Thursday, September 10, 2015

ედუარდ "ბილლი" მეიერი - კონტაქტები პლეადელებთნ


ამ სტატიაში მე მინდა ფართოდ განვიხილო ედუარდ მეიერის შემთხვევა. დავიწყოთ იქიდან რომ მის მიერ გამოქვეყნებული სენსაციური მასალა თავიდანვე სკეპტიკურად მიიღო უფოლოგიურმა საზოგადოებამ. მაგრამ მეიერი და მისი თანამოაზროვნეები უარყოფენ ყველა ბრალდებას და ისინი ამტკიცებენ რომ მათ მიერ მოყვანილი ფოტო და კინო მასალა ასახავს რეალურ "მფრინავ თეფშებს".

თავიდანვე მეც დადებითად ვიყურებდი ყველაფერ ამას, ვითუმეტეს რომ მათი მტკიცებით ამ ფაქტების მომსწრე უამრავი მოწმეა ხოლო ფოტო და ვიდეო მასალა ვითომდა შემოწმებულია ნასა-ს და სამხედრო ექსპერტების მიერ. მაგრამ გავიდა დრო და მე უფრო ფართოდ გავეცანი მეიერის მასალებს, რომლებშიც მე ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტი ვიპოვე.

მე ეხლა აქ არ დავიწყებ იმ უამრავი კოტაქტების ჩანაწერების მოყვანას და მოვიყვან მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურ მტკიცებულებებს.

დავიწყოთ ფოტომასალით რომელიც აღებულია ედუარდ მეიერის ინტერნეტის საიტიდან.


ამ ფოტოსურათზე ვითომდა ასახულია პლეადელების სხიური ხომალდი, რომლის დიამეტრი 7 მეტრს უნდა შეადგენდეს. პირველი რაც ეჭვს ბადებს ამ სურათში, ეს რაკურსია. თუ ფოტოგრაფიაში ერკვევით თქვენ ნამდვილად მიხვდებით, რომ ობიექტს ასე არავინ იღებს. ეს აშკარად პატარა ზომის მოდელია ახლოდან გადაღებული.  მეორე კი რაც თვალში მომხვდა ეს ობიექტის ზედაპირის უსწორმასწორობაა.


მსგავსი უსწორმასწორობა შეიმჩნევა მეორე ხომალდზეც. რომელიც საკმაოდ საეჭვოდ მოსჩანს იმ ტექნოლოგიებთან შესაბამისობაში რაც უცხოპლანეტელებს გააჩნიათ.
ამ სურათზე მოყვანილია მეიერის კოსმოსური ხომალდების აღწერა, და თქვენ კარგად შეგიძლიათ ნახოთ თუ მეიერის აღწერით რამხელა უნდა იყვნენ ეს ხომალდები.



ახლა დავუბრუნდეთ წინა ხომალდს და განვიხილოთ მისი კიდე რამოდენიმე სურათი.



როგორც სურათიდან ჩანს ეს ხომალდი არამც და არამც არ არის იმხელა რამხელაც ეს უნდა რომ მეიერს გამიყვანოს. ჩემი გამოთვლით ეს "ხომალდი" მიახლოებით 40 სმ უნდა იყოს დიამტრში.


ფოტო ან კინო ფირზე გადაღების დროს მანძილი ობიექტამდე არ აღიქმება, არაა მნიშნელობა თუ ის სადაა განლაგებული შორს თუ ახლოს, ის ჩანს იმხელა რამხელაც კადშია და მისი ზომების დადგენა ასე შეუძლებელი ხდება, რადგან კამერა სივრცეს არ აღიქვამს ის გადმოქვცემს მხოლოდ სიბრტყით გამოსახულებას. ეს ყველამ კარგად იცის ვინც კარგადაა გარკვეული კინოსპეც ეფექტებში. მეიერის ინფორმაციის მიხედით ამო-სი ზომა არის სამი მეტრი, ხოლო ავტომანქანის კი 1,7 მეტრი. თუ ვიმსჯელებთ ობიექტივის ფოკუსური მანძილით მაშინ ცხადი ხდება, რომ მანქანა კამერიდან დაშირებულია 17 მეტრით ხოლო ამო 5,6 მეტრით. ყველაფერი ცხადია მაგრამ აქ ერთი სერიოზული პრობლემაა - ამ ზომის ობიეტი, როგორიცაა ამო ასეთ მანძილზე კადრში საერთოდ არ უნდა ჩატეულიყო. აქედან კი დასკვნა ერთია, რომ ამოს ზომა არ შეესაბამება რეალურს.


