180 სანტიმეტრის ნორმალური აღნაგობის ადამიანის ტიპის არსებას, მაგრამ ჰქონდა საკმაოდ მაღალი, კვერცხის ფორმის, ელიფსური მოყვანილობის თავი, თუ თავის სიმაღლეს დავყოფთ ხუთ ნაწილად, მისი შუბლი შეადგენდა დაახლოებით თავის სამ მეხუთედ ნაწილს. დანარჩენი სახე იყო. ეს იყო პატარა, მრგვალი, დაახლოებით ახალი კარტოფილის მაგვარ ცხვირი, წვრილი თვალები, მაგრამ გუგები ჰქონდა არა ჩვეულებრივად ქვევით, არამედ ზევით წარბების მხარეს. არ ჰქონდა წარბები და წამწამები, არც ნიკაპი და ლოყები. პირი გრძელი და ჭრილის მაგვარი იყო. არ ემჩნეოდა არავითარი ნაოჭი, ყურების ადგილი იყო აბსოლუტურად გლუვი და ამოუბურცავი. არ მახსოვს ნესტოები ჰქონდა თუ არა.
    მისი ტანსაცმელი იყო კომბინიზონის ტიპის, ტანზე კარგად მორგებული, თეთრი ფერის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან მოტრიალება დაიწყო მაშინ, როცა მივუახლოვდი დაახლოებით ათი მეტრის მანძილზე, მაგრამ დავაფიქსირე მისი მოძრაობის მთელი პროცესი.
    იგი მოძრაობდა შემდეგნაირად: მარცხენა ფეხის აწევისას ოდნავ იხრებოდა მარჯვენა მხარეს, მერჯვენა ფეხის აწევისას - მარცხენა მხარეს, მაგრამ ამ დროს იგი არც ერთ ფეხს არ ხრიდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხს სწევდა მთელი ტანით გვერდზე გადახრისას. ამ დროს გადახრის შესაბამისად ხელები ოდნავ შესამჩნევად მოძრაობდა. იგი შემობრუნდა 180 გრადუსით და შევიდა გვირაბის კედელში არსებულ კარებში. თავი ოდნავ დახარა, მაგრამ მობრუნების დროს თავი უძრავად ეჭირა.
    მე დაკვირვების პროცესში შიში არ მიგვრძვნია, მქონდა უბრალოდ გაკვირვების შეგრძნება.
    ამის შემდეგ არაფერი არ მახსოვს.
    როდესაც ცნობიერება დამიბრონდა, მანქანა გაჩერებული იდგა გვირაბიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, გზის პირას, მე მიყრდნობილი ვიყავი გზისპირა მოაჯირზე და ვეწეოდი სიგარეტს. ვიყავი ძალიან აღელვებული და ცოტა ვკანკალებდი კიდეც. როდესაც სიგარეტის წევა დავამთავრე და მანქანაში ჩავჯექი, გვირაბიდან გამოჩდა მანქანები. ეს შეგრძნება დაახლოებით 5 წუთში სავსებით გამიქრა და სრულებით დავწყნარდი.
    შემდეგში, როდესაც მომხდარი გავაანალიზე, დავასკვენი, რომ ყველაფერი ეს (გვირაბში შესვლიდან იმ მომანტამდე, როც ცნობიერება დამიბრუნდა) მოხდა დაახლოებით 15 წუთში.
    შემდგომ დღეებში არავითარი უარყოფითი ემოციები ან გრძნობები არ მქონია. მომახდარისადმი ისეთი დამოკიდებულება მქონდა, თითქოს მოხდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა".

საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია

მოგესალმებით ჩვენს ბლოგზე.