Monday, May 16, 2011

დავით დ.-ს შემთხვევა. "შეხვედრა უცხოპლანეტელებთან"

დავით დ-ს შემთხვევა
(მესამე სახის კონტაქტები საქართველოში)

რედაქტორისგან: ეს მასალა გამოქვეყდა გაზეთ "ახალგაზდა კომუნისტში" 1989 წელს. სტატიის ავტორი გიგლა გობეჩია გალხდათ. მასალა სენსაციური იყო რადგან მსგავსი რამ პირველად ქვეყდებოდა სსრკ-ს პრესაში. მასალას უცვლელად გთავაზობთ. 

    შესავლის მაგიერ:
    1989 წლის 12 ივლისს ღამის პირველის 1-2 წუთზე ოქროყანაში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ინჟინერმა თამარ მენაკსოპულომ თავის ქალიშვილთან რუსუდან ნუცუბიძესთან ერთად ნახა უცნაური მოვლენა: თბილისის თავზე დაახლოებით ტელეანძის სიმაღლეზე დაეკიდა თეფშისმაგვარი რაღაც მანათობელი საგანი ერთი-ორი წუთის შემდეგ ამ მანათობელ ობიექტს გამოეყო და დაბლა დაეშვა წვრილი სხივი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ტელეანძაზე შუქი ჩაქრა...

    დავით დ_ს წერილი:
    "მინდა გაცნობოთ ისეთი ფაქტი, რომელიც დღითიდღე მეორდება და რომელიც გვამცნობს, რომ ამ სამყაროში შეიძლება არსებობდეს სხვა ცივილიზებული პლანეტაც. ეს მოხდა 1989 წლის 4 ივლისს საღამოს 21 საათსა და 30 წუთზე. ორთაჭალაში ნაცნობი გოგონა ჩავისვი მანქანაში და სახლში წავიყვანე. დავითაშვილის ქუჩაზე, რესტორან სამადლოსთან შევნიშნე, რომ ძრავში წყალი გაცხელდა. იძულებული ვიყავი მანქანა გამეჩერებინა და წყალი დამემატებინა. ჩემი ნაცნობი გოგონა მანქანაში დავტოვე. ავიღე რეზინის ვედრო და წყლის მისატანად წავედი. უკან მიბრუნებულს გოგონა მანქანაში არ დამიხვდა. მე ისიც აღარ მახსოვს, მანქანაში წყალი ჩავასხი თუ არა. მანქანა დავქოქე და ზემოთ მთაწმინდის პარკისაკენ წავედი. თუმცა წესით სხვა მიმართულებით, სახლში უნდა წავსულიყავი, მთაწმინდის გზაზე ერთ-ერთ ადგილას დავინახე, რომ გზის პირას იდგა ქალი, რომელიც მანქანას მაჩერებინებდა. მე მანქანა აღარ გამიჩერებია, უფრო სწორად, ვერც მივასწარი იმის მოფიქრება, გამეჩერებინა თუ არა, დაახლოებით 15 მეტრი მქონდა გავლილი, რომ სარკეში გავიხედე და გარკვევით ვნახე - ქალი იქ აღარ იდგა...



ამო-ს დაჯდომის ადგილი მთაწმინდის პლატოზე სადაც მესამე სახის კონტაქტი ქონდა დავით დ-ს უცხოპლანეტელებთან.

    მე გზა გავაგრძელე. მთაწმინდის პარკთან მანქანა გავაჩერე და რესტორანში შევედი ნაცნობის სანახავად, მაგრამ იგი იქ არ დამიხვდა. მისი ნახვა იმ დღეს გეგმაში სულაც არ მქონდა. იქიდან გამობრუნებულს დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ მანქანის ძრავა უცებ გამომერთო. მე ასეთი შემთხვევა, რაც მანქანა მყავს, საერთოდ არ მახსოვს. გადმოვედი, მანქანას ხელი რომ არ შეეშალა სხვებისთვის, უკან მივაგორე, ხელის მუხრუჭი დავაყენე და გადმოვედი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემზე რაღაც უხილავი ველი მოქმედებს, რომელმაც ჩემთვის უცნობი მიმართულებით წამიყვანა. გზა ჩაბნელებული იყო. დაახლოებით 200 მეტრი მექნებოდა გავლილი, რომ ჩემგან მარცხნივ, შემაღლებულზე დავინახე ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფში, რომელიც სამფეხა საყრდენზე იდგა. გარშემო ფერადი ნათურები ენთო, ქვემოთ ტრაპის მაგვარი რამოდენიმე ფანჯარაც ჩანდა. თეფშიდან 15-20 მეტრზე იდგა ოთხი ფიგურა. მათი სიმაღლე 2.5-3 მეტრამდე იქნებოდა. არ შემშინებია, ალბათ, იმიტომ რომ იმ ჰიპნოზის მაგვარმა ძალამ, რამაც მე იქ მიმიყვანა, მომიხსნა შიშის გრძნობაც. ჩემს გამოჩენამდე ისინი არც შეშფოთებულან. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და შეეცადა ჩემთან კონტაქტის დამყარებას. როგორც მე შევატყე, ჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა, რომლის ბგერების წყობაც და კილოც ჩემთვის უცნობი იყო, შემდეგ გაუმართავი რუსულით დამიწყო ლაპარაკი. მან მკითხა - თუ რამდენი წლისა ვიყავი, მე ვუპასუხე. შემდეგ თქვა, რომ ისინი პირველად არ არიან ჩვენთან, რომ კიდევ მოვლენ. მითხრა - ისეთ დროს გამოვჩდებით, როცა საჭირო იქნებაო. მითხრა ისიც, რომ ჩვენ ძალიან განუვითარებლები ვართ, რომ ძალიან დაბალი, პრიმიტიული ტექნიკა გვაქვს.