ამ სურათზე გამოსახულია იგივე ამო, რომელიც დგას პატარა ხის სიახლოვეს. თუ აქაც ამოს ზომებიდან ვიმსჯელებთ მაშინ ხის ზედა ტოტების დიამეტრი უნდა იყოს 1 მეტრი, რაც საკმაოდ არარეალურია, რადგან როგორც ვიცით ყოველი მცენარის ახლად გამოზრდილი ნაწილი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ამ ზომის და რეალობასთან უფრო ალო იქნებოდა რომ მთელი ზომები 10-ჯერ დაგვეპატარავებინა.


ამ სურათზეც იგივე ხომალდია ოღონდ სხვა რაკურსიდან. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მეიერის ფოტოებზე ამო-ები რატომღაც ცალკე მდგომ ხეებთან არიან ხოლმე და რატომღაც მათი ზომები არ შეესაბამება რეალური ხისას.

ამ თეორიას ამტკიცებს შემდეგი ორი სურათი:



პირველ სურათზე გამოსახულია 7 მერტიანი ხომალდი, რომელიც კიდია ხის სიახლოვეს. ეს ხე იდენტიფიცირებული იქნა როგორც "აბიეს ალბა". ეს ხე როგორც წესი საკმაოდ დიდი იზრდება და აღწევს უზარმაზარ ზომებს. ეს ხე კი ჩვენ სურათებზე საკმაოდ ჯუჯად გვეჩვენება. თუ აქაც კამერის ფოკუსური მანძილიდან გამოვალთ მაშინ ხის ძირის სისქე 50 სმ უნდა იყოს ხოლო მისი ერთერთი ზედა ტოტის სიგრძე 1,5-2 მერტს აღწევს. ეს ზომაც უზარმაზარად ჩანს ახლად გაზრდილი კენწეროსათვის.


შემდეგ სურათზე გამოსახულია იგივე ხომალდი სხვა რაკურსიდან. აქაც თუ იგივე გამოთვლებს ჩავატარებთ - მივალთ დასკვნამდე, რომ კენწეროს ზომა 2 მეტრი 2 მეტრზეა. ეს კენწეროს კი არა ნამდვილ ხეს უფრო გავს.

კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებთ ამ სურათებს: ერთზე ნათლად ჩანს ხომალდის ზემოთ ანტენა, ხოლო მეორეზე კი არა. საინტერესოა სად გაქრა ის??? შესაძლებელია რომ ამ შემთხვევაში სურათი რედაქტირებულ იქნა ვიღაცის მიერ.

ჩვენ თუ გვინდა რეალურად გვქონდეს წარმოდგენა, თუ რა ზომისაა ნამდვილი "აბიეს ალბა" მაშინ შედეგ სურათებს უნდა დავაკვირდეთ. ეს სურათებიც ედუარდ მეიერს ფოტოებიდანაა აღებული.






ახლა მოდი დავუშვათ რომ ეს კოსმოსური ხომალდი კი არა არამედ მაკეტია და რომლის ზომა არ აღემატება 40 სმ. ასეთ შემთხვევაში მისი თოკით ანდა კიდე სხვა რამით დაკიდება თავისუფლად შეიძლება. ამას ადასტურებს ინტერნეტში გამოქვეყნებული სურათი რომელიც ედურად მეიერის წიგნიდან არის გადმოღებული.




