1981 წლის სექტემბერ-ოქტომბერი
მე მაშინ ვიყავი მე-7 კლასში. ეს იყო 1981 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (რიცხვი არ მახსოვს ზუსტად). მოვდიოდი სკოლიდან, შუადღე იყო, ჩემი სახლის მახლობლად შევნიშნე ორი მოხუცი, რომლებიც ცას უყურებდნენ გაკვირვებულნი. მათ მაც გამახედეს ცისკენ - "უყურე, შვილო, რამხელა რაღაცააო", მე დავინახე ბურთის ფორმის ერთ ადგილზე მბრუნავი სხეული, რომელიც დაახლოებით "კვასის" ცისტერნის ხელა იქნებოდა. ჩემი იქ ყოფნისას მან დაბლა-დაბლა დაიწყო დაშვება და ისევ ბრუნავდა. შემდეგ ეს სხეული დაახლოებით ელექტროდენის ბოძის სიმაღლეზე ჩამოვიდა და გაჩერდა.
მე გარკვევით დავინახე, რომ იგი იყო თეთრი ფერის, შავი ფიგურებით მოხატული. მე ფიგურები კარგად გავარჩიე. ეს იგურები იყო: შავი ფერის რომბი, ჯუჯა ველური ადამიანი და შავი ცხენი, რომელიც გეგონებოდათ გარბისო, სხეული დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, მაგრამ ბრუნავდა, მერე მისგან მოშორებით გამოჩდა ნახევარმთვარის მაგვარი რამ. მისი გამოჩენისას სხეულმა ნელ-ნელა მაღლა ასვლა იწყო და რამოდენიმე წუთის შემდეგ ცაზე შავი წერტილიღა ჩანდა. სახლს, რომ მივუახლოვდი, დავუწყე დედას ძახილი და როცა გამოიხედა, მე აჩქარებით მოვუყევი, რაც ვნახე. დედამ კარგად მომისმინა და მითხრა, რომ შენს მოსვლამდე რამდენჯერმე ძლიერმა სინათლემ გარეთ გამომახედაო.
ნანა ჟვანია
No comments:
Post a Comment