ასე გამოსახა დავით დ-მ მფრინავი თეფში, ის აპარატი საიდანაც მან სახლში დარეკა და უცხოპლანეტელი რომელთანაც მას ქონდა კონტაქტი.

    შემდეგ ჩემს უკან ვიგრძენი სითბო მთელს ორგანიზმში, მოვიხედე და დავინახე, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემს სიმაღლეს ზომავდა. მე მხოლოდ ერთი მესაუბრებოდა. შემდეგ მე საათზე ხელი დავიდე და ვანიშნე, რომ უკვე გვიან არის და მეჩქარება მეთქი. მან მკითხა, ტელეფონი თუ გაქვსო სახლში. ვუპასუხე, რომ მაქვს, მაგრამ აქედან როგორ დავრეკო-მეთქი... იგი თეფშისკენ გაემართა, ავიდა ტრაპზე, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. უკან მობრუნებულს ხელში აპარატი ეჭირა. მასზე სხვადასხვა ფერის ნათურები ენთო და ჩემთვის უცნობი წარწერები, რომლებიც უფრო იეროგლიფებს წააგავდა. მე მივხვდი, რომ ეს ტელეფონია და კლავიშებზე თითის დაჭერით ჩემი ნომერი ავკრიფე. ხმამ, რომელიც აპარატიდან გამოდიოდა და ნათურამ, რომელიც ხმაზე ინთებოდა, მიმახვედრა, რომ ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო (როგორც შემდეგ გავიგე, დედა არ ყოფილა სახლში). მე ვუთხარი, რომ არავინ მპასუხობს-მეთქი, მაშინ მან აპარატი უსიტყვოდ უკან წაიღო. მერე მობრუნდა და მითხრა, რომ მათ უნდათ ჩვენი წაყვანა (მე ვერ გავიგე, ჩვენში ვის გულისხმობენ), უნდათ დახმარება, რომ ჩვენთან ცუდი მიზნით არ მოდიან. მე შევეკითხე, თან რომ გამოგყვეთ, უკან თუ მომიყვანთ-მეთქი. მაგრამ შეკითხვაზე არ მიპასუხა, ვინაიდან პატარა გადამცემზე (ჩემი აზრით, ეს გადამცემი უნდა ყოფილიყო, იგი ოთხივეს გულჯიბის ადგილას ეკეთა), აინთო წითელი ფერის ნათურა და გაისმა დაბალი ხმის სირენის მსგავსი რამ. ამ სიგანლზე ჩემმა მოსაუბრემ მიმატოვა და თეფშისაკენ გაემართა. ამ დროს მე დავინახე ტელევიზორის მსგავსი ეკრანის მქონე აპარატი, რომელზეც მთელი ჩემი სხეული იყო გაშუქებული, უფრო სუფთად ჩანდა, ვინემ ჩვენთან რენდგენის აპარატზე ჩანს ხოლმე. ვხედავდი, როგორ მუშაობდა ჩემი გული და კუჭი, სხვა ორგანოებიც. ამასობაში ჩემი მოსაუბრეც დაბრუნდა. მან მითხრა, რომ თავისუფალი ვიყავი და შემეძლო წასვლაც. მე ვუთხარი, რომ მანქანა არ მუშაობს-მეთქი. მან დამამშვიდა - ნუ გეშინია, მანქანა ამუშავდებაო. მე წამოვედი, სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, დავინახე, როგორ აიკეცა საფეხურები თეფშმა და ჰაერში აიწია. დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლეზე სიჩქარე შეანელა და სწრაფად გვერდითი მობრუნებით დახრილად გაკვეთა ჰაერი. გავიგინე ოდნავ ზუზუნის მსგავსი ხმა...
    მე სახლში წავედი - მანქანა თავისუფლად დაიქოქა. მერე 11 ივლისს იმავე ადგილას ვნახე შავი ფერის დაქცეული სითხე, რომელსაც ნავთის სუნი ჰქონდა. სითხე უკვე ჩამშრალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ლაქა მესამე დღეს არ ყოფილა. გამოდის, რომ ისინი ჩვენი შეხვედრის შემდეგ კიდევ მოვიდნენ და ეს ლაქაც დატოვეს..."

No comments:

Post a Comment