აქ ნათლას სჩანს თოკი რითიც ეს მაკეტია დაკიდებული. (მეორე სურათზე კონტრასტია მომატებული)

ახლა კიდე მოვიყვანოთ რამოდენიმე სურათი მაგალითად რომელიც საძირკველს უმაგრებს იმ თვალსაზრის რომ ჩვენ საქმე გვაქვს მოდელებთან.




ამ სურათებზე ვითომდაც გამოსახულია 7 მეტრის დიამეტრის ხომალდი!?

აი კიდე ორი სურათი სადაც გამოსახულია ერთი და იგივე ხომალდი სხვადასხვა რაკურსიდან, ერთ სურათში ნათლად სჩანს ანტენის მაგვარი რამ ხომალდის თავზე, ხოლო მეორე სურათში ის აღარაა. აქედან ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ რომ ეს სურათები გარედაქტირებულია გამოქვეყნებამდე!




 ახლა მე მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი: ერთერთ უფოლოგიურ სატელევიზიო გადაცემაში მოყვანილი იყო შემდეგი სურათის ანალიზი.


რომელის ანალიზი იაპონელმა "მეცნიერებმა" ჩაატარეს (არ იყო ნათქვამი თუ რომელი მეცნიერები იყვნენ) და მიიღეს შემდეგი შედეგები:







ზემოთ მოყვანილ ფოტოზე გამოსახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომლის მოშორებითაც მოფრინავ თვითმფრინავი "მირაჟი". შემდეგ სურათებზე მოყვანილი ამო-ს და მირაჟის ანალიზი სხვადასხვა სპექტრში. აქ ნათლად ჩანს "მირაჟის" სითბური გამონაბოლქვი და ის "უხილავი" ენერგია რომლითაც გარშემორტყმულია ამო. აგრეთვე ხაზი ქონდა გასმული იმას რომ ეს სურათი ნამდვილია და იგი შემოწმებულია ჯპლ-ის მიერ. აგრეთვე კამერის თვისებებით განსაზღვრული იყო, რომ მანძილი ობიექტამდე 200 მეტრს უნდა შეადგენდეს, ხოლო ხომალდის დიამეტრი 7 მეტრს - სიმაღლე - 5 მეტრს.
კარგით გეთანხმებით, რომ სურათი ნამდვილია, მაგრამ რატო არ უშვებთ შესაძლებლობას რომ სურათზე მაკეტია გამოსახული რომელიც დაკიდებულია რამეზე???? ანდა ვინ შეამოწმა რომ მაკეტს არ ექნება ასეთი გამოსახულება სპექტრული ანალიზის დროს??? სამწუხაროდ მე უცხოელ კოლეგებისაგან გამსხვავებით არ მაქვს საშუალება ჩავატარო მსგავსი ექსპერიმენტი და შემდეგ მისი სპექტრალური ანალიზი, რომ 100% დავამტკიცო ამ სურათის სიყალბე.

და კიდე ერთი უზუსტობა! მეიერის თანახმად ამ ხომალდის ზომა 20 მეტრი უნდა იყოს და არა 7 როგორც იაპონელებმა თქვეს! (ნახეთ სურათი).



ახლა მე მინდა მოვიყვანო მეიერის გადაღებული ფილმი. ჩემს მიერ შექმნილ სამ სურათში ამოღებულია ამ ფილმიდან კადრები და ისინი ერთადაა დამოტაჟებული, რომ შემდგომში ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია მოგვეღო.




ამ სამ სურათზე ნათლად ჩანს ხომალდის ტრაექტორია რომელიც იმეორებს "თოკზე" დაკიდებული საგნის ტრაექტორიას. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ფირზე არ გამოისახება სივრცითი გამოსახულება, და იმის დადგენა შეუძლებელია თუ ეს ობიექტი რამხელაა და რა მანძილითაა დაშორებული კამერიდან.

