Sunday, September 6, 2015

1986 წელი 28 აგვისტო - ამო ჭიათურის სიახლოვეს

ამო ჭიათურის სიახლოვეს

1986 წელი 28 აგვისტო

ჭიათურის მაღალმთიანი სოფელი. საღამო ჟამს მასპინძლის მეზობლის ბავშვმა დაიძახა ჭიშკართან, მთვარე გამწვანდაო. სასაცილოდ გვეჩვენა. ერთმა მეგობარმა, რომელიც მხატვარი იყო, დაიჟინა, მწვანე მთვარე უნდა ვნახოო და წავყევით ბავშვს. სეირზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ცაზე ლურჯ-მწვანე მანათობელ სფეროს შეჰყურებდა. თითქოს ცა მოწმენდილი იყო, მაგრამ არც ვარსკვლავები ჩანდა და არც მთვარე. ლურჯ-მწვანე სფერო მთვარეზე ბევრად დაბლა იყო. უამრავი ხალხი იყო ამ ამბის მოწმე, ადგილობრივიც და ბევრი სტუმარიც. ერთად ვნახეთ, როგორ გამოჩნდა დამატებით კიდევ ოთხი ასეთივე სფერო, რომლებიც თანაბარი მანძილით იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებული და ერთნაირი იყვნენ, როგორც ფერით და ნათებით, ასევე ზომით. ეს გაგრძელდა სულ მცირე 30 წუთი. 

არასოდეს დამავიწყდებავრაც ვნახე. ძალიან ლამაზი სანახავი იყო.

No comments:

Post a Comment