თამაზ ბესტავაშვილი
მომარაგების ეკონომისტი, თბილისი
"1989 წლის 12 ივლისს, დაახლოებით დილის 8 საათსა და 30-40 წუთზე მანქანით მივდიოდი სამსახურში საბჭოს ქუჩით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მწვანე შუქნიშანზე გავლისას ჩემს წინ მგდომი მანქანა შეფერხდა. მე მას გვერდი ავუარე და "სტოპ" ხაზი გადავკვეთე იმ მომენტში, როცა ყვითელი ჩაქრა და წითელი შუქფარი აინთო. სანაპიროზე რომ გავედი, შევნიშნე ავტოინსპექტორი და მიძრაობა შევანელე. როცა გავცდი მას, კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ არ გამაჩერებდა. და სალონის უკან სამზერ სარკეში ჩავიხედე. დავინახე, რომ შუქნიშანზე ჩემს გამოსვლამდე სანაპიროს მხარეს მდგარი ორი ტრაილერი იყო გახიდული. წარმოიშვა ე.წ. საცობი. გვირაბში მარტო შევედი. ცოტა მანძილი გავიარე თუ არა, გვირაბის გზის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 20 მეტრში დავინახე თეთრებში ჩაცმული ადამიანი. პირველი გრძნობა, რომელიც გამიჩდა იყო ის რომ შეიძლება ყოფილიყო მთვრალი ან ბოროტმოქმედი. პირველ შემთხვევაში შემეშინდა იმიტომ, რომ არ წაქცეულიყო და მანქანის ქვეშ არ ჩამვარდნოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქვა ან რკინა არ ესროლა მანქანისათვის. იმ ხნის განმავლობაში, რაც მე ამ გვირაბში გამივლია, სულიერის ჭაჭანება არასდეს მინახავს და ჩემს შიშს ესეც აძლიერებდა. ამიტომ მოძრაობა შევანელე, გადავრთე მეორე სიჩქარეში და მოვემზადე, რომ თუ რამეს დააპირებდა, სასწრაფოდ მოვშორებულიყავი იმ ადგილას. გადავედი გზის უკიდურეს მერჯვენა მხარეს, თან თეთრ სამოსიანს თვალს არ ვაშორებდი. როდესაც მივუახლოვდი 8-10 მეტრით, მან შემობრუნება დაიწყო.
მე დაბეჯითებით არ შემიძლია ვთქვა, რა სიჩქარით მივდიოდი, ან მანქანა გავაჩერე თუ არა, მაგრამ ყველა მისი მოძრაობა გვირაბის კედლის ჭრილში, უფრო სწორად, მოპირდაპირე გვირაბის გასასვლელში შესვლის ჩათვლით, კარგად მახსოვს.
თეთრსამოსიანი წარმოადგემნდა ჩვეულებრივი სიმაღლის - დაახლოებით 180 სანტიმეტრის ნორმალური აღნაგობის ადამიანის ტიპის არსებას, მაგრამ ჰქონდა საკმაოდ მაღალი, კვერცხის ფორმის, ელიფსური მოყვანილობის თავი, თუ თავის სიმაღლეს დავყოფთ ხუთ ნაწილად, მისი შუბლი შეადგენდა დაახლოებით თავის სამ მეხუთედ ნაწილს. დანარჩენი სახე იყო. ეს იყო პატარა, მრგვალი, დაახლოებით ახალი კარტოფილის მაგვარ ცხვირი, წვრილი თვალები, მაგრამ გუგები ჰქონდა არა ჩვეულებრივად ქვევით, არამედ ზევით წარბების მხარეს. არ ჰქონდა წარბები და წამწამები, არც ნიკაპი და ლოყები. პირი გრძელი და ჭრილის მაგვარი იყო. არ ემჩნეოდა არავითარი ნაოჭი, ყურების ადგილი იყო აბსოლუტურად გლუვი და ამოუბურცავი. არ მახსოვს ნესტოები ჰქონდა თუ არა.
მისი ტანსაცმელი იყო კომბინიზონის ტიპის, ტანზე კარგად მორგებული, თეთრი ფერის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან მოტრიალება დაიწყო მაშინ, როცა მივუახლოვდი დაახლოებით ათი მეტრის მანძილზე, მაგრამ დავაფიქსირე მისი მოძრაობის მთელი პროცესი.
იგი მოძრაობდა შემდეგნაირად: მარცხენა ფეხის აწევისას ოდნავ იხრებოდა მარჯვენა მხარეს, მერჯვენა ფეხის აწევისას - მარცხენა მხარეს, მაგრამ ამ დროს იგი არც ერთ ფეხს არ ხრიდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხს სწევდა მთელი ტანით გვერდზე გადახრისას. ამ დროს გადახრის შესაბამისად ხელები ოდნავ შესამჩნევად მოძრაობდა. იგი შემობრუნდა 180 გრადუსით და შევიდა გვირაბის კედელში არსებულ კარებში. თავი ოდნავ დახარა, მაგრამ მობრუნების დროს თავი უძრავად ეჭირა.
მე დაკვირვების პროცესში შიში არ მიგვრძვნია, მქონდა უბრალოდ გაკვირვების შეგრძნება.
ამის შემდეგ არაფერი არ მახსოვს.
როდესაც ცნობიერება დამიბრონდა, მანქანა გაჩერებული იდგა გვირაბიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, გზის პირას, მე მიყრდნობილი ვიყავი გზისპირა მოაჯირზე და ვეწეოდი სიგარეტს. ვიყავი ძალიან აღელვებული და ცოტა ვკანკალებდი კიდეც. როდესაც სიგარეტის წევა დავამთავრე და მანქანაში ჩავჯექი, გვირაბიდან გამოჩდა მანქანები. ეს შეგრძნება დაახლოებით 5 წუთში სავსებით გამიქრა და სრულებით დავწყნარდი.
შემდეგში, როდესაც მომხდარი გავაანალიზე, დავასკვენი, რომ ყველაფერი ეს (გვირაბში შესვლიდან იმ მომანტამდე, როც ცნობიერება დამიბრუნდა) მოხდა დაახლოებით 15 წუთში.
შემდგომ დღეებში არავითარი უარყოფითი ემოციები ან გრძნობები არ მქონია. მომახდარისადმი ისეთი დამოკიდებულება მქონდა, თითქოს მოხდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა".
No comments:
Post a Comment