ახლა მე მინდა მოვიყვანო კადრები მეიერის კიდე ერთი ფილმიდან, რომელმაც ადრე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

ამ ფილმში გამოსახულია ამო, რომელიც ჰაერში ირხევა, ცოტა ხანში ის ქრება და მერე ისევ ჩდება. რაც საინტერესოა რომ გაქრობამდე ერთი კადრით ადრე კადრი ნათდება, ხოლო გამოჩენამდე კი ერთი წამით ადრე კადრის ქვედა ნაწილში შეიმჩნევა შავი ზოლი. იაპონელი "მეცნიერი" რომელიც ამ ფილმს განიხილავდა, ხსნიდა რომ ეს გამოწვეულია ამო-დან გამოსხივებული ენერგიით.

1998 წლის სექტემბერში სატელევიზიო არხმა ტნტ-მ აჩვენა ფილმი სადაც გამოსახულია 1968 წელს რუსეთში, ქ. ბერეზოვსკის სიახლოვეს ჩამოვარდნილი ამო და უცხოპლანეტელის ნარჩენების გაკვეთა. ამ ფილმის განსახილველად მოწვეულია კინო გადაღების ექსპერტი, რომელიც ფილმში ზოგიერთ კადრებში განათებას ახსნის ისე, რომ ეს გამოწვეულია კამერის გაჩერებით და მერე ისევ გადაღების გაგრძელებით. ამ მომენტში ფირი უფრო მეტ დასხივებას განიცდის და ასე აიხსნება ეს განათებები.

მეიერის შემთხვევაშიც იგივეა, კადრი ნათდება ამო-ს გაქრობის მომენტში - ანუ კამერა ჩერდება. მართალია აქ მონტაჟის შემჩნევა ძნელია რადგან გადაღება შტატივიდან მიმდინარეობდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ერთ ფაქტს ყველაფერი ნათელი იქნება! კადრში ჩანს ტოტი რომელიც ქარის ზემოქმედების შედეგად ირხევა. ის ირხევა საკმაოდ ენერგიულად იქამდე სანამ ამო არ გაქრება და ამ მომენტიდან ის უეცრად სუტ რხევას აგრძელებს. სამწუხაროდ მე კომპიუტერში გამაჩნია ამ ფილმის საკმაოდ დაბალი ხარისხის კადრები და ამ დეტალების გარჩევა თქვენთვის საკმაოდ ძნელი იქნება. მაგრამ მე ვეცდები რომ უახლოეს ხანებში ვიდეოდან უფრო კარგი კადრები გადავიღო და ისინი გამოვიტანო განსახილველად.

კიდე ერთი საინტერესო რამ ხდება ამოს გაჩენამდე ერთი კადრით ადრე: კადრის ქვედა ნაწილში შეიმჩნევა შავი ზოლი. მე დარწმუნებით ვერ ვიტყვი თუ ეს რა არის. მაგრამ ამასაც ალბათ ადვილად მოენახება ახსნა თუ შევისწავლით იმ კამერას რითაც ხდებოდა გადაღება. და სრულად გამორიცხული არ არის რომ არ გადაღების დროს მექანიკის მიერ იყოს დატოვილი ეს ლაქა ფირზე. ანუ ერთ კადრში ფირს ამ ადგილას რაღაც ჩამოეფარა.





პირველ სურათზე კადრი ამოს გაქრობამდე აქ მარცხენა მხარეს მოსჩანს ამო. მეორე სურათი კადრი ამოს გაქრობის შემდეგ. ჩანს ნათება ცენტრალურ ნაწილში. კადრი ამოს გამოჩენამდე ერთი წამით ადრე. ჩანს ჩამუქება კადრის ქვედა ნაწილში. მეოთხე სურათი - ამო უკვე ხილულ მდგომარეობაში.

მეიერის ორგანიზაციის მიერ რომელსაც FIGU-ს ეძახიან გავრცელებულ იქნა კიდე რამოდენიმე "საინტერესო" სურათი. როლმებზედაც ენერგეტიკული ხომალდებია გამოსახული.
 


პირველ სურათზე კი ჩემი თვალსაზრისით გამოსახულია სარკე რომელიც მარცხნივ მდებარე სინათლის წყაროდან არეკლილ სინათლეს კამერისკენ ანათებს. მეორე სურათზე კი გამოსახულია ამომავალი მზის სხივი რომელიც რაღაც ამრეკლავი ზედაპირიდან ირეკლება და პირდაპირ კამერაში ანათებს. მეიერის ფოტოზე კი კომენტარია, რომ ეს არის ტელემეტრიული მანათობელი დისკი რომელიც მიწაზე დევს. ჩემის აზრით ეს კი აშკარა სიცრუეა და მეტი არაფერი.



ამ სურათზე კი ვითომდა უცხოპლანეტელია გადაღებული, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს. ძაან საინტერესოა რატოა გადაღებული მხოლოდ იარაღი და რატო არაა ნაჩვენები თვით უცხოპლანეტელი. ანდა რა გადასაღები იყო მარტო იარაღი, რომელიც სათამაშოს უფრო წააგავს. აქ კიდე ერთი დიდი წინააღმდეგობაა, მეიერი ამბობს რომ უცხოპლანეტელების სიმაღლე 2.5 მეტრიაო. ამ სურათზე კი გამოსახული არსების სიმაღლე ადამიანისას არ აღემატრება!

ახლა რამოდენიმე სიტყვა უცხოპლანეტელების ასკეტის და ნეირას სურათების შესახებ. ამ სურათებზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა. რადგან გაირკვა რომ მათზე უცხოპლანეტელები კი არა, როგორც ამას მეიერი ამბობდა, არამედ ტელევიზორიდან გადაღებული ამერიკელი ქალები არიან, რომლებიც ერთერთ ტელეშოუში გამოდიოდნენ. ეს ამბავი ახლახანს გასკდა და ახლა მეიერი თავს შემდეგ ნაირად იმართლებს, რომ ვითომდაც ეს სურათები "ადამიანები შავებში"-ს ზეგავლენით მისმა ფოტოგრაფმა შეცვალა და ის არაფრის კურსში არ იყო. კი მაგრამ მაშინ ისმის კითხვა: აბა ვინ იყო კურსში?

ქვემოთ მოყვანილია ეს გახმაურებული სურათები:






მე მინდა განვაცხადო, რომ პირადად მეიერის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს, რადგან ჩემს პირად კვლევებში ხშირად შემხვედია ასეთი შემთვევები, როდესაც ადამიანები უხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ, ავანტურისტები ანდა ფსიქიურად დაავადებულნი ხდებოდნენ და ათასგვა სისულელეს ამტკიცებდნენ. ღმერთმა ქნას რომ მე ვცდებოდე, მაგრამ ძაან ბევრია საეჭვო ამ ყველაფერში.

ჩემი მიდგომა კი ასეთია, რომ ისე შევხედო ამ ყველაფერს როგორც ავტორმა და ვეცადო იმის წარმოდგენა თუ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ხელოვნურად გაკეთება. მე გეგმაში მაქვს უახლოეს ხანებში ჩავატარო მსგავსი მოდელებით ექსპერიმენტები და დავამტკიცო რომ ასეთი სურათევის გადაღება სრულიადაც არ არის ძნელი და სულაც არ სჭირდება უზარმაზარი თანხების დახარჯვა!

და ბოლოს კიდევ ერთი დეტალი, სხიური ხომალდების მეტწილ სურათებზე შეიმჩნევა ანტენის მაგვარი გამონაზარდები, რომლებიც ხომალდებს თავზე აქვთ! ჩემის აზრით ეს უნდა იყოს ის რაზეც მეიერი აბავდა რაიმე წვრილ გამჭვირვეალე ტროსს -მაგალითად სათევზაო ლესკას და კიდებდა რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე. შემდეგ კი ახდენდა ჩვეულებრივი ფოტო ან კინო კამერით გადაღებას.

ზაზა ედილაშვილი

No comments:

Post a Comment